არქივი

რა შეიძლება იყოს რადიაციული?

c41cd5068a31

ჩვენ ყველამ ვიცით იმის შესახებ რა შეიძლება იყოს რადიაციის წყარო: ატომური ელექტროსადგურები, მიკროტალღური ღუმელები, ატომური იარაღი, მაგრამ არსებობს რადიაციის სხვა წყაროებიც, მაგალითად ჩვეულებრივი ნივთები, რომლებიც ჩვენ სახლში გვაქვს ან სრულებითაც საკვები რომელთაც მივირთმევთ, შეიძლება იყოს რადიაციული და ამის შესახებ ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს.

9. ბრაზილიური თხილი

c41cd5068a31

ბრაზილიური თხილი არის საკვებში მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძლიერი რადიაციის წყარო. როგორც ერთერთმა უბედურმა თხილის მოყვარულმა აღმოაჩინა, ბრაზილიური თხილის ჭამა ცუდია იმ მხვრივ, რომ ფეკალიები და შარდი გახდება ძლიერ რადიოაქტიური. ამის მიზეზი მარტივია, ხის ფესვები, რომელიც იძლევა ბრაზილიურ თხილს, მიდის მიწაში იმდენად ღრმად, რომ ისინი ისრუტავენ დიდი რაოდენობით რადიას, რადიაციის ბუნებრივ წყაროს.

8. ნიუ-იორკის ცენტრალური რკინიგზის სადგური

8f513481810d

ნიუ-იორკის ცენტრალური რკინიგზის სადგური ერთერთი უდიდესია მსოფლიოში. იმათთვის ვინც გეგმავს მოინახულოს იგი არ იქნება სასიამოვნო იმის გაგება, რომ ის ამასთან ერთად ყველაზე ეუფრო რადიაციული სადგურია. მისი რადიაციულობა გამოწვეულია კედლებით და ფუნდამენტით, რომლებიც გაკეთებულია მთის გრანიტისაგან, რომელსაც ააქვს ბუნებრივი რადიაციის შემცველობის უნარი. გამოსხივების დონე სადგურში იმდენად დიდია, რომ ის აჭარბებს ატომურ ელექტროსადგურებში კანონით დაშვებულ დონეს.

7. საევაკუაციო ნიშნები

17ced824391b
ჩვენ სხვადასხვა დაწესებულებებში ხშირად ვხედავთ განათებულ ნიშნებს წარწერით “გასასვლელი” (ან Exit). ვინაიდან ეს ნიშნები განკუთვნილია კატასტროფის შემთხვევაში ხალხისთვის უსაფრთხო ადგილის მისანიშნებლად, ისინი არაა მიერთებული შენობის ელექტრულ წყაროსთან, რადგან ელექტროობა ექსტრემალური სიტუაციის დროს უბრალოდ არ იქნება. მაშ საიდან ანათებენ ისინი? სინათლეს ასხივებს წყალბადის რადიოაქტიური იზოტოპი- ტრიტია, რომელსაც შეიცავს ნიშანი. ასე, რომ კატასტროფის დროს, რომელიც გამოიწვევს ელექტროობის გათიშვას, ისინი მაინ გაანათებენ და თუ ნიშანი გატყდება მაშინ რადიოაქტიური იზოტოპმა შეიძლება დაასხივოს მთელი შენობა და ხალხი, რომლებიც შენობაში იქნება ამ დროს .

6. ქვიშა კატების ტუალეტისათვის

cdd242e5d3f5

შეგიძენიათ თქვენი საყვარელი კატისათვის სპეციალური ქვიშა ტუალეტისათვის? მაშინ იცოდეთ, რომ ეს არის რადიაციის წყარო თქვენს სახლში. ეს გამოწვეულია მისი მთავარი კომპონენტით – ბენტონიტით, თიხისმაგვარი მასალა, რომელსაც შესანიშნავად შეუძლია შეისრუტოს ფეკალიები და შარდი. მაგრამ ის შეიცავს ურანს და ფთორს. უფრო მეტიც ნაგავსაყრელზე ხვდება ატასობით ტონა ასეთი მასალა და არის საშიშროება, რომ დროთა განმავლობაში ეს რადიაცია მოხვდება მიწისქვეშა წყლებში.

5. ბანანი

632c0dc5fa16

ბანანები, ისევე როგორც ბრაზილიური თხილი წარმოადგენენ მცირე რაოდენობით გამოსხივების წყაროს. მაგრამ თუ ბრაზილიური თხილის შემთხვევაში ეს არის იმის შედეგი, რომ ხის ძირები ისრუტავენ რადიაციას ნიადაგიდან, ბანანებს ააქვთ გამოსხივება იმის გამო, რომ ეს არის მათ გენეტიკურ კოდში. სანამ თქვენ მოემზადებით ბანანების გადასაყრელად, გეტყვით, რომ იმისათვის, რომ თქვენ მიიღოთ რადიაციული დასხივება, ამისათვის საჭიროა შეჭამოთ 5 მილიონი ბანანი. ასე რომ ნუ ინაღვლებთ თამამად მიირთვით ბანანი. მიუხედავად ამისა ბანანის გამოსხივების განსაზღვრა შეიძლება გეიგერის ხელსაწყოთი და თუ საბაჟოში რადიაციის სენსორის გადაკვეთისას ჩანთაში გაქვთ ბანანები, თქვენ შეიძლება გაგაჩერონ და ნუ გაგიკვირდებათ.

4. სამზარეულოს გრანიტი (სტალეშნიცა)

902bdefba012

დაუშვათ თქვენ უარი თქვით ბანანის და ბრაზილიური თხილის მირთმევაზე, მაგრამ თქვენ სამზარეულოში გაქვთ გრანიტის საფარი, ეგრეთწოდებული სტალიშნიცა. არის არცთუ ისე პატარა შანსი, რომ ყველა კერძი რომელსაც მასზე ამზადებთ იყოს დასხივებული. თუ თქვენ გახსოვთ ისტორია ნიუიორკის სადგურის შესახებ მაშინ მიხვდებით რატომაც: გრანიტი რადიაციის ბუნებრივ წყაროს წარმოადგენს.

3. სიგარეტები

fb44faf32de6

ის რომ სიგარეტი მავნებელია, ეს ახალი არ არის, ამაზე ბევრს საუბრობენ. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ბევრი სიგარეტი შეიცავს ისეთ რადიოაქტიურ მასალას, როგორიცა პოლონიუმი-210, (სწორედ ის რადიოაქტიური იზოტოპი, რითაც დაიღუპა ალექსანდრე ლიტვინენკო) და ტყვია-210 -ს. ასე, რომ თუ მიზეზს ეძებთ რომ დატოვოთ მოწევა, აი ისინი. ეს იზოტოპები, რომლებიც რჩება თამბაქოს ფურცლებში სიგარეტის დამზადების მთელი პროცესის მანძილზე, გამოიყოფა ჰაერში ორთქლის სახით, როცა სიგარეტს უკიდებენ, რის შემდეგადაც მწეველი ადამიანი მას ჩაისუნთქავს თავის ორგანიზმში. მიუხედავად იმისა, რომ ამ იზოტოპების კონცენტრაცია არ არის დიდი, დროთა განმავლობაში ქიმიკატები გროვდება მწეველების ორგანიზმში და შეიძლება გახდნენ სხვადასხვა სახის კიბოს განვითარების მიზეზი.

2. ძველი კერამიკა და შუშის ნაკეთობები

d120e6fd9cb3

ძალიან გულისამაჩუყებელია, რომ ბებიამ თქვენ დაგიტოვათ ძველი ლარნაკები და შუშის ნაკეთობები, მაგრამ მიუხედავად სასიამოვნო მოგონებებისა არ გირჩევთ მათ შენახვას. ბევრი ჭურჭელი, რომელიც დამზადებულია 1960 წლამდე – განსაკუთრებით წითელი და ნარინჯისფერი შეფერილობის შეიცავს ურანის მაღალ კონცენტრაციას, რომლის დამატებითაც სარკალაში (გლაზურში) ღუბულობენ ამ ფერებს. ამის მსგავსად თუ თქვენ გაქვთ შუშის მომწვანო შეფერილობის ანტიკვარიატი, ის შეიცავს ურანს. ალბათ არაა საჭირო იმის შეხსენება , რომ ასეთი თურჭელიდან წყლის დალევა არ ღირს. რადიაციის გარდა ასეთი ძველი ფაიფური იმითაა საშიშიც, რომ ის გამოყოფს ტყვიას.

1. ჟურნალის პრიალა ქაღალდები

e703c2eadf28

თუ ჟურნალის გამომცემელს უნდა დახარჯოს უფრო მეტი ფული, მაშინ ჟურნალს ბეჭდავენ პრიალა ქაღალდებზე, ძირითადად იმის გამო, რომ ასე ჟურნალი ასე უფრო ლამაზად გამოიყურება და მომხმარებელიც უფრო ეტანება. ასეთი ქაღალდის მისაღებად მას ფარავენ კაოლინით – თეთრი თიხით. ისევე როგორც თიხისმაგვარი მასალა რისგანაც ამზადებენ ქვიშას კატების ტუალეტისათვის, ეს თიხა შეიცავს ისეთ რადიაქტიულ ელემენტებს, როგორიცაა ურანი და ფთორი. ამ თიხას აგრეთვე იყენებენ ბევრ ურეცეპტოდ გამოცემული წამლების ერთერთ ინგრედიენტად.

 

მსგავსი ამბები

Back to top button