ვიდეო გაკვეთილებივიდეოებიკრეატივი

ლევან გიგინეიშვილი – მეტაფორული ენით გადმოცემული ფილოსოფია ‘ვეფხისტყაოსანი’

შეუძლებელია რუსთაველი გაჩენილიყო ცარიელი სივრციდან, ის დიდი ტრადიციის წარმომადგენელია. მან უამრავი ახალი იდეა მიიღო, შემდგომში შემოიტანა და დაბადა ქართულ სივრცში. ახალმა იდეებმა კი ახალი სამყაროს წარმოქნას ჩაუყარა საფუძველი. შეუძლებელია ეს ასე არ იყოს. მისი ნაშრომები არის სინთეზი უამრავი წყაროსი“. – ლევან გიგინეიშვილი

გთავაზობთ ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექციას ვეფხისტყაოსანის შესახებ. მას ვეფხისტყაოსანი განხილული აქვს ფილოსოფიური კუთხით.

ბატონი ლევანის აზრით ვეფხისტყაოსანი არის მეტაფორული ენით, ლიტერატურული ენით გადმოცემული ფილოსოფიური იდეები. ეს არის სიახლე, რომელიც წარმოქმნილია სხვადასხვა სახის იდეების შეერთებით.

ლევან გიგინეიშვილი არის ფილოლოგი, რომელიც დღეისათვის ეწევა აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობას. მისი ერთი ლექციის მოსმენაც კი საკმარისია, რომ მისდამი პატივისცემითა და აღტაცებით აღივსოთ.

იხილეთ ვიდეო:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close