საკითხავისასარგებლოუცნაური

სარკის ისტორია

7f570cec7f87

სარკე – ეს ჩვენი მეგობარია, რომელიც ყოველთვის ობიექტურია და ზოგჯერ მკაცრიც კი… წარმოიდგინეთ სარკის გარეშე ჩვენი ცხოვრება როგორი მოუწესრიგებელი გახდებოდა.

ამ ერთი შეხედვით მარტივ და ყოველდღიურ ნივთს, რომელიც ყველა ოჯახში მოიძებნება უდიდესი და საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს.

ძველად არ იყო სარკე და მის როლს წყალი ასრულებდა. თანდათან ეს ბუნებრივი სარკე ჩაანაცვლა კარგად გაპრიალებულმა ქვებმა და ლოთონებმა. ხალხი იშვიათად იყენებდა სარკეს ძველ საბერძნეთში, რომში და ეგვიპტეში. მაშინ ლამაზმანებს სწამდათ რომ სარკეს შეეძლო სილამაზის და ახალგაზრდობის შენარჩუნება.

პატარა ბავშვები გაკვირვებით უყურებენ თავიანთ გამოსახულებას სარკეში. სწორედ ასე ოცდებოდნენ ძველად ადამიანები. თავდაპირველად სარკეს მიიჩნევდნენ ჯადოსნურ ნივთად, ვინაიდან ვერ უძებდნიდნენ ახსნას იმას თუ როგორ მიიღებოდა გამოსახულება. ისინი ფიქრობდნენ რომ ხედავდნენ საკუთარ სულ და არა საკუთარ თავს. სწორედ აქედან გაჩნდა ცრურწმენა სარკის გატეხვის შესახებ. თუ სარკეს გატეხავდი უბედურება გელოდა. დღესაც საკმაოდ გავრცელებულია ეს ცრურწმენა, მიუხედავად იმისა, რომ დრო შეიცვალა და ჩვენთვის სავსებით ნათელია სარკის დამზადების წესი.

 

I საუკუნეში, რომში გამოჩნდა პირველი შუშის სარკე. შუშის სარკეს ჰქონდა ერთი დადებითი თვისება, მეტალის სარკისგან განსხვავავებით ის არ იბინდებოდა და არ კარგავდა ბზინვარებას წლობით. მაგრამ ჰქონდა ერთი მინუსიც – ის ადვილად იმსხვრეოდა.

 

ვენეცია 1300-იანი წლები – სწორედ აქ მზადდებოდა ნამდვილი, მაღალი ხარისხის მინის სარკეები. ვენეციის რესპუბლიკაში “მესარკეები” დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ.   იმ დროში სარკე ითვლებოდა ფუფუნებისა და სილამაზის საგნად და იყიდებოდა დიდ თანხაში.

საიდუმლოდ ინახებოდა სარკის დამზადების ხერხი. ვინც გაბედავდა და ამ საიდუმლოს გასცემდა, სასიკვდილოდ დაისჯებოდა. ვენეციის მთავრობის განგებით სარკების მწარმოებელი ქარხნები გადაიტანეს მურანოში – იზოლირებულ კუნძულზე.

საფრანგეთში XVII საუკუნეში გამოჩნდა სარკის მწარმოებელი ქარხანა. აშენდა 73 მეტრიანი სარკის გალერეა, პარიზთან ახლოს.

c93c4c19d80b

 

ბუკინგემის ჰერცოგმა – მოდურმა, ლამაზმა და ელეგანტურმა ინგლისის კვალერმა, საფრანგეთს კოკურენცია გაუწია და ფარულად შეიძინა სარკის დამზადების ტექნოლოგია. და უკვე  XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისიდან სარკე იშვიათობას აღარ წარმოადგენს.

ფსიქოლოგები თვლიან, რომ სარკე საუკეთესო ანტიდეპრესანტია. ისინი გვირჩევენ რომ სარკესთან ყოველდღიური შეხება გვქონდეს. ყოველ დღე სარკესთან გატარებული რამოდენიმე წუთიც კი ხსნის დაძაბულობას და შემოაქვს პოზიტივი ჩვენში.

 

aa0b7c6d47f3

 

ერთ პატარა რიტუალს გასწავლით, რმელსაც პირადად მე ყოველ დილით ვიყენებ.

დილით მოიწესრიგეთ თავი და ჩაიხედეთ სარკეში, გაუიმეთ საკუთარ თავს, დააკვირდით ნაკვთებს, თითოეულ დეტალს. შეხედეთ საკუთარ თავს, როგორც უცხო ადამიანს და გაუგზავნეთ მას პოზიტიური ენერგია და სიყვარული. ნამდვილად გაგიხალისებთ განწყობას ეს პატარა რიტუალი და დღეც უფრო წარმატებული და ხალისიანი გახდება.

 

წყარო : www.vichoraot.wordpress.com

თეგები

Lucifer

.................................

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close