არქივი

ჩრდილების ქალაქი

sd

სანამ დავიწყებდე სიუჟეტის განვითარებას, მინდა მოკლედ აგიღწეროთ ის ქალაქი და მისი მოსახლეობა , სადაც ჩვენ დღეს მოგვიწევს მოგზაურობა. ჩვენ ვიმყოფებით ერთ უბრალო ქალაქშi, რომლის განსხვავება დანარჩენი ქალაქებისაგან ძალიან მარტივია , რადგან აქ თქვენ ვერ შეხვდებით ფერად ვიტრინებს, ვერც ისეთ ადამიანებს, რომელთა სახეზე ბედნიერებას დაინახავთ, აქ არარის არაფერი ბუნებრივი, შეიძლება რამდენიმე წამით თავი ბნელ მაგრამ მაინც თბილ სახლში იგრძნოდ, ეს ქალაქი გახლავთ ბრისტოლი,ნუ იკითხავთ , რომელ კონტინეტზეა ის რადგან აქ არ არსებობს არც საზღვრები და არც კონტინეტები, ჩვენ ყველანი უსაზღვრო ქალაქში ვმოგზაურობთ სადაც მხოლოდ ჩვენ და ჩრდილები ვიქნებით, დიახ არ მოგესმათ ჩრდილები , როგორც გითხარით აქ ადამიანთა სახეზე ვერ დაინახავ ემოციებს, ერთი მარტივი მიზეზის გამო , ისინი ჩრდილები არიან. ალბათ გარკვული შტაბეჭდილება შეგვექმნა იმ ქალაქზე სადაც ჩვენ ვიმყოფებით , ეხლა კი მოდი უფრო ახლოს გავიცნოთ ის ჩრდილები, რომელთა ყოფნაც ასე ცვლის ამ ქალაქს, კერძოდ მივიდეთ მის ერთ-მაცხოვრებელთან ბობთან .
ბობი ერთი რიგით ქალაქის თანამაცხოვრებელი იყო, ის როგორაც დანარჩენი სხვა ცხოვრობად უემოციოდ, არ ყავდა საყვარელი ადამიანები, იყო მარტოსული , მისი დღე იწყებოდა ხეტიალით და მთავრდებოდა ისევ ხეტიალით, მაგრამ ამ ბიჭს ერთი რამ განანსხვავედა სხვებისგან, ის ვერ შეგუებოდა ამდაგვარ ყოფას, განსხვავებით სხვა მოქალაქეებისა , რომლებსაც თითქოს ისე მოსწონებოდათ ჩრდილად ყოფნა, რომ ვერც კი გაუგიათ თავიანთი ადამიანობის დაკარგვის შესახებ. ბობი ხვდებოდა , რომ არსებობდა რაღაც ისეთი, რასაც შეეძლო მისთვის ბედნიერების მოტანა , ის ეძიებდა , მაგრამ უშედეგოდ რადგან მარტოსული ძებნა , ხომ არაფერია , როდესაც გვერდში დამხმარე არ გყავს, ხოლო ჩრდილების ქალაქში , მარტოსულობა ერთგვარ ნორმად მიიჩნეოდა. ბობი ცდილობა ეპოვა მისი თანამოაზრე, რომელიც მას მხარში დაუდგებოდა და ერთად შეეცდებოდნენ გაეფერადებინათ ეს ბთელი ნაცრისფერი ქალაქი, მაგრამ ამას ის ფაქტიც უფრო ართულებდა , რომ ბრისტოლში არ არსებობდა ასაკი, ანუ ყოველი ადამიანი იყო ასაკის გარეშე, დაუდგენელი იყო მისი დაბადების ან სიკვდილის თარიღი, ან რაში ჭირდებოდათ , როდესაც ემოცია არ გაგაჩნია მაშინ დაბადების დღეც და სიკვდილიც შენთვის არაფერს წარმოადგენს.
გათენდა ერთი სხვებისთვის ჩვეულებრივი უფერადო და უემოციო დღე, მაგრამ ბობისთვის ეს დღე ჩვეულებრივი არ ყოფილა, რადგან ის გრძნობდა , რომ დღეს რაღაც მოხდებოდა , რაღაც რაც სამუდამოდ შეცვლიდა არა მარტო მის ცხოვრებას არამედ მთელი ქალაქისას, ბიჭი ადგა და წავიდა, წავიდა ,რომ ისევ ეხეტიალა მარტოსულს , მაგრამ აჯრეად უფრო დაიმედებულს და რაღაცის მომლოდინეს, თითქოსდა მისი ყოველი ნაბიჯი აახლოვებდა სიახლისაკენ. იარა ბიჭმა დიდხანს, მოსაღამოვებული იყო , როდესაც სახლში ბრუნდებოდა, თითქოსდა ბიჭს იმედი გაუცრუვდა ამ დღისა , მაგრამ არა, როდესაც აღმართს ადიოდა , მან შენიშნა უცნაური ფერი, დიახ უცნაური რადგან მას მანამდე მხოლოდ თეთრი და შავი ჰქონდა დანანახი, მან არც კი იცოდა სიტყვა ფერადის მნიშნვნელობა , რადგან ეს არასდროს უნახავს, გაშეშდა ბობი დაკარგა მეტყველების უნარი , მაგრამ მისი სურვილი ეპოვა რაიმე ახალი და შეეცვალა ეს ეს სამყარო მას შიშის უფლებას არ აძლევდა, ამიტომაც მიუახლოვდა ნელ-ნელა ის ამ ფერად ნათებას, მაგრამ ეს უბრალოდ შუქი არ ყოფილა, ეს გახლდათ უმშვენიერესი მერი , რომლის დანახვაზეც ბობს ემოციები ორ ნაწილად გაეყო, პირველი მან პირველად დაინახა არაშავთეთრი  და მეორე ასეთი მშვენიერება მას აქამდე არასდროს ენახა, გასაოცარია ის ფაქტი, რომ მერიმაც დაინახა ბობი, დიახ დაინახა, მაგრამ როგორ გაურკვეველია, ალბად ის გამორჩეულობა რაც ბობს თან ახლდა და სურვილი სამყაროს შეცვლისა მის სხეულს დაჩრდილვის უფლებას არ აძლევდა , ამიტომაც ეს ორი ადამიანი, მაგრამ ერთი ფერადი და მეორე უბრალოდ ჩრდილი ერთმანეთს ხედავდა. გოგოს ვერც კი გაეგო თუ რა ხდებოდა მის თავს, ის გაიძახოდა ერთ სიტყვებს დაჟინებით ** ეს სიზმარია, მალე გავიღვიძებ და მორჩება ეს კოშმარი **ბიჭი გაკრვირვებული იყო, მან არ იცოდა რა იყო სიზმარი, რადგან მას არასდროს დასიზმრებია, მან არ იცოდა რა იყო კოშმარი რადგან მისი მთელი სიცოცხლე კოშმარშ იყო და სიკეთე არასდროს ენახა , რომ მათი განსხვავების საშუალება მისცემოდა.
ბობის ინტერესი იმდენად დიდი იყო რაიმე ახლის ძებნისაკენ, მას არ შეეძლო უბრალოდ გაეშვა ეს გასაუცარი რამ, ის გამოელაპარაკა მას, გოგონა პირველად შეკრდა რადგან, თავი კოშმარში ეგონა, ხოლო ეს ბიჭიც ამ კოშმარის ნაწილად მიაჩნდა, მაგრამ დაატანა თავს ძალა და ისიც გამოელაპარაკა , ბობმა პირველად გაიგონა ადამიანის ნაზი ხმა, რადგან ჩვეულებრივ ჩრდილების სამყაროში ან არ ლაპარაკობდნენ ან მხოლოდ გაღიზიანების წარმომსახველ სიტყვებს ეუბნებოდნენ ერთმანეთს. ბობი ხვდებოდა , რომ სწორედ ეს გოგო იყო გასაღები , იმისა რასაც შეეძლო გაეღო კარი სიკეთისთვის და მშვენიერებისათვის , ხოლო ამ გასაღების დაკარგვა , სამუდამოდ უკუნითში დარჩენას მოასწავებდა, რასაც ბობი ვერ დაუშვებდა , რადგან ცხოვრება ხომ ერთხელ ძლევა შანს . ბიჭი ნელ-ნელა მიიწა მერისთან გასეაბურა, უამბო ყველა ის დეტალი რაც ამ ქალაქს სჭირდა, გოგოც მიხვდა , რომ ეს არა კოშმარი არამედ რეალური სამყარო იყო, რომელიც უდიდეს ცოდვაშ ჩავარდნილა, ხოლო მან იგრძნო ის პასუხისმგებლობა ,რაც უკვე მას დაეკისრა ამ საუბრის შემდეგ.
s
დამეგობრდა ეს ორი ადამიანი, ბობი უკვე აღარ იყო მარტოსული, ის არ დადიოდა ჩვეულებისამებრ მარტო სახეტიალოდ, ის და მერი ერთად ეძებდნენ გამოსავალს , თუ როგორ უნდა დაეხსნათ ქალაქი ამ საშინელი უემოციოებისაგან. 5 წელი გავიდა , მაგრამ გამოსავალი არსად ჩანდა, ბობს პირველად ეგონა , რომ დანარჩენი ჩრდილებიც დაინახავდნენ ამ ფერად გოგონას , მაგრამ არა, მის სიფერადეს მხოლოდ ბობი ხედავდა და სხვა არავინ. როგორც გითხარით 5 წელი გავიდა და ეს დრო არც ისე ცოტაა ადამიანთა დაასაახლოვებლად, ბობს თითქოს მისთვის უცხო გრძნობა გაუჩნდა ამ გოგოსადმი, მაგრამ არ იცოდა თუ რა იყო ეს , ამიტომაც ვერ ბედავდა ეთქვა და აეხსნ მერისთვის ამ გრძნობის შესახებ. გოგო აქტიურად ეძებდა დახსნის გზებს ქალაქისა , მაგრამ გამოსავალი აღარსად ჩანდა, თითქოსდა ორივემ ჩაიქნა ხელი იმაზე , რომ ისინი ქალაქს გააფერადებდნენ და ბედნიერებას დაუბრუნებდნენ ამ ხალხს, ისინი თითქოსდა დამორჩილდნენ იმ ბედს რაც მათ ცხოვრებამ არგუნა, მაგრამ არვინ იცის ბედი ვის რადროს რას უმზადებს,  ბობმა  ერთ დღეს გადადგა ნაბიჯი იმისა , რომ ეგრძნობინებინა მერისთვის მისი სიახლოვე, ის ცდილობდა ეთქვა რას გრძნობდა მის მიმართ მაგრამ ვერ პოულობდა სათანადო სიტყვას, მაგრამ უეცრად გადაწყვიტა ამ გრძნობისთვის თითონვე დაერქმია სახელი და მას ** სიყვარული  ** უწოდა, დიახ ბობმა აუხსნა სიყვარული მერის, გოგონაც არ ყოფილა გულგრილი ბიჭის მიმართ, ალბად დრომ ისინი ძალიან დაახლოვა ერთმანეთთან , მერი სიყვარულითვე უპასუხა ბიჭს და მათ ერთმანეთს აკოცეს, ბობისთვის კოცნა უცხო იყო , მაგრამ მერიმ იცოდა სიყვარულის გამოხატვის ეს გზა .  თითქოს ქალაქის გაფერადების სურვილი დავიწყებული იყო, უეცრად ძლიერი მეხი გავარდა და ცის ზემოდ რაღაც ყვითელმა დაიწყო ნათება, ეს მზე იყო, მზის განათების შემდეგ ბუნება ისევ ამწვანდა, ხოლო ჩრდილის ხალხმა ფორმა მიიღო, ისინი უკვე აღარ იყვნენ უფერული ჩრდლები, არამედ ისინი ადამიანებად იქცნენ. მათ ისევ დაუბრუნდათ ძველებული გრძნობები , ისევ იგრძნეს თავი ადამიანებად, გამოხატეს ემოციები და  მადლიერება იმ ორი უმშვენიერესი ადამიანის მიმართ, რომლებმაც შეძლეს და მოხსნეს ქალაქს დიდი ბურუსი, ეს გახლდათ ბობი და მერი.  ამ დღის შემდეგ ბრისტოლი გახდა დედამიწის ნაწილი და ის აღარ იყო ცალკე , ბნელი სივრცე საიდაც მხოლოდ უიმედობა და ჩრდილის ადამიანები ჩანდნენ.

დასასრული!

შექმნილია სპეციალურად  Ucnauri.com ისთვის.

 

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button