გასართობისაკითხავისასარგებლო

ცხოველთა სამეფო

http://s016.radikal.ru/i335/1412/e3/dab591b3fa3e.jpg

ცხოველთა სამყარო მეტად მრავალფეროვანია. იგი მილიონობით სახეობას მოიცავს, მაკროსკოპული არსებებითა და უზარმაზარი ლურჯი ვეშაპით დაწყებული ქერცლიანი ზღვის გველებითა და ლორწოვანი ბაყაყებით დამთავრებული. ცოცხალი არსებების უკეთ შესასწავლად მეცნიერები მათ ჯგუფებად ყოფენ.
1) ბეწვით შემოსილი ცხოველები.

http://s017.radikal.ru/i419/1412/f8/59cc77a5ef1e.jpg
დედამიწაზე ძუძუმწოვრების ათასამდე სახეობა არსებობს, მათ შორისაა ადამიანიც. თითქმის ყველა ძუძუმწოვარი ცხოველი შობს ცოცხალ ნაშიერს და კვებავს რძით, რომელიც სარძევე ჯირკვლებში გამომუშავდება, სწორედ ამიტომ დაერქვათ ამ ცხოველებს ძუძუმწოვრები. მათი უმრავლესობა შემოსილია ბეწვით , რომელიც ორგანიძმს სიცივისაგან იცავს.
2) მშრალი და ქერცლიანი

http://s57.radikal.ru/i155/1412/cc/245307314325.jpg
გველები , ნიანგები, ხვლიკები და კუები ქვეწარმავლები არიან, ზოგი მათგანი ცოცხალ ნაშიერს შობს , მაგრამ უმრავლესობა კვერცხებს დებს. ქვეწარმავლებს მშრალი და ქერცლიანი კანი აქვთ. მათ ცივსისხლიანებს უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სხეულის ტემპერატურა მთლიანად გარემოს ტემპერატურაზეა დამოკიდებული. ამიტომ ქვეწარმევლები მუდმივად ეძებენ ხელსაყრელ პირობებს: ხან მზეს ეფიხებიან, ხან კი ჩრდილს აფარევებნ თავს.
3) ბუმბულიანი და კვერცხებიანი

http://s015.radikal.ru/i330/1412/0b/f5a7a1f257e0.jpg
ბუმბულით მხოლოდ ფრინველები არიან შემოსილები. ყველა ფრივნელს აქვს ფრთები, მაგრამ ფრენა ყველას როდი შეუძლია. ფრინველები მიწაზე ან ხეზე აშენებულ ბუდეში დებენ კვერცხებს, მათაც რომ ძუძუმწოვრების მსგავსად თავიანთი შვილები სხეულით ეტარებინათ, ძალიან დამძიმდებოდნენ და ფრენას ვეღარ შეძლებდნენ.
4) ფეხსახსრიანები

http://s017.radikal.ru/i432/1412/7f/9b5c37db66ea.jpg
ცხოველთა შორის მრავალფეროვნებით ყველაზე მეტად გამოირჩევიან ფეხსახსრიანები, დღეისათვის ცნობილი ცხოველთა სახეობების ოთხ მეხუთედს სწორედ ისინი შეადგენენ, ყვეკა მათგანს აქვს სხეულის დამცავი გარეგანი საფარველი და ექვსი ან მეტი ფეხი. ფეხსახსრიანების სახეობებს მათი ფეხების რაოდენობის მიხედვით განასვავებენ.
5) წყლის სამყარო

http://s020.radikal.ru/i703/1412/b4/c3c114915b54.jpg
წყალში ცხოველთა არაერთი სახეობა ბინადრობს: უამრავი სახეობის თევზი, ასთაკვები, მედუზები, ხოლო ძუძუმწოვრებიდან- ძღვის ლომები და დელფინები. ამფიბიებს ხმელეთზეც შეუძლიათ ცხოვება და წყალშიც. ასეთები არიან: ბაყაყები, გომბეშები და ტრიტონები.

loading...
თეგები

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.

მსგავსი ამბები

Close
Close