ახალი ამბებივიდეოებიუცნაური

ნიანგი ლულუნი რომელიც შევიდა გინესის რეკორდების წიგნში

o LOLONG THE CROCODILE 570

გიგანტური ნიანგი მეტსახელად ლულუნი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა როგორც თავისუფლებაში გაზრდილი ყველაზე დიდი ნიანგი. რეპტილია 6,7 მეტრი სიგრძისაა და 1075 კილოგრამს იწონის. მან ავსტრალიის ბინადარი 5-მეტრიანი ნიანგის რეკორდი მოხსნა.

ლულუნი გასული წლის სექტემბერში ფილიპინების ქალაქ ბუნავანში სამდღიანი ნადირობის შედეგად იპოვეს. რეპტილიის ძებნა 2009 წელს ადგილობრივი მეთევზის გაუჩინარების და მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვის შემდეგ დაიწყეს. ორივე შემთხვევაში „დამნაშავედ“ ახლა უკვე რეკორდსმენი ნიანგი ცნეს.

კაციჭამია ლულუნის დაჭერაში 100 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის იყო ქალაქ ბუნავანის მერიც. ლულუნის დაჭერა არცისე მარტივი აღმოჩნდა; პირველი ოთხი მცდელობა იმით დამთავრდა, რომ ნიანგმა მახე დაგლიჯა. საბოლოოდ, მონადირეებმა მისი დაჭერა ფოლადის ბაგირებიანი ხაფანგით შეძლეს.

ლულუნი ადგილობრივ ეკოპარკში მოათავსეს, სადაც მის სანახავად ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ჩადის.

ლულუნი ზღვის ნიანგია. ცნობილია, რომ ზღვის ნიანგები გაცილებით მსხვილები და აგრესიულები არიან, ვიდრე – მტკნარ წლებში მობინადრე ნიანგები. ასეთი გიგანტური რეპტილიები ხშირად ოკეანეშიც მიცურავენ, სადაც ზვიგენების მსგავსად სანაპიროებთან ახლოს მოცურავე ადამიანებზე ნადირობენ.

 

წყარო : news.ge

mikheili

davibade 1995 wlis 10 tebervals

მსგავსი ამბები

Back to top button