გასართობისაკითხავისასარგებლო

პირამიდის მშენებლობა

http://www.picz.ge/img/s1/1412/30/4/464e5d61f9fc.jpg

ატასწლეულების განმავლობაში ხალხი გაოცებული შესცქეროდა დიდ პირამიდას, როგორ გამოთალეს ეს მოიტანეს ამდენი ლოდი? როგორ ააშენეს პრიმიტიული იარაღებით ასეთი დახვეწილი ნაგებობა? გიზას მნახველებს დიდი პირამიდის, კონსტრუქციის სიზუსტეც აკვირვებს. პირამიდის კედლები თითქმის ზუსტად ქვეყნის ოთხ მხარესაა მიმართული- ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი. ამასთან , უგრძესსა და უმოკლეს კედლებს შორის განსხვავება მხოლოდ 20 სანტიმეტრია. არქეოლოგებმა თანდათან ამოიცნეს პირამიდების მშენებელთა საიდუმლოების ნაწილი, თუმცა ბევრი კითხვა დღესაც უპასხუხოდ რჩება.
სამშენებლო მოედნის მომზადება: გიზას ზეგანი კირქვითაა დაფარული, ამიტომ ის მშვენიერი საფუძველი იყო მშენებლობისათვის და საშენ მასალასაც უხვაად იძლეოდა. მიუხედავად ამისა, პირამიდის მშენებლობის დაწყებამდე, საჭირო იყო მოედნის მოსწორება, რატა ის სრულიად ბრტყელი ყოფილიყო. თავდაპირველად მოედანს წყლით ფარავდნენ , შემდეგ თხილები გაყჰყავდათ, რომელთა სიღმეს ჯოხით ზომავდნენ. ყოველი თხრილის ფსკერი ერთი და იმავე მანძლით უნდა ყოფილიყო დაცილებული წყლის ზედაპირს. ამის მერე მოედანს აშორებდნენ მაგრამ თხრილებში ცოტა წყალი რჩებოდა და შემდეგ კლდის ზედმეტ ფენას აცლიდნენ ისე , რომ  მოედნის ზედაპირი თხრილებში წყლის ზედაპირის დონეს გათანაბრებოდა .
ქვის ლოდები: სამეტლახო , რომელიც დიდი პირამიდის მშენებლობას ლოდებით ამარაგებდა , დაახლოებით 300 მეტრის მანძილზე მდებარეობდა, აქედან სამშენებლო მოედნამდე მუშებმა თითქმის 3 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ქვა გადაიტანეს მხოლოდ ხელის იარაღებისა და ბერკეტების გამოყენებით. პირამიდის ზედაპირისათვის საჭირო კირქვა მდინარე ნილოსის აღმოსავლეთით მდებარე სამეტლახოდან მოჰქონდათ, ხოლო გრანიტის ქვას მეფის პალატისთვის ასუანთან ჟრიდნენ და მდინარით ეზიდებოდნენ.
http://www.picz.ge/img/s2/1412/30/e/e539e60defb2.jpg

დიდი პირამიდის შიგნით: დიდ პირამიდა ყველა სხვა პირამიდაზე მეტ დერეფანსა და პალატას შეიცავს, ყოველი მათგანი მეცნიერებმა გამოიკვლიეს , უკანასკნელ ხანებში საჰაერო მილებიც კი შეისწავლეს დამერა-რობოტის მეშვეობით, მაგრამ მრავალი საიდუმლო ჯერაც ამოუხსნელია. მეფის პალატა ტითქმის პირამიდის ცენტრში მდებარეობდა, მისი გამომავალი საჰაერო მილები მიმართულია პოლარული ვარსკვლავისა და ორიონის თანავარსკვლავედისაკენ. ამ მილებით მეფის სული ვარსკვლავებისკენ უნდა გაფრენილიყვნენ.  არაფერი მიანიშნებს იმაზე , რომ დედოფლის პალატა ოდესმე გამოიყენეს. იქ შესაძლოა მეფის ქანდაკება მდგარიყო. მეფის პალატისკენ მიმავალ გზაზე გრანიტის სამი ფილა იდო. ისინი იქ აკლდამის დასაცავად დადეს.
სამგლოვიარო ნავი: სამგლოვიარო ნავის მოდელი პირამიდასთან აღმოჩენილი ნავის მსგავსია, ნავი რომელიც ხის 12000 ნაწილისაგან შედგებოდა, სამარხშ კარგად იყო დაცული და სრულად არ დაზიანებულა, ვარაუდობენ რომ ამ ნავით ხუფუს ცხედარი მდინარე ნილოსით აკლდამაში მიიტანეს.

თეგები

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.

მსგავსი ამბები

Close
Close