საკითხავისურათებიუცნაური

ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ნახატის უცნაური ისტორია …

portrait of adele bloch bauer i(1)

ეს არის ისტორია, სადაც არის სიყვარული და სიძულვილი, ღალატი და შურისძიება…

1904 წელს ფერდინანდ ბლოხ–ბაუერი ფართო ტროტუარზე მოაბიჯებდა. მან უკვე ყველაფერი გადაწყვიტა – მას მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ ევროპულ ოჯახებში არ იყო მიღებული ცოლის მოკვლა ღალატის გამო. არც განქორწინება შეეძლო, რადგან ევროპულ ოჯახებში არც ეს იყო მიღებული. განსაკუთრებით ისეთ ოჯახებში, როგორიც მისი და მისი მეუღლის, ადელის გახლდათ. ადელის მამა მორიც ბაუერი მსხვილი ბანკირი იყო და დიდი ხნის მანძილზე ეძებდა ღირსეულ საქმროს საკუთარი შვილისთვის, საბოლოოდ კი არჩევანი ფერდინანდ ბლოხზე შეაჩერა, რომელიც შაქრის პროდუქციით იყო დაკავებული და გააჩნდა აქციები, რომელთა ფასი დღითიდღე იზრდებოდა. ახლა კი ტროტუარზე მოსეირნე ფერდინანდი, ფიქრობდა თავისი ცოლისა და ხელოვანი გუსტავ კლიმტის ნისლიანი რომანის შესახებ, რომელიც დღედაღამ მოსვენებას არ აძლევდა. ფერდინანდს არ ეძინა იქამდე სანამ არ მოიგონა საკუთარი შურისძიება.

მართალია იგი არ იყო ისეთი განათლებული, როგორიც ადელი, მაგრამ რაღაცები მანაც იცოდა. მაგალითად ის, რომ ძველი ინდიელები, რათა დაეშორებინათ შეყვარებულები, მათ ერთმანეთის პირისპირ აბამდნენ ჯაჭვებით, სანამ ისინი არ შეიძულებდნენ ერთმანეთს ისე ძლიერ, როგორც ადრე ერთმანეთი უყვარდათ.

ეს იდეა ფერდინანდს დაებადა მაშინ, როდესაც დაესიზმრა, რომ მისი შაქრის იმპერია განადგურდა, რომ მან ყველაფერი დაკარგა გარდა საკუთარი ცოლის პორტრეტისა… ფერდინანდმა გადაწყვიტა კლიმტისთვის შეეკვეთა ნახატი, რომლის სახელწოდებაც იქნებოდა “ადელი ბლოხ–ბაუერის პორტრეტი”. ფერდინანდმა იცოდა, რომ მხატვარი დიდი ხანი ვერ გაძლებდა– მისთვის აუცილებელი იყო გამოეცვალა ნატურა, საყვარლები და მის ირგვლივ მყოფი ქალები. დაე ხატოს ეს პორტრეტი რამდენიმე წელიწადი სანამ მისი გრძნობები არ ჩაქრება…

0 f76ef e65076b orig

ერთ დღესაც სახლში დაბრუნებულმა ფერდინანდმა ადელს ამცნო, რომ მათთან საუზმეზე გუსტავ კლიმტი მოვიდოდა . ადელი შეცბა, რაც ქმრის მახვილ თვალს არ გამოპარვია. საუზმემ მშვიდად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კლიმტი და ადელი ჯიუტად არ უყურებდნენ ერთმანეთს, ფერდინანდი კი საკმაოდ მხიარულად გამოიყურებოდა. საუზმის შემდეგ კი სასტუმრო ოთახისკენ გაემართნენ და მათ შორის გაიმართა დიალოგი:

ფერდინანდი: ბატონო კლიმტ! თქვენ ალბათ უკვე მიხვდით, რატომ მოგიწვიეთ. მე მინდა შეგიკვეთოთ ჩემი ცოლის, ადელის არაჩვეულებრივი პორტრეტი.

კლიმტი: და რით უნდა იყოს იგი არაჩვეულებრივი ?

ფერდინანდი: იმით, რომ მან უნდა იარსებოს, მინიმუმ რამდენიმე საუკუნე.

კლმიტი: საინტერესოა, საინტერესოა … რამდენიმე საუკუნე…  არ ვიცი. ჩემთვის საინტერესოა ადამიანის ცხოვრების უმთავრესი დეტალები: ორსულობა, დაბადება, ბავშობა, ახალგაზრდობა, სიბერე…

ფერდინანდი: მაგრამ ბიბლია ადამიანებმა დაწერეს, სიქსტის კაპელა ადამიანმა მოხატა და ეს ხელოვნების ნიმუშები საუკუნეებია ცოცხლობენ. თქვენც დახატეთ ჩემი ცოლი და დაე ამ ნახატმაც იცოცხლოს საუკუნეების მანძილზე.

კლიმტი: თქვენ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე მაყენებთ.

ფერდინანდი: ჩვენ არსად გვეჩქარება. მე გადაგიხდით სოლიდურ თანხას. ისეთს, რომ თქვენ ფულზე არ იფიქროთ.

კლიმტი: ასეთ ნახატს შესაძლოა დამატებითი დანახარჯებიც დასჭირდეს.

ფერდინანდი: მაგალითად?

კლიმტი: მაგალითად მე მინდა რომ თქვენი ცოლის კაბა ოქროთი მოვრთო.

ადელი (ირონიულად): როგორც ეტყობა თქვენ მე უკვე გამინაწილეთ, ისღა დამრჩენია ხელები გულზე დავიწყო…

დაინახა რა კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებული თანხა, კლიმტმა უყოყმანოდ მოაწერა მას ხელი ისე , რომ არც კი წაუკითხავს.

6840860 R3L8T8D 650 0 f76d2 b20813d2 orig

კლიმტი ნახატზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდა და ამ პერიოდში მას 100 ზე მეტი ესკიზის დახატვა მოუწია. ფერდინანდი კი ყველას ერთმანეთის მიყოლებით იწუნებდა, იქამდე სანამ არ იხილა სურათის საბოლოო ვარიანტი. ფერდინანდი კმაყოფილი იყო, ნახატი დასრულებული იყო და ზუსტად ემთხვეოდა მის ჩანაფიქრს. ნათელი იყო, რომ კლიმტისა და ადელის გრძნობები ნელ–ნელა ჩაქრა…

6841210 R3L8T8D 650 0 f76d4 3d68fb6e orig

დრო გადიოდა, მოახლოვა პირველი მსოფლიო ომი, კლიმტის “ოქროს ხანა” დასრულდა. კლიმტს მძიმედ გადაჰქონდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. ომმა მასზე მომაკვდინებლად იმოქმედა და 1918 წელს, 52 წლის ასაკში საკუთარ სახელოსნოში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ადელი კი 7 წლით გვიან, 1925 წელს მენინგიტით გარდაიცვალა.  სიკვდილის წინ მან ფერდინანდს თხოვა, რომ სამი ნახატი, მათ შორის “ადელი ბოლხ–ბაუერის” პორტრეტი ვენის მუზეუმში გამოეფინა.

ფერდინანდი ცხოვრობდა მარტო, მისი ცხოვრება კი სულ უფრო და უფრო რთულდებოდა, რადგან 1938 წელს ავსტრია გერმანიის შემადგენლობაში შევიდა და ნაცისტებმა ავსტრიელ ებრაელებზე “ნადირობა” დაიწყეს. ამავე წელს მან მოახერხა შვეიცარიაში გაქცევა და მთელი თავისი ქონება საკუთარ ძმას დაუტოვა. რაც შეეხება მის საიდუმლოს, ფერდინანდმა იგი არავის გაანდო, მას არასდროს უთქვამს ადელისთვის, რომ იცოდა მისი და კლიმტის ურთიერთობის შესახებ.

Blomkvist

My name is Mikael Blomkvist

მსგავსი ამბები

Back to top button