ახალი ამბებილაშქრობებისაკითხავი

ქალაქების მიმოხილვა – კუალა-ლუმპური (მეშვიდე ნაწილი)

cf1c81caafa2
კუალა-ლუმპური — მალაიზიის ფედერალური დედაქალაქი და ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი. მოიცავს 243 კმ² ტერიტორიას. მდებარეობს მალაკის ნახევარკუნძულისსამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მდინარეების კლანგისა და გომბაკის შეერთების ადგილას. მოსახლეობა 1 627 172 კაცი (2009). დიდი კუალა ლუმპურის აგლომერაციაში, რომელსაც ასევე კლანგის ხეობას უწოდებენ, 7,2 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

კუალა-ლუმპურში მდებარეობს მალაიზიის პარლამენტი. ერთ დროს, ქალაქში ასევე მდებარეობდა ფედერალური მთავრობის აღმასრულებელი და იურიდიული შტოები, მაგრამ 1999 წლამდე ისინი ქალაქ პუტრაჯაიაში გადაიტანეს. თუმცა, იურიდიული შტოს ზოგიერთი ნაწილები დღემდე რჩება კუალა-ლუმპურში. ქალაქში ასევე მდებარეობსმალაიზიის მეფის, ისტანა ნეგარას ოფიციალური რეზიდენცია. კუალა-ლუმპური შეფასებულია ალფა კატეგორიის გლობალურ ქალაქად და წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ, ფინანსურ და ეკონომიკურ ცენტრს. გაზეთ Foreign Policy-ის 2010 წლის გლობალური ქალაქის ინდექსით, კუალა-ლუმპურს 48-ე ადგილი მიაკუთვნა სხვა გლობალურ ქალაქებს შორის.

4519e458825a
46e8516af20d

ქალაქი მოქცეულია კუალა-ლუმპურის ფედერალურ ტეროტორიაში და წარმოადგენს მალაიზიის სამი ფედერალური ტერიტორიიდან ერთ-ერთს. იგი ანკლავია სელანგორის შტატში, რომელიც მალაკის ნახევარკუნძულის ცენრტრალურ-დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს.

1990-იანი წლებიდან, ქალაქი მრავალ სპორტულ, პოლიტიკურ და კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს. კუალა-ლუმპურში მდებარეობს მსოფლიოს უმაღლესი შენობაპეტრონას კოშკები, რომელიც მალაიზიის ზღაპრული განვითარების სიმბოლოდ იქცა.
60a8b443910b
0ce78d912c92
ქალაქი დაარსდა 1857 წელს. 1880-1978 წწ. იყო სელანგორის დედაქალაქი. 1946-1957 იმავდროულად იყო ინგლისური კოლონიის, მალაიის ფედერაციის, ცენტრი. 1957-1963წწ. დამოუკიდებელი მალაიის ფედერაციის, ხოლო 1983 წლიდან მალაიზიის დედაქალაქია.

კუალა ლუმპური საკმაოდ თანამედროვე ქალაქია შემდეგი ჩემი პოსტი იქნება სტამბულის შესახებ ხოლო სტამბულის შემდგომ მიმოვიხილავ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს

 

წყარო : ka.wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button