გასართობიკრეატივიუცნაური

რამდენიმე მითი თავის ტვინის შესახებ

image

თავის ტვინი — ადამიანის ნერვული სისტემის ცენტრი. მდებარეობს თავის ქალაში. ადამიანის თავის ტვინი და სხვა ძუძუმწოვრის ტვინი რაიმე ძირეულით არ განსხვავდება, მაგრამ არის სამჯერ დიდი, ვიდრე სხეულით იმავე ზომის სხვა ძუძუმწოვარზე.
ამ ბოლო დროს ინტერნეტში ბევრი მითი, ჭორი თუ ტყუილ-მართალი გავრცელდა ადამიანის ტვინის შესახებ. ამიტომ მე გაგარკვევთ რა არის მითი და რა რეალობა.
image

 

მითი #1) მოცარტის მოსმენა გაგხდით უფრო ჭკვიანს.

იდეა, რომ კლასიკური მუსიკის მოსმენამ შეიძლება გაზარდოს თქვენი ტვინის ძალა, გახდა ძალიან პოპულარული. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? 1950-იან წლებში, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმმა სახელად ალბერტ თომატისმა დაიწყო ტენდენცია, ის ამტკიცებდა, რომ მოცარტის მუსიკის მოსმენას შეეძლო ადამიანის სმენისა და მეტყველების პრობლემის მოგვარება. 1990 წელს, 36 სტუდენტს, რომლებიც სწავლობდნენ კალიფორნიის უნივერსიტეტ ირვინში მოასმენინეს მოცარტის მუსიკა IQ ტესტის გაკეთებამდე 10 წუთით ადრე. დოქტორმა გორდონმა პასუხისმგებელი კვლევის შემდეგ დაასკვნა რომ სტუდენტთა IQ-ს ქულები ჩვეულებრივზე 8 ქულით მეტი იყო. სინამდვილეში ეს უბრალო დამთხვევად შეიძლება ჩაითვალოს. მოცარტის შემოქმედება ნამდვილად ვერ დაგაზარალებთ, მეტიც, თქვენ შეიძლება გესიამოვნოთ მისი მოსმენა, მაგრამ თქვენ ვერ მიიღებთ ვერანაირ გონებრივ გამჭრიახობას მისი საშუალებით.

 

image

 

მითი #2) თქვენს ტვინს ნამდვილად არ ემატება ნაოჭი, როცა რამეს სწავლობთ

ჩვენი ტვინი არ იცვლება, როდესაც ჩვენ ვსწავლობთ. ეს ფენომენი ცნობილია, როგორც ტვინის პლასტიურობა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სინაფსების (ნეირონებს შორის კავშირი) და სისხლის უჯრედების, რაოდენობა იზრდება. ზოგი ფიქრობს, რომ მივიღებთ ახალ ნეირონებს, როდესაც ჩვენ ახალ რამეს ვისწავლით, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული ძუძუმწოვართა ტვინზე.

image

 

მითი #3) რეალურად, სპირტიანი სასმელები არ კლავს ტვინის უჯრედებს

ცნობილია, რომ ყველანაირი სპირტიანი სასმელი ტვინის უჯრედებს კლავს, მაგრამ ახლახანს, მეცნიერმა გრეტე იენსენმა განაცხადა, რომ სპირტიანი სასმელი არ კლავს ადამიანის ტვინის უჯრედებს, თუ ის არ მიიღებს გადაჭარბებულ ალკოჰოლის რაოდენობას.ამ მოსაზრების განმტკიცება მან შეძლო თავისივე ექსპერიმენტის საშუალებით, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა:მან შეადარა ალკოჰოლიზმით გარდაცვლილ და ჯანმრთელ ადამიანთა ტვინში ნეირონების რაოდენობა და დაასკვნა, რომ მათ არანაირი განსხვავება არ აღმოაჩნდათ.

image

 

მითი #4) ადამიანი თავისი ტვინის მხოლოდ 10 %-ს იყენებს

გავრცელებულია მცდარი შეხედულება, რომ ადამიანები იყენებენ ტვინის მხოლოდ 10 %-ს, ხოლო გამორჩეულ ადამიანებს (გენიოსებს) შეუძლიათ ეს მაჩვენებელი 15-17%-მდე აიყვანონ. მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტის განმსაზღვრელი ფაქტორების გაუმჯობესება შესაძლებელია ვარჯიშით, მცდარია შეხედულება, რომ ტვინის დიდი ნაწილი უხმარია და ადამიანს მისი ათვისება არ შეუძლია. სხვადასხვა მეთოდებით ტვინზე დაკვირვება ნათლად აჩვენებს, რომ აქტიურია მისი დიდი (თუ არა ყველა) ნაწილი.

 

წყარო : intermedia.ge

თეგები
Back to top button
Close
Close