ახალი ამბებილაშქრობებისაკითხავი

ქალაქების მიმოხილვა – სტამბოლი (მერვე ნაწილი)


სტამბოლი  – თურქეთის უდიდესი ქალაქი. მდებარეობს ბოსფორის სრუტეზე ბუნებრივ ნავსაყუდელთან „ოქროს რქა“  ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. ოფიციალურად მდებარეობს ევროპასა და აზიაში, თუმცა, როგორც წესი, ევროპულ ქალაქად მოიხსენიება, შესაძლოა მისი წინამორბედი კონსტანტინოპოლის, აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქის გავლენით. 2012 წლის აღრიცხვით ქალაქის აგლომერაციის მოსახლეობა შეადგენს 13,854,740 ადამიანს, რითიც ის ევროპის უდიდესი, ხოლო მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობით მეორეა.ქალაქის გეოგრაფიული კორდინატებია 41° N 28° E. ის ასევე სტამბოლის პროვინციისდედაქალაქია.

ბერძენ კოლონისტთა პირველმა დასახლებამ ბიზანტიუმი სახელი მათი ლიდერი მეგარელი ბიზასგან მიიღო. ახ.წ. 324 წელს ის რომის იმპერიის აღმოსავლეთის დედაქალაქი გახდა იმპერატორ კონსტანტინე დიდის’ მიერ. ბიზანტიუმს ნოვა-რომა დაარქვეს თუმცა ამ სახელით მისი მოქალაქეები არ მოხიბლულან და ქალაქი მალე ცნობილი გახდა როგორც კონსტანტინოპოლი – „კონსტანტინეს ქალაქი“. რომისა და დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ კონსტანტინოპოლი ხდება ერთპიროვნული დედაქალაქი ქვეყნისა, რომელსაც ისტორიკოსები ამჟამად ბიზანტიის იმპერიას უწოდებენ. ეს იმპერია კულტურულად ბერძნული იყო და ამგვარად ბერძნული ორთოდქსული ქრისტიანობის ცენტრი ხდება რომთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ. ამ პერიოდში შენდება აქ მრავალი საუცხოო ტაძარი თუ ეკლესია, მათ შორის განუმეორებელი აია-სოფია – ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი საკათედრო ტაძარი. კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბერძნული ორთოდოქსული ეკლესიის სულიერი ლიდერის ტახტი დღემდე სტამბოლში რჩება.


1453 წელს ოსმალეთის თურქების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ის ოსმალეთის იმპერიის ნაწილი და მალე მისი დედაქალაქი ხდება. დაპყრობამდე თურქები ქალაქს სტამბოლს უწოდებდნენ, თუმცა ოფიციალურად სახელი ქუსტანტანია გამოიყენებოდა, რაც არაბულად „კონსტანტინეს ქალაქს“ ნიშნავს. ქალაქს ოფიციალურად სტამბოლი მხოლოდ 1930 წლის 28 მარტს დაერქვა.

 

წყარო : ka.wikipedia.org

თეგები
Close
Close