უცნაური

მატარებელი-მოჩვენება

10593139 919948844687664 1268775645484810239 n
1911 წლის 14 ივლისს რომის სადგურიდან გავიდა 3 ვაგონიანი მატარებელი, შემადგენლობა 106 მგზავრზე იყო გათვალისწინებული, მატარებელს ექსკურსიაზე ბობოლა-მდიდარი იტალიელები მიჰყავდა.ლომბარდიის მთებში გაკეთებული იყო 1 კილომეტრიანი გვირაბი, მატარებელმა მშვიდობიანად ჩაუარა სადგურს და გვირაბში შევიდა, თუმცა იქიდან გამოსული აღარავის უნახავს.პოლიცია, მაშველები და მოხალისეები დიდხანს ეძებდნენ მატარებელს, მაგრამ იგი უკვალოდ გაქრა, იპოვეს მხოლოდ 2 ძლიერ შეშინებული მგზავრი, მათი მონათხრობით გვირაბში შესვლის წინ ჰაერმა ფერი შეიცვალა და რძისფერი გახდა, ისინი დაუყონებლივ მატარებლიდან გადმოხტნენ.ხანგრძლივი ძებნის შემდეგ შეშფოთებულმა იტალიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა საერთოდ ამოექოლათ გვირაბი, ხოლო შემდეგ უკვე პირველი მსოფლიო ომის დროს იგი საბოლოოდ განადგურდა.ამ რკინიგზის ხაზის მაკეტი დღეს მილანის მუზეუმში ინახება…. 1955 წელს ყირიმში საგზაო მუშა უსტიმენკო ამტკიცებდა, რომ დაინახა სამვაგონიანი ორთქმავალი დახურული ფანჯრებით, რომელიც უხმაუროდ მიდიოდა და გზად რამდენიმე ქათამიც გაჭყლიტა… 1991 წელს პოლტავის ოლქში არსაიდან გამოჩნდა სამვაგონიანი მატარებელი დახურული ფანჯრებით და მემანქანის გარეშე, ამ პარანორმალური მოვლენის შესწავლა დაიწყო უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კომისიის თავმჯდომარემ ვ.ლეშჩატიმ.გამოკველევებისას აღმოჩნდა, რომ მატარებელი -მოჩვენება სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში დაუნახიათ, მაგალითად ღამით ლა-მანშის გვირაბში, ყველაზე საინტერსო ისაა, რომ 1840 წელს მეხიკოში უცაბედად გამოჩნდა 104 გიჟი იტალიელი, რომლებიც ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ მატარებლით ჩამოვიდნენ რომიდან. ლეშჩატმა ივარაუდა, რომ მატარებელი სივრცის ხვრელში მოხვდა და დროში მოგზაურობდა.ამასვე ამტკიცებდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი ი.პაცეი.უკანასკნელად 1994 წელს დაინახეს უცნაური მატარებელი-მოჩვენება რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ღამის 23 საათზე, თვითმხილველის თქმით სამვაგონიან შემადგენლობას გვერდზე ყვითლად ლათინური ასოები ეწერა.

 

ესეც ვიდეო (რუსულ ენაზე)

წყარო: intermedia.ge

jabsona

Share a little biographical information to fill out your profile. This may be shown publicly.

მსგავსი ამბები

Back to top button