ზღაპრებიმისტიკასაკითხავი

დაკარგული პერსონაჟები

http://s005.radikal.ru/i210/1412/fa/cd03b54d20e1.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყველა მწერალი ხედავს  მის შექმნილ პერსონაჟს , მაგრამ მათთან საუბარი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. სანამ თხრობას დავიწყებდე მინდა მკითხველო გაანთავისუფლო გონება ყველაფრისაგან და წამომყვე ჩემს სამყაროში. პირველრიგში მინდა წარმოგიდგინოთ ულამაზესი სოფელი ალკია , რომელიც ცნობილი იყო მისი ნისლიანობით, ბევრი ნისლი იძლეოდა იდეალურ შესაძლებლობას სრული ჰარმონიის შესაქმნელად , ამიტომაც ამ სოფლის მაცხოვრებლები , ყოველთვის ბედნიერები და ცხოვრებისადმი კმაყოფილები იყვნენ. აქ არ არსებობდა ბოროტება: არა ქუდობა, ყაჩაღობა და სხვა მრავალი საშნელება, რამდენიმე წუთით შეიძლება თავი სამოთხეშითაც კი გეგრძნო. სწორედ ამ სოფლის მკვიდრი გახლდათ ჩვენი მირი მწერალი ტომსონი, ადამიანი, რომელიც ქმნიდა ნაწარმოებებს, არა სხვებისთვის არამედ მისი ბედნიერებისათვის, მას არ შეეძლო გაეტარებინა დღე ისე , რომ ერთი შედევრი მაინც არ შეექმნა. როგორც ყველა ამ სოფლის მკვიდრი , ბ. ტომსონიც უკეთილშობილესი ადამიანი გახლდათ, ის ყველანაირად ცდილობდა , რომ სოფელი უფრო და უფრო აღეზარდა წიგნებზე, თქვენ ვერ შეხვდებოდით რომელიმე სოფლის მკვიდრს, რომელსაც მისი წიგნი ერთხელ მაინც არ ექნებოდა წანაკითხი, მაგრამ ამ ნაწარმოებების საიდუმლოს გაგება მხოლოდ ტომსონს შეეძლო.
უკვე ღმად მოხუცებული მწერალი , მთლიანად გადართულიყო წიგნის ეიფორიაში, მის ხელშ მუდამ ერთი პასთა ფურცლებით სავსე კონა და უამრავი იდეა იყო , ის სანამ წერას დაიწყებდა , მთელი დღე საუბრობდა, განა ხალხთან? არა , არამედ მის უსაყვარლეს პერსონაჟებთან , ის და მისი გამოგონილი ადამიანები , ერთად იწყებდნენ წიგნის წერას და ერთადვე ამთავრებდენ მას. ერთ დღესაც მოხდა ისეთი რამ , რაც 70 წლის მანძილზე ტომსონს არასდროს დამართნია, ეს იყო მუზების გაქრობა, თითქოსდა ის მისმა პერსონაჟებმა  ტყის შუაგულში დაფარეს, სადაც ნისლის გამო არაფერი ჩანდა, მისი გონება თითქოს დაბინდულიყო ხოლო მისი ხელები გაშეშებულიყო, მწერალს სურდა შველა  , თითქოსდა ყველგან მის დაკარგულ პერსონაჟებს ეძებდა, მაგრამ არა , ისინი არსად არ ჩანდნენ. გაუთავებელმა ძიებამ თითქოსდა ტომსონის კეთილი სული , ბოროტით ჩაანაცვლა , უკვე აღარ ცდილობდა ჩვენი მწერალი სხვებზე დახამრებას, მან დაწვა ყოველი წიგნი, რათა არ წაეკითხა კიდევ ერთხელ ვინმეს ისინი , რადგან ის გახდა ბოღმიანი, მაშინ ჰქონდა ეჭვიანობის განცდა იმაზე , რომ ვაითუ სხვასთან წავიდნენ და ის ასე ბედის ანაბარა დატოვეს, მისმა ამ დრომდე გულითადმა და ერთადერთმა მეგობარმა გამოგონილმა პერსონაჟებმა. გაბოროტებული ტომსონი, უკვე არა სოფლის გაუმჯობესებას არამედ ზიზღის დანერგვას ცდილობდა ადამიანთა შორის, ის თითეოულ ადამიანს ცილს წამებდა თავისი საკუთრების მოპარვისათვის, ხალხიც მწერალს უჯერებდა მაგრამ მათ ეს საკუთრება მატერიალური ეგონათ, რადგან ვერავინ ხვდებოდა , თუ რაოდენ დიდი საკუთრება იყო ტომსონისთვის მისი პერსონაჟები. გაცხარებულმა ტომსონა დაწვა ბიბლიოთეკა, რადგან არავის არ შეძლებოდა წიგნის კითხვა , მან განიზრახა , რომ დაესაჯა ყოველი წიგნი და დაეტოვებინა ისინი მკითხველთა გარეშე. რამდენიმე ხანში უკვე , სოფლის მკვიდრებმა იგრძნეს , მწერლის გადაგვარება, მასში უკვე ვეღარ ხედავდნენ იმ ძველ კეთილ ადამიანს , რომლის ცხოვრება წიგნით იწყებოდა და წიგნით მთავრდებოდა , ზოგიც ამბობდა, რომ ეს ის მწერალი აღარ იყო, არამედ მისი სული ერთ-ერთმა თავისივე შექმნილმა პერსონაჟმა დაისაკუთრა და ახლა ის ბატონობს მასზეო. ერთხანს ხალხმა , ის ეკლესიაშიც წაიყვანა რათა მისი სულიდან ბოროტი განედევნა, ყოველი მაცხოვრებელი მთელი გულით სთხოვდა უფლამს გაენთავისუფლებია ამ კეთილი ადამიანის სული, მაგრამ ტომსონი დღითიდღე ბოროტდებოდა, თითქოსდა წლების მატებასთან ერთად ბოროტი პერსონაჟი მის სულს უფრო და უფრო იპყრობდა. რამდენიმე წლის შემდეგ , სოფელში დაიწყო ისეთი საშინელი ამბები , რაც ადრე ალკიასათვის უცხო და წარმოუდგენელი გახლდათ, ეს იყო საზაღელი მკვლელობები. თითქმის ყოველდღე იღუპებოდა სოფლის , რომელიმე მაცხოვრებელი და ამავდროულად ყველანი განსხვავებული სიკვდილით, ზოგს კისერი ჰქონდა გამოჭრილი, ზოგს გული ამოღებული და ზოგიც ცოცხლად დამარხული იპოვეს. სოფელი აღელვებული იყო , დანაშულის არარსებობის გამო აქ პოლიციაც კი არ არსებობდა, თითეოული ადამიანი ბედს მინდობია და მხოლოდ უფლის იმედიღა ჰქონდა დარჩენილი, მიდიოდა წლები მდინარესავით და მართლაც ღვარცოფივით იხოცებოდა ადამიანები სოფელში. ბავშვები, ქალები, მოხუცები , მამაკაცები განურჩევლად ყველანი საზარელი მკვლელის მსხვერპლი ხდებოდა, რამდენიმე ადამიანი ვითომ და ამხილა სოფლემა ამ დანაშაულების ჩადენისათვის, მაგრამ უშედეგოდ ისინი ამ საქმეში გარეული არ ყოფილან, მაგრამ ახსანიშნავია ის ფაქტი , რომ ამ დამნაშავეების ჩვენი მწერალი ტომსონი ასამართლებდა, რატომ? რადგან ის გახლდათ ყველაზე უხუცესი, უკვე დადინჯებული , ხალხის თვალში მათი მხსენლი და წმინდანი, ის სიგიჟის წლები თითქოს გააქრო მწერალმა მათი გონებიდან, აღარვის ახსოვდა ის სასტიკი მოხუცი , რომელიც თავის მუზებს დაზდევდა და აღარც ის იდეა , რომ თითქოსდა მისი სული ეშმაკს ჩავარდნოდა ხელში, არა ეხლა ტომსონი იყო უფროსი, მმართველი და ის განაგებდა მთელ სოფელს.
ერთ დღესაც სოფელში ხანძარი გაჩნდა , ხოლო ამ ხანძარს მწერლის სახლი ემსხვერპლა, სოფლის მოსახლეობა მთელი ძალით ცდილობდა , რომ ტომსონის სახლი გადაერჩინათ, ისინი მზად იყვნენ , საკუთარები სახლები დაეწვათ , ოღონდ მწერლის სახლი არ დამწვარიყო, მაგრამ ვერა , სახლი განადგურდა და ნაფლეთებად იქცა, ხოლო მწერალი ეკლესიაშ დააბიანვეს.  სახლის დაწვის შემდეგ , ხალხი შეეცადა რაიმე ღირებული ეპოვათ , ნაფლეთებიდან და მიეტანათ მწერლისთვის , რადგან ისინი მის ყოველ ნივთს ძვრიფასად მიიჩნედვნენ, მრავალი რამ ნახეს, ძვრიფასეულობიდან დაწყებული უნიკალური გადარჩენილი დოკიმენტებით დამთავრებული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ 18 წლის მაიკლის აღმოჩენა გახლდათ, რადგან მან იპოვა წიგნი , ტომსონია , როგორც ვიცით ტომსონმა მისი ყოველი ნაშრომი დაწვა , ხოლო ეს როგორ შემორჩა არავინ იცის, ეს ყდა 2 დაწვას გადაურჩა, პირველი ტომსონის მიერ , ხოლო მეორე სახლის განადგურების დროს. მაიკლი ერთი რიგითი თინეიჯერი გახლდათ, მისთვის დიდად საინტერესო არ ყოფილა წიგნის პოვნა, მაგრამ ეს დამოკიდებულება მაშნ შეიცვალა , როდესაც ბიჭმა ყდაზე მისი სათაური წაიკითხა  * * მკვდარი პერსონაჟები  **  ბიჭმა , კარგად იცოდა , რომ ტომსონი წლების წინ თავის პერსონაჟებს დაეძებდა და კარგად ახსოვს ამ ძებნის დროს მწერლის გიჟური გამომეტყველება, ამიტომაც გადაწყვიტა ის თავისთვის დაეტოვებინა და აღარ გაეხსენებინა მწერლისთვის ეს საშინელი დღეები.
http://s50.radikal.ru/i130/1412/08/75152ab11b5a.jpg
დაღამდა , ბიჭმა აიტანა წიგნი თავის საწოლ ოთახში , საგულდაგულოდ დამალა და დაწვა დასაძინებლად, მაიკლმა დახუჭა თვალები მაგრამ ვერ იძინებდა, თითქოს რაღაც იზიდავდა, ბიჭი გრძნობდა , რომ ეს რაღაც კარგი არ იყო და ცდილობდა შეწინააღმდეგებოდა მის სურვილებს, მაგრამ ბოლოს ვერ გაძლო წაყვა ინსტიქტებს და მივიდა მის დამალულ წიგნთან, ვერ შეძლო თავი შეეკავებინა აიღო ხელში წიგნი აანთო სინათლე და დაიწყო მისი კითხვა, , ფურცლავდა ყოველ გვერდს, როგორც აღმოჩნდა წიგნი სერიულ მკვლელობებზე იყო, რაც კიდევ ერთი საოცრება გახლდათ, რადგან ტომსონი მკვლელობაზე არასდროს წერდა, ბიჭმაც განაგრძო კითხვა უფრო დიდი ინტერესით , მაგრამ ყოველი ფურცელი მასში დეჟავუს გრძნობას იწვევდა, რადგან ყოველი მკვლელობა რასაც იქ კითხულობდა თითქოსდა უკვე მომხდარიყოს , მიადგა 25-ე გვერდს, სადაც პატარა ბავშვის მვკლელობაზე ეწერა , თუ როგორ დაგუდა მანიაკმა 2 წლის ბავშვი და შემდეგ თავისივე აკვანში ჩააწვინა. მაიკლს 1 წლის წინ ძმა ჰყავდა დაღუპული, სწორედ ქალაქის მანიაკის მიერ და ზუსტად იგივე ხერხით რაც ამ წიგნში ეწერა, ბიჭი გაკრთა შეშფოთდა მის სახეზე რამდენიმე ემოციამ ერთდროულად გადაირბინა, ჩავიდა უცბად დაბლა აიღო ბოლო 1 თვის გაზეთები და დაიწყო მათი კითხვაც, ის უყურებდა სოფელშ ბოლოს მომხდარ მკვლელობებს და ზუსტად იგივე საშინელებებს , იგივე მეთოდებითურთ და იმნაირი თანმიმდევრობითვე , როგორც წიგნში იყო აღწერილი თითეული საზარელი მკვლელობა, თითქოს მაიკლმა ნახა წიგნაკი მკვლელისა, რომელიც კარნახობდა მას სხვადასხვა მკვლელობების ჩადენას. შეშინებული ბიჭი ახალგაზრდა იყო, მაგრამ ჭკვიანი , მან გადაწყვიტა თვითონვე გამოეკრვია მანიაკი და ჯერ არავისთვის ეთქვა, მართლაც მან ნახა გაზეთში , ბოლოს მომხდარი მკვლელობა , შემდეგ წიგნშიცვე ნახა მსგავსი რამ და დაადგინა , შემდეგი მკვლელობის სიუჟეტი . ეს სცენარი საზარელი იყო, თითქოსდა მკვლელს საკუთარი ცოლი უნდა დაესახიჩრებინა და შემდეგ ბუხარში დაეწვა, ბიჭი დაიბნა, ვერ მიხვდა თუ ვისი ცოლი შეიძლება ყოფილიყო შემდეგი მსხვერპლი, მაგრამ რაღაც გრძნობამ ტომსონის ცოლთან მიიყვანა, ახალგაზრდა ჭაბუკი ძალიან მონდომებული იყო, მკვლელის აღმოჩენისადმი, ამიტომ აიღო ბარგი და გადაბარგდა ჩუმად ეკლესიის ჩერდაკზე, სადაც დროებით ტომსონი და მისი მეუღლე ცხოვრობდა, რამდენიმე დღე იყო იქ ბიჭი , მაგრამ მკვლელობა არ ხდებოდა  , თითქოს ქალაქში ისევ სიმშვიდებ დაისადგურა , მაგრამ ეს სიმშვიდე იმაზე ვარესი იყო ვიდრე ხმაური, ხალხი დაწყნარებულიყო , მაგრამ ტომსონის ბოროტი სული არ ჩერდებოდა, ის ყოველდღე ასჯევინებდა ხალხს სხვადასხვა ვითომდა დამნაშავეებს, ეს იყო საზარელი სანახაობა , მაგრამ წინ ვერავინ უდგებოდა მას , რადგან ის მაინც მათ მხსნელად მიიჩნეოდა.
გათენდა 12 მარტის დღე, ამ დილით ნისლი თითქოს იმაზე მეტი ყოფილიყო ვიდრე ჩვეულებრივ, მაიკლმა წამიერად მკვლელის ადგილას წარმოიდგინა თავი და იფიქრა , რომ 12 მარტის ღამე ყველაზე კარგი იქნებოდა მკვლელობისთვის და ამ მომენტს არც ის მანიაკი არ გაუშვებდა ხელიდან, უცბად დაბრუნდა ეკლესიის სხვენში  და დაბინავდა. მალვე დავღამდა, ბნელოდა მაგრამ ნისლი იმდენად ძლიერი იყო 2 ჯერ უფრო აბნელებდა უკუნით ღამეს, მაგრამ არაფერი, თითქოს აღარაფერი უნდა მომხდარიყო ბიჭმა შეწყვიტა  თვალთვალი ტომსონის ცოლისა, მაგრამ როდესაც უნდა დაწოლილიყო გაიგონა ძლიერი ხმა ფეხის ნაბიჯების, თითქოს ვიღაც 2 ფეხს მოათრევსო, გაიხდა და ხედავს საშინელ სურათს, ტომსონს მისი ცოლი მოეკლა და ფუხრისკენ მიჰყავდა, მაიკლი გაფითრდა , ისიც როგორც სხვა სოფლის მაცხოვრებლები ტომსონს კერპად მიიჩვნევდა და მისგან ასეთ რამეს ვერასდროს წარმოიდგნენდა, ის ხედავდა , როგორ მიყავდა ტომსონს დასაწვავად მისი მეუღლე მაგრამ ბიჭი მაინც ვერ იჯერებდა, მაგრამ უეცრად გამოფხიზლდა , შეხედა რეალობას და დაივიწყდა ის ძველი წარმოდგენები რაც ამ კაცის მიმართ გააჩნდა, ახლა არა ფიქრის არამედ უკვე მოქმედების დრო იყო , მან ვერ გადაარჩინა ის უმწეო ქალი მაგრამ შეეძლო გადაერჩინა ის ხალხი, რომელთა ბედიც წიგნის ფურცლებზე იყო დატანებული, მაიკლი უცბად გაიწია , რომ როგორმე წინააღმდეგობა გაეწია მოხუცისათვის, მაგრამ მიხვდა , რომ თუ ის ასე მოიქცეოდა მას მაინც არავინ დაუჯერებდა და უფრო მეტიც ტომსონი მას სიკვდილით დაასჯევინებდა, ამიტომაც გადაწყვიტა უფრო ჭკვიანურად ემოქმედა , დაბრუნდა სახლში და დაიწყო წიგნის შემდეგი ფურცლის გულითადი წაკითხვა , სადაც მომდევნო მსხვერპლი მღვდელი უნდა ყოფილიყო , ბიჭი რამდენიმე კვირა უთვალთვალებდა ტომსონს, ყველგან მალულად დაყვებოდა და დაე დადგა ისევ ნისლიანი ღამეც , ბიჭს უკვე გეგმა მომზადებული ქონდა როგორ ემხილა ტომსონი, როდესაც საათმა 12 მეტს გადაკრა ბიჭმა სათითაოდ დაიწყო ყოველ ოჯახში ჩამოვლა და თითეოული სახლიდან 1 მამაკაცის წაყვანა გაურკვეველი მიზეზით, რამდენიმე წუთში მის უკან მთელი სოფლის მამაკაცები იდგნენ გარდა მღვდლისა , რომელის ეკლესიაშ ღამის ლოცვებს ატარებდა, ბიჭი ჩუმად შევიდა ეკლესიაში და მცირედი ხვრელიდან დაჰყურებდა მღვდელს , თითქოს ისევ იგივანებდა მკვლელი მოსვლას , მაგრამ ეხლა მაიკლმა უკვე იცოდა , რომ ის მოვიდოდა და წინა შემთხვევასავით თვალს ვერ დახუჭავდა და მღვლის სიცოცხლესაც ვერ გაწირავდა, უეცრად როდესაც არ მოელოდა მლოცველი მღვლიდ უკან ტომსონი აღმოჩნდა , რომელსაც ხელში უზარმაზარი ხის ლოდი ეკავა, მან მღვდელს დაუძახა და შემდგომ მთელი ძალით ჩასცა თავში და ამით უკვე დადგა , მაიკლის გეგმის განხორციელების დროც, ის უცბად გავიდა გარედ , შეკრებილ მამაკაცებს ცოლებიც მოყოლოდათ, თითქმის მთელი სოფელი იქ ეკლესიის წინ იდგა, მაიკლმა უთხრა , რომ შესულიყვვნენ ეკლესიაში და დაინახავდნენ მკვლელს, მართლაც ბრბომ შეამტვირა ეკლესიის კარი და დაინახეს საოცრება, წინ იდგა ის კაცი , რომელსაც ისი აღმერთებდნენ, ხელში სისხლიანი უროთი და წინ დაჭრილი მღვდელი ეგდო , მამაკაცებმა უცბად დაიჭრეს ტომსონი, გაკოჭეს და მაშინვე ქალაქის ცენტრში გაიყვანეს გასასამართლებლად, ისინი არ აპირებდნენ მზის ამოსვლაზე ლოდინს, რადგან თითეოული დაკარგული დრო შეილება ისევ ახალი მსხვერპლის გაჩენის მიზეზი გამხდარიყო, მათ გაასამართლეს ტომსონი, როდესაც ჰკითხეს თუ რატომ გაუკეთა მან ხალხს ასეთი რამ, მან უპასუხა: მე ჩემმა შექმნილმა პერსონაჟებმა მიმატოვეს, ამიტომაც გადავწყვიტე ჩემივე თავი მექცია ჩემი წიგნის პერსონაჟის გმირად , ხოლო ამ ყველაფერს მე სიხარულით ვაკეთებდი , რადგან ამით ვგრძნობდი , რომ ჩვემს ძველ  მეგობრებს , ჩემ წიგნის პერსონაჟებს ვიბრუნებდი. თქვა ტომსონმა, ხალხი ახშფოთდა , მათ წინ მანიაკი იდგა, არა უბრალო მანიაკი არამედ გიჟი , რომლის იმედიც ქონდათ ამ ხნის მანძილზე და რომლის გამოც უამრავი უდანაშაულო ადამიანი მოკლეს. იმ ღამით ტომსონი სიკვდილით დასაჯეს, მისი სხეული დაწვეს ხოლო მისი ყოველი დარჩენილი წიგნი გაანადგურეს , რათა მისი სახელი მომავალს არ დარჩენოდა.
მწერლის დასჯის შემდგომ, სოფელი ისევ ჩვეულ რითმს დაუბრუნდა , მაგრამ ერთი განსხვავებით , გადატანილი უბედრუების გამო აქ ხალხი ძველებურად ბედნიერი აღარ იყო და მათ ისწავლეს ერთი ოქროს წესი, რომ ცხოვრებაში არავის არ უნდა ენდო და ეთაყვანო რადგან შეილება სწორედ მან ჩაგცეს ლახვარი ვისგანაც ყველაზე მეტად არ ელოდები.

დასასრული!

შექმნილია სპეციალურად  ucnauri.com ისთვის.

თეგები

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close