არქივი

მობილური ტელეფონი

9f72fffc4d10

მობილური ტელეფონის ისტორია პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იწყება. სწორედ იმ დროს, კომპანია “ეითი ენდ თი”-მ უფრო ზუსტად კი კვლევითმა ლაბორატორია “ბელ ლამორატორიეს”-მა (ეს ლაბორატორია სწორედ “ეითი ენდ თი”-ს ეკუთვნოდა) მობილური ტელეფონის შექმნის იდეა წამოაყენა. 1947 წლისთვის, ეს მართლაც რომ თამამი გადაწყვეტილება იყო. კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ტელეფონი მხოლოდ მანქანაში დასამონტაჟებლად იყო განკუთვნილი და ეს გასაგებიცაა – პირველი აპარატი კვების ბლოკის გარეშე 40 კგ-ს იწონიდა. 50-იანი წლებიდან დაიწყო მანქანაში დაყენებული ტელეფონების დაპატარავება, ისინი თანდათანობით უფრო ნაკლებ ადგილს იყენებდნენ, ხოლო 70-იანი წლებისთვის მობილური ტელეფონი მნიშვნელოვნად “შემსუბუქდა” და სულ რაღაც 12-14 კგ-ს იწონიდა.

2cfd3a8e7e04

აღსანიშნავია, რომ კომპანია “Motorola” იმ დროსაც არსებობდა, თუმცა მისი თავდაპირველი საქმიანობა ტელეფონების წარმოება ნამდვილად არ ყოფილა. 1945 წელს, კომპანიაში ახალი თანამშრომელი,მარტინ კუპერი მივიდა და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. თავიდან იგი რიგითი თანამშრომელი იყო, რომელიც ახალ, პორტატულ მოწყობილობებს ქმნიდა. 1967 წელს მან და მისმა განყოფილებამ ჩიკაგოელი პოლიციელებისთვის პირველი პორტატული რაცია შექმნეს.”Motorola”–ში 20 წლიანი მუშაობის შემდეგ, მარტინ კუპერი მიხვდა, რომ პატარა ზომის ფიჭური ტელეფონის შექმნა შეეძლო. თანდათანობით მარტინი იდეა ხორცს ისხამდა. პარალელურად, კომპანია ცდილობდა, დაერწმუნებინა კომუნიკაციების ფედრალური კომისია, რომ ფიჭური ტელეფონის დანერგვისათვის, კერძო კომპანიას საკუთარი თავისუფალი სიხშირეები დასჭირდებოდა. ამ იდეას, ძალიან სკეპტიკურად შეხვდნენ., რადგან იმავე “ბელ ლამორატორიეს”-ის (იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლაბორატორია) სპეციალისტები ახლო მომავალში კომპაქტური ტელეფონის შექმნას გამორიცხავდნენ. და აი, მიიღეს კომპრომისული გადაწყვეტილება, “Motorola”–ს უნდა დაემტკიცებინა, რომ მის მიერ წამოჭრილი იდეის განხორციელება შესაძლებელი იყო. შემოწმწბა 1973 წლის 3 აპრილისთვის დაიგეგმა. პირველი ტელეფონის სახელწოდება “დინა-ტაკი” იყო. ეს გახლდათ 1,5 კილოგრამიანი და 22,5X12,5X3,75 სანტიმეტრის ზომის ყურმილი. წინა პანელზე განთავსებული ჰქონდა 12 კლავიში – რომელთაგან 10 ნომრის ასაკრეფი და ორი საუბრის დროს გადაწყვეტილების მიმღები ღილაკი იყო. ტელეფონის აკუმულატორი 35 წუთიანი კავშირის შესაძლებლობას იძლეოდა, მაგრამ მის “დასატენად” 10 საათზე მეტი იყო საჭირო.
429b47962fd1

3 აპრილის დილას, მარტინ კუპერმა სწორედ ეს ტელეფონი აიღო ხელში და “ბელ ლამორატორეს”-ის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელს, სკეპტიკურად განწყობილ ჯოელ ენგელს დაურეკა. ეს დიდი გამარჯვება იყო! რამდენიმე წლის შემდეგ, იმავე “ბელ ლამორატორიე”-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა “დინა-ტაკის” შესახებ განაცხადა: “ეს ნამდვილი ტრიუმფი იყო, იმ დროს ჩვენ 14 კილოგრამიან ტელეფონებს ვიყენებდით და მისი ფუნქციის ერთკილოგრამში მოთავსება ნამდვილიწინსვლაა”

594d28354ef8

რადგან ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ კერძო კომპანიებს საკუთარი სიხშირეები გამოუყო. რასაკვირველია, Motorola-მ პირველმა დაიწყო მობილური ტელეფონების მასობრივი წარმოება. ამჟამად, ძნელად წარმოგვიდგენია ჩვენი თავი მობილური ტელეფონების გარეშე, ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოს წამყვანი კომპანიები კი კვლავ მის დახვეწასა და ზომების შემცირებაზე მუშაობენ…

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button