კულტურა

ზემსუბუქი საბრძოლო ავტომობილი ამერიკული სპეცნაზისთვის

00a99bb88d6e
ზემსუბუქი საბრძოლო ავტომობილი ამერიკული სპეცნაზისთვის.

ამერიკულმა სპეცნაზმა მიიღო ახალი საბრძოლო ავტომობილი. მისი განსხვავებითი ნიშნები არის დაცვის არ ქონა, მაღალი მანევრულობა, მართვის სიმარტივე.

ამერიკული კომპანიის – Polaris-ის ქვედანაყოფი, რომელიც აწარმოებს სამხედრო დანიშნულების პროდუქციას, წარმოადგინა თავისი ახალი ნამუშევარი – ზემსუბუქი საბრძოლო მანქანა DAGOR.

deb122b0c28e

იდეიდან მანქანის შექმნამდე განვლო ორ წელზე ნაკლებმა. ექსპერტები აცხადებენ, რომ საბრძოლო მანქანის მართვა მარტივია.

მაღალმანევრირებადი საბრძოლო მანქანა DAGOR იდეალურათაა ოფტიმიზირებული 9 კაცისგან შემდგარი სპეცნაზისთვის. კაბინაში მძღოლის გარდა თავსდება ოთხი ადამიანი, კიდევ ოთხი შეიძლება დაჯდეს მანქანის უკანა ნაწილში. ასევე თუკი საჭირო გახდება შესაძლებელია დამატებით ტყვიამფრქვევის დაყენება.

f049c7e37487

საბრძოლო მანქანას აქვს დიზელის ბენზინზე მომუშავე ძრავა. ავტომობილის წონა აღჭურვილ მდგომარეობაში შეადგენს 2040 კილოგრამს. ავტომობილი სიგრძე საშუალებას იძლევა გადაიტანო DAGOR-ის სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენით CH-47 “ჩინუკი”.

05ef49ccd7a3

ამ საბრძოლო მანქანის გადატანა თოკებით შესაძლებელია ვერტმფრენ UH-60 “ბლექ ჰოუკითაც”. DAGOR-ის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა – შესაძლებლობა ჩამოაგდო მანქანა ვერტმფრენიდან პარაშუტებით.

ავტომობილის შემქმნელებს მოუწიათ უარი ეთქვათ დაცვაზე მობილურობის და მანევრირებადობის სანაცვლოდ, ამიტომაც ლეგენდარული Hummer-ისგან განსხვავებით, საბრძოლო მანქანა DAGOR-ს არ აქვს ჯავშანი. მანქანას შეუძლია გადაიტანოს 1,5 ტონა ტვირთი 800 კილომეტრზე.

313a47e4ab0e

DAGOR პირველად მოქმედებაში ჩაეშვება ნოემბერშივე. პროექტი შემქმნელებს დაუჯდათ 10 მილიონი ამერიკული დოლარი, ხოლო ავტომობილი ღირებულება შეადგენს 149 ათას ამერიკულ დოლარს.
bd0c216b25ab

მსგავსი ამბები

Back to top button