არქივი

სასარგებლო რჩევები (17 ნაწილი)

4294791a747e
როგორ მოვაწყოთ ოთახი ახალი წლისთვის ? 

თითქოს ბანალური შეკითხვა საახალწლო დეკორთან დაკავშირებით რომელიც არ მოითხოვს პასუხს – ჩამოვკიდეთ ყველგან ბრჭყვიალები, ავანთეთ ნათურები და სანთლები, მოვრთეთ ნაძვის ხე – და აი სადღესასწაულო ატმოსფეროც გამეფდა ჩვენს სახლებში. ყველაფერი სწორია და ტრადიციული. დღესდღეობით უამრავი მოსართავის ყიდვა შეიძლება მაღაზიებში. და მაინც, ხელთ არსებული საახალწლო მოსართავები შეიძლება ყოველ წელს გამოვიყენოთ სხვადასხვანაირად.

ეჭვგარეშეა, რომ ინტერიერის მთავარი დეტალები, როგორიცაა სარკე, კედლის საათი, ჭაღი, ბრა მოითხოვენ სადღესასწაულოდ მორთვას. მრგვალი და ოვალური ნივთები შეიძლება მოვრთოთ სხვადასხვა ფერის ბრჭყვიალებით. შეიძლება ორი-სამი ფერის ბრჭყვიალა გადავაწნათ ერთმანეთს და მოვახვიოთ მრგვალ სარკეს ან საათს.

ცენტრალური ჭაღი შეგვიძლია მოვრთოთ აკრილის ფიგურებით, სხვადასხვა საკიდებით. არ გირჩევთ მორთოთ ჭაღი უბრალო წვიმით, რადგან ის ძლიერ ელექტროვდება. მაგრამ თუ თქვენ საახალწლო “წვიმის” მოყვარული ხართ არ დაგავიწყდეთ სანამ მას მანათობელ საგანს მოახვევთ შეასხურეთ ანტისეპტიკური ხსნარი და გააშრეთ. საერთო ჯამში ჭაღს დაამშვენებს ნებისმიერი ბრჭყვიალა რომელიც ირეკლავს სინათლეს.

 

ძალიან ლამაზად გამოიყურება განათებული ფანჯრები. ამისათვის საკმარისია რაფაზე დავაწყოთ საახალწლო გირლიანდები. ეს განათების ბიუჯეტური ვარიანტია, რადგან ფანჯრის სპეციალური განათებები საკმაოდ ძვირი ღირს, ხოლო ნატურალური სანთლები სახიფათოა. თვითონ შუშა შეიძლება მოიხატოს საინტერესო ვარსკვლავებით, რომლის ჩამორეცხვაც შემდეგ ადვილი იქნება.

თუ ინტერიერში გაქვთ თაროები ჭურჭლით ისინიც მოითხოვს დამატებით საახალწლო მინათებას. ბოკალებს შორის ჩადგით უსაფრთხო მანათობელი ფიგურები ელემენტებზე, რომლებიც მრავლად იყიდება. გარეთ როგორც კი ჩამობნელდება თქვენი ბინა აბრჭყვიალდება სხვადასხვა ჯადოსნური ფერებით.

კარებზე მიმაგრებულმა საშობაო გვირგვინმაც ფართოდ დაიმკვიდრა ადგილი საახალწლო ინტერიერის მორთულობაში. გვირგვინის დამზადება სხვადასხვა ნივთით შეიძლება. მანდარინით დაწყებული ძაფის გორგოლაჭით დამთავრებული. გვირგვინის ალტერნატივა შესაძლოა იყოს ნაძვის რტოებით გაკეთებული თაიგული.

კედლებისა და ავეჯის მორთვა ადვილია თანამედროვე დეკორის  მისაკრავებით. ასეთი მისაკრავების ყიდვისას დააკვირდით, რომ იყოს მრავალჯერადი გამოყენების. რაც იქნება იმის გარანტია, რომ დღესასწაულების შემდეგ მათ ადვილად მოხსნით და ავეჯის ზედაპირი არ დაზიანდება.

 

 

როგორ დავაგროვოთ ნახვები იუთუბზე ? 

ინსტრუქცია შექმნილია ვიდეოჰოსტინგ youtube-ის მომხმარებლებისათვის. იუთუბის ყველა მომხმარებელი ოცნებობს, რომ მისი ვიდეო გახდეს პოპულარული. ამ ინსტრუქციის მეშვეობით ისწავლით რამდენიმე ეშმაკობას, რისთვისაც დაგჭირდებათ ექაუნთი იუთუბზე და კარგი ვიდეო.

პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ თუ არ შედიხართ “იუთუბის საპარტნიორო პროგრამაში”, მაშინ ვიდეოს ნახვა არ მოგიტანთ შემოსავალს. თუმცა ბევრს მაინც უნდა გახადოს თავისი ვიდეო პოპულარული (ზოგიერთს სატრაბახოდ და ზოგსაც შემდგომში ფულის საშოვნელად).

რა თქმა უნდა შეგიძლიათ “დაატრიალოთ” ნახვები სხვადასხვა საიტების მეშვეობით, მაგრამ ეს ფული ღირს და შესაძლოა დაგბლოკონ კიდეც. ამიტომ ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ კანონიერ ხერხს.

დასაწყისისასთვის გადაიღეთ კარგი ვიდეო, ეს შესაძლოა იყოს თქვენი საკუთარი ინტერნეტ შოუ, უბრალოდ სასაცილო ვიდეო, რომელიც გადაიღეთ ქუჩაში ან სადმე სხვაგან, თუნდაც კონცერტის ვიდეო, ნაწყვეტები ტელეგადაცემებიდან და ა.შ. მთავარია სხვის მიერ არ იყოს უკვე ატვირთული.(ამის გასაგებად გამოიყენეთ ძიება). შემდეგ დარეგისტრირდით Youtube-ზე და დააჭირეთ ღილაკს ვიდეოს დამატება.

გამოჩნდება ვიდეოს ჩატვირთვის ფანჯარა. აირჩიეთ თქვენი ვიდეო, ახლა იწყება ყველაზე მთავარი, თავდაპირველად შეუცვალეთ ვიდეოს სახელი ისე, რომ იგი შეესაბამებოდეს შინაარსს და ამავე დროს იპყრობდეს ყურადღებას (მაგალითად გაქვთ ვიდეო რომელშიც ვიღაც სასაცილოდ ეცემა, მსგავსი ვიდეოები პოპულარულია იუთუბზე და ეწოდება FAIL-ები, დაარქვით ვიდეოს ინგლისურად და ქართულად ამგვარად “სასაცილო ფეილი/Funny FAIL” ახლა ამ ვიდეოს ნახავს არა მარტო ქართველი მომხმარებელი), მეორე ნაბიჯი ესაა ტაგები. გამოიყენეთ პოპულარული ტაგები როგორიცაა ხუმრობა, სენსაცია და მსგავსი (იუთუბზე ტაგები იწერება მძიმეების გარეშე), ახლა შეგიძლიათ შეინახოთ ვიდეო.

შემდეგი ნაბიჯი – პოპულარიზაცია “დატრიალება”. გახსოვდეთ, რომ იუთუბზე ერთი ადამიანის მიერ ნახვა ჩაგეთვლებათ 350-ჯერ. (ეს ნიშნავს, რომ თუ ნახავთ ვიდეოს 350-ჯერ, შემდეგი ნახვები აღარ ჩაითვლება), ასე რომ თხოვეთ მეგობრებსა და ნაცნობებს ხშირად ნახონ თქვენი ვიდეოები (ამისათვის საჭიროა დააჭირონ მაუსის მარჯვენა ღილაკს ბრაუზერ ოპერაში და აირჩიონ “Reload every” , შემდეგ custom და შეიყვანონ 0 წუთი 1 წამი), თუ თქვენი 10 მეგობარი დატოვებს ფანჯარას განახლებით რამდენიმე წუთით, მაშინ თქვენ უკვე გექნებათ 3500 ნახვა. მთავარია გახსოვდეთ ნახვები გამოჩნდება მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდგომ.

შემდეგი ნაბიჯია ფორუმებზე “დატრიალება”. თუ დარეგისტრირებული ხართ რომელიმე პოპულარულ ფორუმზე და აქტიური წევრი ხართ, მაშინ დაამატეთ ბმული თქვენს ვიდეოზე, მთავარია დამალოთ ბმული BB კოდით ისე, რომ ბმულის ნაცვლად იყოს წარწერა მაგალითად “არ დააჭიროთ” (ეს უფრო მეტ მომხმარებელს მიიზიდავს, რადგან აკრძალული ხილი უფრო ტკბილია), ესეც დამატებით დაგეხმარებათ 1000-5000 ნახვის მოგროვებაში.

კიდევ ერთი ხერხი – სოციალური ქსელები. თუ საკმაოდ ბევრი მეგობარი გყავთ სოც. ქსელებში, გამოიყენეთ ღილაკი “გაზიარება” Youtube-ზე და თხოვეთ მეგობრებს მათაც გააზიარონ. სულ ეს იყო, თუ თქვენ გამოიყენებთ ყველა ამ მოქმედებას, ადვილად შეძლებთ ახვიდეთ 10000-20000 ნახვაზე.

 

როგორ შევარჩიოთ სწორად მეხსიერების ბარათი 

სულ რაღაც ათიოდე წლის წინ პლანშეტებზე ვერც ვიოცნებებდით, მაგრამ პროგრესი თავის საქმეს აკეთებს. ახლა პლანშეტები და სმარტფონები ყოველ მეორე მომხმარებელს აქვს განვითარებულ ქვეყნებში. ჩაშენებული მეხსიერების მოცულობა ასეთი მოწყობილობებისათვის სულ უფრო იზრდება. ზოგირთ მოწყობილობას არ აქვს დიდი შიდა მეხსიერება და დროთა განმავლობაში საჭირო ხდება მისი გაზრდა მეხსიერების ბარათების საშუალებით.

არსებობს მეხსიერების ბარათების ბევრი ტიპი, მაგრამ ციფრული ტექნიკის დიდ უმრავლესობას აქვს ფლეშ-ბარათების microSD მხარდაჭერა. არსებობს გადამყვანები რომლებიც საშუალებას იძლევიან გამოვიყენოთ microSD ბარათები ისეთ მოწყობილობებზე რომლებსაც მხოლოდ SD ბარათების მხარდაჭერა აქვთ. ჯერჯერობით მაქსიმალური მოცულობა ასეთი ბარათებისა 512 გიგაბაიტია რაც დამეთანხმებით არც ისე ცოტაა ასეთი მცირე ზომის ბარათებისათვის.

თუ რა მოცულობის ბარათის შეძენას აპირებთ დამოკიდებულია არა მარტო თქვენს სურვილზე არამედ მოწყობილობის პროცესორზეც. ზუსტად პროცესორზეა დამოკიდებული რა მოცულობის ბარათს აღიქვამს ციფრული მოწყობილობა. თანამედროვე მობილური ტელეფონები აღიქვამენ 16გბ-მდე მოცულობის ბარათებს. სმარტფონები და პლანშეტები 16/32 გბ-მდე, იშვიათ შემთხვევებში 64/128 გბ.

 
39bbae37fd11
ტელეფონის გადარჩენა

ჩაგვარდნიათ ოდესმე ტელეფონი ნიჟარაში ან კიდევ უარესი – უნიტაზში ? ან იქნებ დაგვიწყებიათ, რომ მობილური ჯიბეში გაქვთ და ამ დროს საცურაოდ შესულხართ? მიზეზს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ დასველებული ტელეფონი არ ნიშნავს გაფუჭებულს და თუ სწრაფად იმოქმედებთ, შეგიძლიათ გადაარჩინოთ კიდეც მობილური.

მოცემულ სტატიაში ნაბიჯ-ნაბიჯ ავხსნით თუ როგორ შეიძლება სველი მობილური ტელეფონის უვნებლად გადარჩენა.

 

1. ამოიღეთ მობილური წყლიდან რაც შეიძლება სწრაფად

როდესაც მობილური ჩაგივარდებათ წყალში (არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სად), ნუ დაიწყებთ მაშინვე სახის დაკაწვრას და მოთქმას თუ რამდენ სურათსა და ლამაზ მოგონებას ინახავდა იგი. რაც შეიძლება მალე ამოიღეთ ის წყლიდან და გათიშეთ. მართალია მობილურს კორპუსი ძალიან მჭიდროდ აქვს შემორტყმული, მაგრამ წყალი მასში მაქსიმუმ 20 წამში აუცილებლად შეაღწევს (რა თქმა უნდა, თუ რაღაც სასწაული და ტყვიაგაუმტარი მობილურის მფლობელი თუ არ ხართ). არ ჩართოთ ტელეფონი სანამ კარგად არ გააშრობთ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ჩართვა და ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ხელით გაუთხრით საფლავს თქვენი ტკბილი მოგონებების მატარებელ მოწყობილობას. არ აქვს მნიშვნელობა მობილური საბოლოოდ გაფუჭდა თუ ექვემდებარება აღდგენას – იგი მაინც უნდა გააშროთ.

2. ნუ დაპანიკდებით

შეიძლება თქვენი ტელეფონი სარეცხ მანქანაშიც კი აღმოჩნდეს თქვენი უყურადღებობის გამო, მაგრამ ნუ შექმნით ამის გამო წინასწარ პანიკას და ნუ დაასწრებთ სიკვდილს თქვენ ტელეფონს, რადგან შეიძება ის გადარჩეს, რა თქმა უნდა გადარჩენის ნაკლები შანსია, როდესაც იგი გარეცხვის მთელ 30-40 წუთიან ციკლს გაივლის, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი არის მობილურის გადარჩენის შემთხვევები (ხშირად, ასეთი გარეცხვის შემდეგ მობილური გარკვეულ ფუნქციებს კარგავს, მაგრამ ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც სრულიად უვნებელიც გადარჩენილა).

3. ამოიღეთ ბატარეა

 

ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია თქვენი მობილური ტელეფონის გადასარჩენად, რადგან მობილურის ბევრ ნაწილს წყალი არაფერს ავნებს თუ მას არ მიეწოდება ენერგია და დარჩენილია კვების გარეშე.

4. ამოიღეთ ტელეფონიდან SIM (Subscriber Identity Module) ბარათი

შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია SIM ბარათის ამოღება მობილური ტელეფონიდან. ხალხის ერთი ნაწილი თუ ღაწვებს იხოკავს იმიტომ, რომ დაკარგა თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტების ამსახველი ვიდეო თუ ფოტო მასალა, მეორე ნაწილი იღებს მაგარი ტიპის გამომეტყველებას და სინანულით ამბობს “ტელეფონი მეკიდა, მაგრამ სერიოზული ხალხის (ან თუ მამრობითი სქესი წარმოთქვამს ამ სიტყვებს “ნაშობის”) ნომრები მეწერა სიმ-ზეო”. SIM ბარათი კაგად უძლებს წყლის შემოტევას მაგრამ, ხანდახან არის შემთხვევები როდესაც ფუჭდება წლის ზემოქმედებისაგან, ამიტომ უმჯობესია დროულად მოაშოროთ წყალს თქვენი სიმდიდრე.

5. გამოაერთეთ აქსესუარები

მოაშორეთ ტელეფონს ყველაფერი რის მოშორებასაც შეძლებთ – არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ყურსასმენები, ჩიპი თუ სხვა აქსესუარი.

6. დააცადეთ მობილურ ტელეფონს სრულყოფილი გაშრობა

გახსოვდეთ, რომ წყლის თუნდაც ერთი წვეთის დატოვებამაც კი შეიძლება ავნოს თქვენს ტელეფონს და მისი მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს. ამიტომ ნაზად გაამშრალეთ ტელეფონი, ზედმდეტი ჯანჯღარისა და რყევების გარეშე, რათა თავიდან აიცილოთ წყლის გადაადგილება ტელეფონს შიგნით. უმჯობესია ტელეფონის გასაწმენდად გამოიყენოთ პირსახოცი ან ქაღალდის ხელსახოცები. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ალკოჰოლიანი ნაჭერი ან ქაღალდი (ალკოჰოლი გამოვდევნის წყალს).

7. გამოიყენეთ მტვერსასრუტი

 

მტვერსასრუტის გამოყენება არის ყველაზე მარტივი ხერხი მობილურის გასაშრობად. მტვერსასრუტის დახმარებით თქვენ მიიღებთ სრულიად მშრალ ტელეფონს ნახევარ საათში, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ ტელეფონი არ არის ძალიან სველი არ ღირს მტვერსასრუტის გამოყენება. ასევე გახსოვდეთ, რომ ნუ მიიტანთ მტვერსასრუტს ძალიან ახლოს მობილურ ტელეფონთან, რადგან როგორც იცით მტვერსასრუტს შეუძლია სტატიკური ელექტროენერგიის წარმოშობა, რაც ტელეფონს კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს.

8. არ გამოიყენოთ ტელეფონის გასაშრობად თმის საშრობი “ფენი”

ბევრი არის ისეთი, ვინც ტელეფონის დასველების შემთხვევაში, არ იბნევა გარბის მოიტანს “ფენს” და დიდი ექსპერტივით უბერავს ტელეფონს ცივ ან ცხელ ჰაერს. ასეთ ექსპერსტს შეგიძიათ თამამად უწოდოთ ტუტუცი, წამოარტყათ და ტელეფონი გამოგლიჯოთ, რადგან “ფენის” თუნდაც ცივი ჰაერის დაბერვის შემთხვევაში ტელეფონში არსებული წყალი აღწევს მის სიღრმეში და კიდევ უფრო აზიანებს ტელეფონის მცირე კომპონენტებს, ხოლო თუ აღნიშნული ექსპერტი “ფენის” ცხელ ჰაერს მიუშვერს მობილურს ამან შეიძლება მობილურის კომპონენტების დნობაც კი გამოიწვიოს. მოკლედ, ბერნოლის პრინციპების ახსნას აღარ მოვყვები და მოკლედ გეტყვით, რომ “ფენის” გამოყენებამ ტელეფონის გაშრობის საქმეში იშვიათად შეიძლება გაამართლოს, მაგრამ უმჯობესია თუ არ გამოვიყენებთ, რადგან როგორც წესი “ფენი” დროებით აგვარებს სისველის პრობლემას მაგრამ საბოლოო ჯამში ვიღებთ დაზიანებულ ტელეფონს ან მის კომპონენტს, რომელიც აღდგენას აღარ ექვემდებარება.

9. გამოიყენეთ ისეთი ნივთიერებები რომლებიც გამოდევნიან სისველესა და ტენიანობას

 

ასეთ ნივთიერებათა კატეგორიას მიეკუთვნება ბრინჯი. შეგიძლიათ აიღოთ ბრინჯით ჩაყაროთ ის ისეთ ჭიქაში ან ჯამში, სადაც მობილური ტელეფონი მოთავსდება და ჩადოთ ის (ტელეფონი გამოუყენებელ ბრინჯში უნდა ჩადოთ და არა ფლავში ან ბრინჯით მომზადებულ რაიმე სხვა კერძში). ნესტის გამოსადევნად ბრინჯზე უკეთესი საშუალებაა ნაფტალინი.

10. განათავსეთ ტელეფონი ხელსახოცზე ან პირსახოცზე

ბრინჯიდან ან ნაფტალინიდან ტელეფონის ამოღების შემდეგ ტელეფონი მოათავსეთ პირსახოცზე ან ხელსახოცზე. ის ნაჭერი, რომელზეც მოათავსებთ ტელეფონს შეამოწმეთ ყოველ 4-6 საათში და თუ სისველე კვლავაც იქნება, გაიმეორეთ ტელეფონის ბრინჯში ან ნაფტალინში მოთავსების პროცედურა.

11. გატესტეთ თქვენი ტელეფონი

დასველებიდან 24 საათის შემდეგ (თუ არ გეჩქარებათ უმჯობესია 48 საათი დაიცადოთ) ჩადეთ ელემენტი ტელეფონში და შეეცადეთ ჩართოთ ის. თუ თქვენი ტელეფონი არ ჩაირთო ამოიღეთ ელემენტი და ისე შეუერთეთ მას დამტენი, თუ ტელეფონმა იმუშავა ე.ი ელემენტი შესაცვლელია.

შენიშვნა: თუ თქვენ ტელეფონი გარანტიით გაქვთ შეძენილი და მიუტანეთ გამყიდველს, მაგრამ ის არ იბრუნებს გარკვეული მიზეზების გამო, აუხსენით სიტუაცია და როგორც წესი ის უფრო უკეთ გაერკვევა მის მდგომარეობაში (ქართულ რეალობაში ეს უფრო მითია ვიდრე რეალობა).

12. დაშალეთ ტელეფონი

 

თუ ზემოთ ჩამოთვლილმა არცერთმა მეთოდმა თქვენ ტელეფონს არ უშველა შეგიძლიათ დაშალოთ იგი (ოღონდ დააკვირდით და დაიმახსოვრეთ რა ნაწილი სად მაგრდება). დაშლის შემდეგ გამოიყენეთ მტვერსასრუტი (ოღონდ ფრთხლიად რაიმე ნაწილი არ გადააყლაპოთ მტვერსასრუტს).

შენიშვნა: თუ თქვენი ტელეფონი ირთვება მაგრამ არ უმუშავებს ყველა ფუნქცია, ეს ნიშნავს რომ ის არ არის კარგად გამომშრალი, დაზიანებულია რაიმე დეტალი ან მიმდინარეობს მასში კოროზიის მაგვარი მოვლენა.

13. Apple-ის უპირატესობა

 

თუ თქვენ ხართ Apple-ის მომხმარებელი მაშინ თქვენ შეგიძლიათ გაწმინდოთ თქვენი ტელეფონი პირსახოცით ან ხელსახოცით დააჭიროთ Home ღილაკს და თუ ყველაფერი რიგზეა განაგრძოთ თქვენი ტელეფონის მშვიდად გამოყენება.

 

წყარო : ihow.ge

 

მსგავსი ამბები

Back to top button