გართობაუცნაური

რას ხატავ ტელეფონზე საუბრის დროს?

52ad04d5d0a9

ბევრი ადამიანი ტელეფონზე საუბრის დროს ქაღალდზე სხვადასხვა ფიგურებს ხატავს, კუბიკებს, ყვავილებს, იეროგლიფებს ან ავტოგრაფს ამუშავებს. ამ ფურცელს ბევრი ყურადღებასაც არ აქცევს, არ იცის, რომ ეს არცთუ ისე უმნიშვნელო დეტალია. ეს ნახატი ადამიანის გრძნობებზე მიგვითითებს, დარდზე, სიხარულზე, სიყვარულსა და სიძულვილზე. დააკვირდით რას ხატავთ ტელეფონზე საუბრის დროს, რადგან ეს თქვენ ხასიათს ამჟღავნებს…

სახელი და გვარი: ფურცელზე საკუთარ ხელმოწერას ეგოცენტრული და პატივმოყვარე ადამიანები ტოვებენ. ეს იმას ნიშნავს რომ ეს ადამიანი საკუთარ პიროვნებაზე ზედმეტად ჩაციკლულია და შეიძლება დაბოღმილიც იყოს. გირჩევთ ცოტა გამოფხიზლდეთ და რეალობას ჯანსაღი თვალით შეხედოთ.

სპირალები: თქვენი გონება ერთი პრობლემის ირგვლივ ტრიალებს და გამოსავალს ვერ პოულობთ. რაც უფრო ბევრი და მკვეთრი სპირალია ქაღალდზე გამოსახული, მით უფრო სერიოზულია პრობლემა.

dd1b26f3e2d5
კვადრატი და სახლები: სიმეტრიული ფორმები, წესრიგზე და ზომიერებაზე მიუთითებს. ასეთი ადამიანის წყობილებიდან გამოყვანა, ძალიან ძნელია. ის საკუთარ აზრს ყოველთვის მტკიცედ და წარმატებულად იცავს.

471cc2b6b9de
ყვავილები, მზე, ღრუბლები: ლამაზი ყვავილები და მზე ნიშნავს, რომ ამ სატელეფონო საუბრით კმაყოფილი ხართ. როგორც ჩანს საუბარი ფანტაზიებს აღგიძრავთ, გამშვიდებთ და სასიამუვნო განწყობა ს გიქმნით. საერთოდ ასეთი ნახატები, თქვენს ოპტიმისტურ და კარგ განწყობაზე მეტყველებს.

ჭადრაკის დაფა: ამ ნახატით თქვენი ქვეცნობიერი სამყარო გკარნახობთ, რომ ამჟამად, კომპრომისებისთვის მზად არ ხართ, თქვენში აგრესიამ იმატა და წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარებას არ აპირებთ.

წრე და რკალი: ერთმანეთში ჩახატული ან ერთმანეთზე გადაბმული წრეები, სულიერ სიმარტოვეზე მეტყველებს. სიყვარული და ყურადღება გაკლიათ და სურვილი გაქვთ მეორე ნახევარი იპოვოთ.

წყარო:ევა.გე

მსგავსი ამბები

Back to top button