კულტურა

სკაიპი ბრაუზერებისთბის Beta-Version

cf9bb6493548

არც თუ ისე დიდი ხანი გავიდა რაც Skype for Business გამოუშვა Microsoft-მა, რაც კომპანიის დიდ რელიზად ითვლება, და უკვე ისინი მუშაობენ Skype for Web-ის სრულ ვერსიაზე!

როგორც სათაურიდან ჩანს მომხმარებლებისთვის შესაძლებელი იქნება სკაიპი გამოიყენონ ვებბრაუზერების მეშვეობით. ამით შეუძლია ისარგებლოს იმ ხალხმა, რომელსაც არ დაუყენებია სკაიპის პროგრამა PC-თვის ან სმარტფონისთვის ან უბრალოდ გააჩნია რაიმე პრობლემა პროგრამის დასაყენებლად, ასეთ შემთხვევაში გექნებათ საშუალება უბრალოდ შევიდეთ კომპანიის საიტზე და ვისარგებლოდ პროგრამით უპრობლემოდ.

ამისათვის ჩვენ უნდა შევიდეთ საიტზე www.skype.com, მაგრამ ეს ვერსია ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა, რადგან როგორც მოგახსენეთ სრული ვერსია ჯერ მწყობრში არ არის და კომპანია მუშაობს ამ ყველაფერზე.
Skype for Web – იმუშავებს Internet Explorer 10 (და ზევით), Google Chrome, Firefox და Safari-ზე. თავიდან Video Call-ისთვის აუცილებელი იქნება სპეციალური რეზოლუციის ესე ვთქვათ Plugin-ის დაყენება, თუმცა მომავლისთვის ესეც აღარ იქნება აუცილებლობა.პროგრამის მწყობრში სრულად მოყვანისთვის ალბათ რამოდენიმე თვე დასჭირდებათ რათა ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის მთელი მსოფლიოს გარშემო.

ავტორიზაციის გავლის შემდგომ მომხმარებელი ჩვეულებრივად ნახავთ თავის საკონტაქტო სიას და ნაწერების არქივს (როგორც პროგრამის მეშვეობით)

სკაიპი მაიკროსოფთმა გამოისყიდა 8 მილიარდ დოლარად 2011 წლის 10 მაისს. 2014 წლის მარტში კომპანიამ გაუშვა ინტეგრირებული ვერსია Skype for Outlook.com-ისა, ხოლო 28 აპრილს კომპანიამ განაცხადა რომ ჯგუფური ვიდეო ზარები უფასო გახდებოდა!

Tranced

Tranced

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button