კულტურაუცნაური

Tommy Hilfiger-ის ახალი, ინოვაციური ხაზი

tommy-charging

Tommy Hilfiger-მა 2014 წლის სადღესასწაულო სეზონისათვის, ორი ახალი პროდუქტი წარადგინა ბაზარზე.

ეს არის ქურთუკი, რომელიც განკუთვნილია როგორც მანდილოსნებისათვის, ასევე მამაკაცებისთვის. მისი უნიკალურობა კი შემდეგში მდგომარეობს: ქურთუკით თქვენ შეძლებთ დამუხტოთ თქვენი სმარტფონის ან ტაბლეტის  აკუმულატორი.

tommy-charging-3

როგორ? აღნიშნულ პროდუქტს  ზურგზე მიმაგრებული აქვს მზის ბატარეები, რომელიც უკავშირდება ქურთუკის მარჯვენა ჯიბეს. საიდანაც თქვენ შეგიძლიათ უწყვეტი ენერგია მიაწოდოთ თქვენს მოწყობილობებს.

გარდა ამისა, კომპანიამ პროდუქციის დიზაინიც არ დაივიწყა და სასარგებლოსთან ერთად,  ძალიან მოდური პროდუქტიც შესთავაზა მომხმარებელს.

teo tavdishvili

just think more..
Back to top button