TECH & მეცნიერებაკულტურა
Scandic To Go – სასტუმრო, რომელიც თავად მოდის თქვენთან
თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ თქვენი შვებულების მთაში, ბარში, ტყეში ან ზღვის სანაპიროს ისეთ ზოლში გატარება სადაც ინფრასტრუქტურა არ არის. თუ კომფორტის არ არსებობას უფრთხით, მაშინ „Scandic To Go“ საუკეთესო გამოსავალია თქვენთვის.
ამ უკანასკნელის საშუალებით შეგიძლიათ ერთმანეთს შეუთავსოთ შვებულება დაუსახლებელ, ლამაზ ადგილებში და სრული კომფორტი.
„მოძრავი სასტუმროს“ ნომერი მართალია სულ რაღაც 18მ²-ია, მაგრამ იგი მოიცავს ტერასას, ორ საწოლს, კონდიციონერს, ინტერნეტს. აბაზანაც სრულიად არის აღჭურვილი საჭირო ნივთებით.
ნომრის საფასურში საუზმეც გათვალისწინებულია.
წყარო: www.coolbusinessideas.com