გამოგონება

ქინგსტონის ყურსასმენი „გეიმერებისთვის“ – Kingston HyperX Cloud

  კომპანია ქინგსტონი ცნობილია ხარისხიანი მეხსიერების ბარათებისა და  SSD-დისკების წარმოებით,  თუმცა ამჯერად პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოვება და ახალი სათამაშო გარნიტურის გამოშვება გადაწყვიტა.

  ეს არის კომპიუტერული თამაშების მოყვარულთა შორის კარგად ცნობილი ბრენდის, ქინგსტონის სიახლე – ყურსასმენები Kingston HyperX Cloud.

HX_cloud_laptop  ყურსამენის მდიდარ კომპლექტაციაში შედის მიკროფონი, ორი დამაგრძელებელი (ერთ და ორ მეტრიანი), სამართავი პულტი, ორი გადამყვანი – ერთი თვითმფრინავში ყოფნისას გამოსაყენებელი აუდიომოსასმენი, მეორე – 3,5მმ-იანი შესაერთებლების კომბინაცია,  სმარტფონისა და მსგავსი გაჯეტებისთვის. ასევე კომპლექტში შედის შალითა  და ხავერდით დაფარული დამატებითი ყურსასმენის ბალიშები. სხვათაშორის, Hyper Xcloud-ის შალითა  განხილვის ცალკე თემაა. კომპანიამ მოსახერხებელი კონსტრუქციის შემუშავებისას მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზე იზრუნა და შექმნა ნაჭრის ისეთი ჩასადები, რომელშიც არის განყოფილება სადენებისთვის, გადამყვანების, მიკროფონისა და ბალიშებისთვის.

  ყურსასმენის ბალიშები ორნაირი – ტყავის შემცვლელის და  ხავერდის, რომლებიც ფუნქციონალურად ერთმანეთისგან განსხვავდება. ტყავისშემცვლელით დაფარული ბალიშები აღჭურვილია ხმის იზოლაციის თვისებებით.  მათში გათვალისწინებულია სპეციალური დამახსოვრების ეფექტი, რომელიც ძალიან კომფორტულია გამოყენებისას. სამწუხაროდ, ტყავის შემცვლელის გამოყენება ზაფხულში ნაკლებად კომფორტულია, გროვდება ოფლი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დისკომფორტი.  ხავერდის ბალიშების შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა, ხმის იზოლაციისთვის შედარებით სუსტია თუმცა კარგია ცხელი სეზონისთვის ან მაშინ როდესაც არ გინდა სრულიად იზოლირებული იყო სამყაროსგან.

 2

Kingston HyperX Cloud -ის მიკროფონი არ არის სტაციონარული. ის ადვილად იხსნება და მყარად მაგრდება მარცხენა მხარეს განთავსებულ აუდიოს ბუდეში.  მიკროფონის ბუდის ჩასამაგრებელი რეზინისგანაა დამზადებული.

სათამაშო გარნიტურის შემქმნელებმა  მომხმარებლის კომფორტისთვის სხვა ასპექტებზეც  იფიქრეს. შიდა კაბელი 1,2 მეტრისაა, რაც არ არის საკმარისი თამაშისათვის იმ კომპიუტერებზე, რომელთაც აუდიოგარნიტურის შესაერთებელი განლაგებული აქვთ წინიდან. ამ შემთხვევაში დამაგრძელებლებლების დახმარებაა შესაძლებელი, რომელიც HyperX Cloud კომპლექტს მოყვება. პირველი, ერთ მეტრიანი, ზუსტად ერგება ამ შემთხვევას.

3

რამოდენიმე სიტყვა ჟღერადობის შესახებ:

მიუხედავად იმისა, რომ HyperX Cloud-ი გეიმერული ყურსასმენია, მისი მუსიკალური მონაცემებიც საკმაოდ ღირსეულად გამოიყურება. გამოირჩევა მაღალი სიხშირეებით, სუფთა და ზუსტი ხმოვანებით. HyperX Cloud – ეს არის უნივერსალური გარნიტურა. მელომანები შეძლებენ დატკბენ ღრმა ბასებით და ხმის მაღალი სიხშრით.  ქინგსტონის ყურსასმენის ჟღერადობა ვრცელი და სასიამოვნოა.

 


შეჯამება

მიუხედავად იმისა, რომ ფასთა შორის კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ქინგსტონის ყურსასმენი გარნიტურა HyperX Cloud საკმაოდ მყარად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ბაზარზე. ის გათვლილია, როგორც თამაშების მოყვარულთათვის, ასევე უნივერსალური მომხმარებლისთვის, ვისაც უყვარს თამაშები, მუსიკის მოსმენა ან ფილმების ყურება. ქინგსტონის ყურსასმენის უპირატესობა მისი ხარისხია, საუკეთესო მასალებით  დამზადებული, მაღალი ჟღერადობითა და მდიდარი კომპლექტაციით.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close