არქივი

საოცრებათა ისტორია

http://s020.radikal.ru/i723/1412/74/ea6b538d9b0a.jpg

მსოფლიოს შვიდი საოცრება – ასე უწოდებენ კაცორბიობის მთელი ისტორიის მანძილზე შექმნილ ყველაზე ცნობილ ქმნილებებს, თუმცა ამ შვიდი საოცრების ჩამოთვლა დღეს ცოტა ვინმეს თუ შეგვიძლია. რიცხვ **შვიდს** უხსოვარი დროიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ რატომ აირჩიეს სწორედ ეს შვიდი ნაგებობა? შვიდი საოცრება პირველად ძვ.წ. მე V- საუკუნეში მცხოვრებმა ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ მოიხსენია თავის საოცრებათა სიაში, რომელიც პირამიდებისა და ბაბილონის დაკიდებულ ბაღებს შეიცავდა. ცნობები ამ საოცრებების შესახებ გვხვდება, აგრეთვე მატემატიკოს ფილონ ბიზანტიელისა და ბერძენი მწერლის ანიპატრე სიდონელის შრომებშიდაც. იმ დროისათვის ალექსანდრიაში , ფაროსის შუქურა ჯერ კიდევ არ არსებობდა, ამიტომ სიაში მის ნაცვლად ბაბილონის გალავანი იყო შესული.
http://s017.radikal.ru/i407/1412/b4/b59c7d7334c7.jpg
შუა საუკუნეებისატვუს მსოფლიო საოცრებათა ეს სია საყოველთაოდ იყო აღიარებული, მაგრამ ამ შვიდი ბრწყინვალე ნაგებობებიდან დღეს მხოლოდ დიდი პირამიდებიაღა დაგვრჩა, სხვა საოცრებები განადგურდა და მათგან მხოლოდ ნანგრევები და თვითმხილველთა ჩანაწერებიღა დაგვრჩა. ამ პოსტების ციკლით გავეცნობით მსოფლიოს საოცრებებს გავეცნობით და მათ სხვა უდიდეს ნაგებობებს შევუდარებთ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ბუნებრივ ან ზებუნებრივ სასწაულებლად მიიჩნევა.  მოდი დავუსვათ კითხვა თავს რატომ აგებდნენ ნაგებობებს?  უძველეს დროში, გავლენიანი ადამიანები საკუთარი ძალისა და მნიშნველობის სადემონსტრაციოდ დიდებულ ნაგებობებს ქმნიდნენ, მშენებელთა ოსტატობა გულგრილს არავის ტოვებდა, ხოლო ნაგებობა იმთავითვე ადგილობრივი მოსახლეობის სიამაყის საგანი ხდებოდა. საოცრებების აგებაში დიდ როლს ასრულება საკუთარი რელიგიისადმი ერთგულებაც. შვიდივე ნაგებობა მოგზაურთა საყვარელ სანახაობად იქცა. ამ ნაგებობეს ხშირად უცნაური ინტერპრეტაცია გააჩნდა, თანამედროვეობაში გავოდებით , როცა შევიტყობთ , რომ შვიდივე საოცრება არცეთ მოგზაურს არ უნდახავს, ვინაიდან ეს საოცრებები სხვადასხვა დროს არსებობდა, არცერთ მწერლას რომელმაც ისინი აღწერა, და არცერთ მხატვარს, რომლებმაც ისინი დახატა, ეს საოცრებები თვითონ არ უნახავთ. მხატვრები და მწერლები ინფორმაციას მხოლოდ გადმოცემით იღებდნენ, სადაც სინამდვილე და ლეგენდა ერთმანეთში იყო შერეული. მე-19 საუკუნეშ ულამაზესი ილუსტრაციები იქმნებოდა ამ თემსათან დაკავშირებით, მაგრამ შემდგომ როგორც აღმოჩნდა ისინი ყველანი მხატვრის ფანტაზიის წყაროს ნაყოფნი იყვნენ.
http://s017.radikal.ru/i434/1412/68/70999023cb70.jpg
შორუელი მოგზაურობები გართობის შედარებთ ახალი საშუალებაა, უძველეს მსოფლიოში მოგზაოურობა რთული და სახიფათო იყო, ამიტომ დიდი მანძლზე თითქმის არავინ გადაადგილდეობდა, ჯარისკაცების და ვაჭრების გარდა, მე-18 საუკუნეში განათლებული ევროპელეი გახდნენ ინიციატორნი მსგავსი ექსკურსიების ჩატარებისა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მასობრივი მოგზაურობა, რის შემდგომაც ასეთ ხალხს ტურისტები ეწოდათ.
შვიდი საოცრება დიდძალ ინფორმაციას იძლევა მათ შემქმნელთა ხელოვნების, არქიტექტურისა და ოსტატობის შესახებ, მაგრამ ამ შვიდეულის გარდა უძველეს მსოფლიოში არსებობს, მრავალი მსგავსი საოცრებით აღვსილი ნაგებობა, მაგალითად ჩინეთის დიდი კედელი, საოცრებათა სიის შემდეგენელთათვის სრულიად უცნობი იყო. სხვა უძველესი საოცრებები სიის შედგენის დროისთვის ჯერ კიდევ არ არსებობდა, ერთ-ერთია ასეთი საოცრება წმ. სოფიას ტაძარი ოსმალეთის დედაქალაქ სტამბოლში. იმპერატორ იუსტინიანეს მიერ აგებული ეს ტაძარი ერთ-ერთ უდიდეს საოცრებად მიიჩნევა , რომელმაც დროს გაუძლო.
ადამიანი , თავისი ჭკუის და ინტუიციის წყალობით, ძველ იდეებს ითვისებს და განახორციელებს, გამუმებით ვითარდება ხელოვნება და მათ შორის არქიტექტურაც, სწორედ ამიტომ 21-ე საუკუნეშც იქმნება ისეთი გრანდიოზული ნაგებობები, რომლებიც ტოლს და სწორს არ უდებენ მსოფლიო 7 საოცრებას.

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.

მსგავსი ამბები

Back to top button