Top 10 ვიდეო თამაში,რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკეს…(2014)
თამაში და დროს ტარება ვის არ უყვარს?რა თქმა უნდა ძნელად მოიძებნება ასეთი ადამიანი…აი მე რაღა დაგიმალოთ და ძალიან მიყვარს, მიზიდავს ვიდეო თამაშები…თავისუფალ დროს ხშირად ვთამაშობ…მინდა შემოგთავაზოთ იმ ათი თამაშის სია,რომლებიც საერთაშორისო გეიმერებმა აღიარეს…
პოსტში ვიხილავთ 10 ვიდეო თამაშს,ვნახავთ მათ ტრეილერებსა და მოკლე აღწერას…
10)
Tomb Rider.
ამ,თამაშმა საპატიო მეათე ადგილი დაიკავა.დამეთანხმებით რომ იგი გამორჩეული გრაფიკის მატარებელი,დიდებული თამაშია.თანაც საკმაოდ შინაარსიანი და დიდია.
თამაშის მთავარ გმირად, რა თქმა უნდა მოგვევლინება ლარა კროფტი, რომელიც 21 წლისაა და არანაირი გამოცდილება არ მიუღია ცხოვრებისგან. მას არ გააჩნია პირადი სიმდიდრე და სურს, რომ ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწიოს თვითონ. მას ახლად დამთავრებული აქვს კოლეჯი და ის მიემგზავრება ექსპედიციაზე, ხუბილაი-ხანის დაკარგული ფლოტის მოსაძებნად იაპონიის სანაპიროებთან ეშმაკის ზღვაში. ხომალდი მოხვდება შტორმში, და ქარიშხალი გახლიჩავს გემს ორ ნაწილად. გონზე მოსული ლარა კი თავს ამოყოფს უცნობ კუნძულზე, რომლის ნაპირებიც სავსეა დანგრეული გემებით. ამ მომენტიდან დაიწყება თვითონ თამაში…
ესეც ტერილერი
9)
Battlefield 4
Battlefield 4 -ში მთავარი პერსონაჟები ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეით რაზმში ირიცხებიან, სადაც მათ მსოფლიოს მასშტაბით მრავალი “შეუსრულებელი” მისიის სახით საოცარი თავგადასავალი ელით. მოემზადე მასშტაბური ომისა და უკვე მესამე დიდი ევოლუციისათვის, რომელიც ხანგრძლივი ონლაინ შუტერის სიქველში Battlefield 4-ში გელოდება. უახლესი ტექნოლოგიის ნიმუშის Frostbite 2-ის ძრავის საშუალებით, Battlefield 4 უმაღლეს ვიზუალურ ხარისხს, მასიურ განადგურებებსა და თითქმის რეალურ პერსონაჟებს გვთავაზობს. ტყვიების ზუილით, კედლების რყევითა და გრანდიოზული აფეთქებებით გამოწვეული “შთამბეჭდავი” ქაოსი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Battlefield-ის 4 სერიის უნიკალურობას.
8)
The Witcher 2:assassins of kings.
ცუდი დრო დაუდგა ჩრდილოეთ სამეფოს. ძლიერი ძალები, რომლებიც წყდიადში იმალებიან, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად სისხლიან ნადრობას აცხადებენ მეფური სისხლის მქონდე ხალხზე. სიკვდილის შიშით თავზარდაცემული მმართველები ჯარებს გარშემო იკრებენ, მაგრამ ვერაფრით უშლიან ხელს სიცოცხლის გამომასალმებელ მსახვრალ ხელს. მეფის სიკვდილისგან გამოტაცებით გერალტი პოლიტიკური ინტრიგების მორევშია ჩათრეული, თუმცა თავის პირველად მიზნად მაინც მონარქის სიცოცხლის დაცვას თვლის. თამაშში მოგიწევთ თეთრ მგელთან ერთად გახსნათ თავდასხმის ჩახლართული გორგალი და გამოიძიოთ, თუ ვისი დავალებით მოქმედებდა იდუმალი მკვლელი.
7)
Bioshock Infinite.
1912 წელი ამერიკის შეერთებული შტატები მიიწევს ბატონობისკენ საფრენ ქალაქ კოლუმბიაში,უზარმაზარი დირიჟაბლი ამერიკის ძირითადი სიმბოლო გახდა.მაგრად უცებ ყველაფერი იცვლება უცნაური მიზეზის გამო და ხდება კატასტროფა,ამის შემდეგ ქალაქი ქრება.მთავარი ისტორიას გაუძღვება დეტექტივი “Pinkerton”ი,მისი მთავარი მიზანია გდაარჩინოს ელიზაბეტი ტყვეობისგან საჰაერო ქალაქში რომელიც გოგონასთვის უკვე ციხედ იქცა ბავშვობიდან.დეტექტივს მოუწევს დაუკვავშირდეს გოგონას რათა თავი დააღწიონ კოლუმბიას რომლიდანაც გამოსვლა არც თუ ისე მარტივია,ამიტომ მათ გაერთიანება მოუწევთ.
6)
Metro:Last night
Metro: Last Light – პირველი პირის Survival Horror ტიპის თამაში, რომელიც პირდაპირი გაგრძელებაა თამაშისა Metro 2033, რომელიც შექმნილია კომპანია 4A Games-ის მიერ და გამოშვებულია THQ-ს მიერ. თამაშის მთავარი გმირი კვლავ იქნება Артем, რომელსაც ამჯერად მოუწევს მეტროს გვირაბებში მიმდინარე ომების შეწყვეტა. მოქმედება ვითარდება პირველი თამაშის დამთავრებიდან 1 წელიწადში, როდესაც ატომურ აფეთქებას გადარჩენილი მოქალაქეები უსაფრთხოდ ზიან გვირაბებში მაშინ, როდესაც მიწის ზემოთ მომწამვლელი აირები და მუტანტები თარეშობენ.თამაშში იქნება ზუსტად იგივე დაჯგუფებები, ოღონდ ახლა უკვე ჩვენ მათ უფრო ახლოდან გავიცნობთ. ასევე დამატებულია დიდი რაოდენობით ახალი იარაღი.
5)
Farcry 3.
მთავარი გმირი,ბროდი,მიემგზავრება მეგობრებთან ერთად დასასვენებლად საოცრად ლამაზ ტროპიკულ კუნძულზე.და იქ ვარდება ტყვედ მეკობრეების ხელში.დაწყებული ამ მომენტიდან თქვენი დავალებაა-გადარჩეთ ნებისმიერ ფასად.ბროდი ჩაბმული იქნა პირატებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის სისხლიან ომში,სადაც სისხლი,ტყვია და ნარკოტიკები იღვრება მდინარეებად..
4)
Crysis 3
კომპანია Electronic Arts-მა და სტუდია Crytek GmbH-მა დაარელიზეს ყველასათვის კარგად ცნობილი თამაშის მესამე ნაწილი – “Crysis 3″, რომელიც გამოვა 2013 წელს. ეს პირველი ბლოკბასტერი შექმნილია CryENGINE-ის ძრავით. თამაშს ექნება გადასარევი გრაფიკა და დინამიკური სათამაშო პროცესი. მოთამაშეები ნიუ-იორკში ახლად დაბრუნებული პერსონაჟის Prophet-ის როლში იქნებიან, რომელიც აღმოაჩენს, რომ კორუმპირებულმა კომპანიამ Cell Corporation-მა ქალაქი დამალა, გადახურა Nanodome-ით, ქალაქს ვეღარ იცნობ. ახლა ეს არის გაუვალი ჯუნგლები, უზარმაზარი ხეებით, მღელვარე მდინარეებით და ჭაობებით. შვიდ ყველაზე საშიშ უბანს ქალაქში ახლა ქვია Seven Wonders. ამ საშიში ადგილების გასავლად Prophetу-ს ჭირდება სრულყოფილი იარაღი, ისეთი როგორიც არის ნანოკოსტუმი, მშვილდისარი და ასევე უცხოპლანეტული ტექნოლოგიები…
3)
Mortal kombat X
2)
Farcry 4
Far Cry 4 – საკმაოდ ცნობილი და ამავდროულად პოპულარული თამაშის ახალი ნაწილი, სადაც თამაშის გმირს უწევს უკანასკნელ დავალებაზე წასვლა. ეს დავალება კი ითვალისწინებს ერთ-ერთ ქვეყანაში წასვლას, სადაც სამოქალაქო ომი მომდინარეობს. ეს მოგზაურობა არ არის ადვილი, რადგან თქვენ მოგიწევთ მეამბოხეთა განადგურება…
1)
Assassin’s creed-Unity
მოქმედება ვითარდება საფრანგეთში, ქალაქ პარიზში რევოლუციის დროს. ქალაქი გაჟღენთილია შიშითა და ქაოსით, ქალაქში სიკვდილი სუფევს. ამ დროს, ახალგაზრდა ასასინი სახელად არნო გაიგებს ამას და გადაწყვეტს ბრძოლაში ჩართვას. ამ ბრძოლებით ის გახდება პროფესიონალი ასასინი. თამაშს აქვს ასევე მულტიფლეიერი ოთხი მოთამაშით. შემქმნელების სიტყვების მიხედვით, გადაადგილების სისტება ძალიან ახლოს იქნება რეალურ პროფესიონალ პარკურისტებთან შედარებით. მოთამაშეებს ასევე მოუწევთ თავი იგრძნონ შეუმჩნეველ მკვლელათ, რომელსაც ძალუძს შეაღწიოს პარიზის ნებისმიერ რთულად ხელმისაწვდომ ადგილებში.
უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის…იმედია მოგეწონათ
(აღწერები ამოღებულია All.Tamashi.Ge-დან)