გასართობილაშქრობებისაკითხავი

წამომყევი მე…(4)

პოსტის მეოთხე ნაწილში ჩვენ,ისევ ამერიკაში,მაგრამ ამჯერად,ლოს-ანჯელესში მოვემგზავრებით…

 

ლოს-ანჯელესი არის ცნობილი ინიციალებით LA. არის ყველაზე დასახლებული ქალაქი კალიფორნიაში და მეორე ყველაზე დასახლებული ქალაქი შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკის შემდეგ. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოახლეობა შეადგენდა 3,792,621. მისი ფართობია 1,215 კმ➋ და მდებარეობს სამხრეთ კალიფორნიაში. ლოს-ანჯელესი,ისევე როგორც ამერიკის უამრავი,სხვა შტატი და ქალაქი,საკუთარი ელფერითა და ხიბლით გამოირჩევა.ამ უზარმაზარ ქალაქში სანახავი,მართლაც ბევრია.

უზარმაზარი ცათამბჯენები,

ულამაზესი სანაპირო ზოლი და პლაჟები

და რაც ყველაზე შთამბეჭდავი და საინტერესოა-ჰ ო ლ ი ვ უ დ ი!ჰოლივუდის ეს წარწერა,128მ სიგრძისაა და ლოს-ანჯელესის,აბსოლიტურად ყველა წერტილიდან მოჩანს.

საყურადღებოა ის ფაქტი,რომ ლოს-ანჯელესი 1932 და 1984 წლებში ოლიმპიური თამაშების,მასპინძელი ქალაქი იყო.

ლოს-ანჯელესი 15 ძირითად უბნად იყოფა.ამ უბნებში,სრული სიმშვიდე და სიხალასეა,თუმცა არსებობს,ისეთი უბნებიც რომლებიც ამ სიმყუდროვესა და სიხალასეს არღვევენ…დიახ,დიახ ამერიკაშიც(ისევე როგორც ჩვენთან)მოქმედებს,ე.წ.ქუჩური ცხოვრება,მათაც ყავთ კრიმინალური დაჯგუფებები.ლოს-ანჯელესის ყველაზე კრიმინალური უბნებია Compton-ი Watts-ი და Inglewood-ი და ყველაზე კრიმინალური დაჯგუფებები – კი Bloods, CripsSureños, Mara Salvatrucha და 18th Street.როგორც ყველა ამერიკის ქალაქი, ლოს-ანჯელესიც განიცდის დანაშაულთა მნიშვნელოვან შემცირებას 1990-იანი წლებისგან,2009 წელს ლოს ანჟელესსში 314 მკვლელობა მოხდა.

ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აერპორტია ლაქსის აერპორტი.

ლოს-ანჯელესში მნიშვნელოვანი ნაგებობებია: უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზი, გრიფის ობსერვატორია, გეტის ცენტრი, გეტის ვილა, კოდაკის ტეატრი, ლოს ანჟელესის მემორიალური კოლიზეუმი, ლოს-ანჯელესის ხელოვნების მუზეუმი, Grauman ს ჩინურ თეატრი, ჰოლივუდის ნიშანი, ჰოლივუდის ბულვარი, Capitol Records შენობა, ლოს-ანჯელესის მერია, სტადიონი- Dodger, Hollywood Bowl და ასევე დიდების ხეივანი.

ლოს-ანჯელესის აქვს სუბტროპიკული-ხმელთაშუა კლიმატი. იქ თითქმის ყოველდღე მზეა, საშუალოდ წელიწადში მხოლოდ 35 დღესაა მოღრუბლულობა.

ჰოლივუდის დიდების ხეივანი შედგება 2,400-ზე მეტი ხუთქიმიანი ვარსკვლავით ტროტუარების გასწვრივ თხუთმეტი ბლოკის გაყოლებით. ის მდებარეობს ჰოლივუდის ბულვარში და სამ ვაზის ქუჩაში. მუდმივი საჯარო ძეგლებით ჯილდოევდებიან გასართობ ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები,მუსიკოსები, რეჟისორები, პროდიუსერები, მუსიკალური და თეატრალური ჯგუფები, გამოგონილი გმირები, და სხვები. 2003 წლის მონაცემებით დიდების ხეივანს 10 მილიონი ვიზიტორი ეწვია. 2012 წლის 8 ნოემბრის მონაცემებით, დიდების ხეივანი 2,484 ვარსკვლავს მოიცავს.

იცოდით თუ არა რომ?!
@მეტსახელად ანგელოზების ქალაქი , იგივე ლოს-ანჯელესი არის მსოფლიოს წამყვანი ცენტრი ბიზნესის, საერთაშორისო ვაჭრობის, გასართობი, კულტურის, მედიის, მოდის, მეცნიერების, სპორტისა, ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროებში. უკვე მესამეა ყველაზე მდიდარ და მეხუთე ყველაზე გავლენიან ქალაქებს შორის.
@ლოს-ანჯელესი მსოფლიოს ქალაქებში ეკონომიით მეთვრამეტე ადგილასაა.
@საშემსრულებლო ხელოვნებამ ითამაშა დიდი როლი ლოს-ანჯელესის კულტურულ თვითმყოფადობაში. USC Stevens Institute -ს მიხედვით, ლოს ანჟელესში წელიწადში 1,100 თეატრალურ სპექტაკლი ტარდება. ლოს ანჟელესის მუსიკალური ცენტრი არის ერთ-ერთი სამი უმსხვილესი საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრებიდან, მას წელიწადში 1,3 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს.
@ლოს ანჯელესში კანონით ისჯება,პლაჟებზე შიშველი სიარული და სიგარეტის მოწევა.
@ლოს ანჯელესში მიღებული სპორტია,ნეხვების სროლა.

(ინფორმაციის უმეტესობა ამოღებულია www.angel.ge-დან)

თეგები

LUKAbarca

my name is Luka.I'm 15 years old.I am from Georgia

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close