ვირუსების შესახებ
ვირუსების შესახებ …
ვირუსები
ვინ იყო ის ვინც ესე ააფორიაქა კომპიუტერული სამყარო? 1982 წლის ივლისში გავრცელდა ვირუსი სახელად: Elk Cloner რომელიც დაწერილი იყო Apple II – ის პლატფორმისთვის , ვირუსის ავტორი კი 15 წლის Rich Skrenta იყო.
Elk Cloner გამოირჩეოდა ვიზუალური გამოხატვებით: ყოველ ორმოცდამეათე ჩატვირთვაზე ის აჩვენებდა ლექსს სათაურით
«Elk Cloner: The program with a personality»: «It will get on all your disks. It will infiltrate your chips. Yes it’s Cloner! It will stick to you like glue. It will modify RAM too. Send in the Cloner!» («Elk Cloner — ეს უნიკალური პროგრამაა. ის აღწევს თქვენს ყველა დისკეტაში. გაფილტრავს თქვენს ჩიპებს. ოხ კი, ეს Cloner-ი. ის მოგეკრობათ თქვენ როგორც წებო. პროგრამას აგრეთვე შეუძლია შეცვალოს RAM. შემოუშვით თქვენთან Cloner-ი»).
ფრედ კოენი – რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო რომელიც იკვლევდა ვირუსების ფენომენს რომელმაც ვირუს მარტივი განმარტება მისცა: „პირველ რიგში ისინი თვითგამრავლებადი პროგრამებია“.
ყველაზე აქტიურად ვირუსების გავრცელება ხდება ინტერნეტით სხვადასხვა არასანდო საიტების, ელ. ფოსტის მეშვეობით და ა.შ.
ასევე ვირუსები ვრცელდება დისკური მოწყობილობების საშუალებით (Flash/Floppy/CD/DVD).
ვირუსების გავრცელების ერთ-ერთი სახეობა არის სხვადასხვა პროგრამების საშუალებით გავრცელება, როგორ? ვირუსები აზიანებს პროგრამის .exe ან .com გაფართოების ფაილებს რადგან ვირუსისთვის ყველაზე ხელსაყრელ, დასამალ ადგილს წარმოადგენს – „სხვა პროგრამა“.
ვირუსის „მიმაგრება“ შესაძლებელია როგორც .exe ან .com – ზე, ინტერნეტ სკრიპტებზე და flash ანიმაციებზე მაგრამ ვირუსები არ ვრცელდება სურათის, მუსიკის ან ვიდეო გაფართოების ფაილებით.
ასევე არის მაკროვირუსები – რომლებიც დაწერილია პროგრამირების ენაზე VBA, რომლებიც Microsoft Office – პროგრამული პაკეტი. მაკროვირუსები კი დაყვება Microsoft Office-ის დოკუმენტებს (.DOC, .XLS და ა.შ.)
აქვე უნდა ავღნიშნოთ ისიც რომ .exe გაფართოებაზე მიმაგრებული ვირუსების პოვნა არც თუ ისე ძნელია უკვე ანტივირუსილი პროგრამებისთვის, ასევე კასპერსკის ლაბორატორიის კვლევით კი ძალიან დაბალი პროცენტული მაჩენებელია იმ ვირუსებისა რომლებიც უკვე .exe გაფართოებას ეკვრება.
პროცენტული შემცირება .exe გაფართოებაზე მიმაგრებული ვირუსებისა დაიწყო 90-იან წლებში, როდესაც უკვე ვირუსები გარდაიქმნა ცალკე დამოუკიდებელ პროგრამებად.
Windows95 – ის გამოშვების შემდეგ Microsoft – მა განაცხადა რომ, Windows დაცულია და ბოლო მოეღო DOS ვირუსებსო მაგრამ ამაოდ…
მაგ: 1995-199 ინტერნეტში გავრცელდა Win95.CIH, რომელიც აზიანებდა BIOS-ს რის შედეგადაც მილიონობით კომპიუტერი გამოიყვანა მწყობრიდან.
ასევე არსებობს ვირუსები რომლებიც ლოკალურ ქსელში ვრცელდება, მაგ: 2003 წელს გავრცელდა ვირუსი Blaster – რომელიც ვრცელდებოდა ლოკალურ ქსელში.