საკითხავისასარგებლოსურათები

Guernica (გერნიკა, პაბლო პიკასო)

guernica3
გერნიკა (1937) ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია. ისევე როგორც სხვა ცნობილი ნამუშევრები ხელოვნებისა, პიკასოს გერნიკას მნიშვნელობა არ არის იმდენად ცხადი, რომ დაუყოვნებლივ ამოვიცნოთ იგი. საყურადღებო ანალიზი და ინტერპრეტაცია ნახატისა ააშკარავებს ესპანეთის, ომისა და ყველაზე უფრო ხარების ბრძოლის მნიშვნელოვანობას პიკასოს გერნიკაში.
მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მის ნახევრამდე, აღმასვლას აბსტრაქციონიზმსა და კუბიზმსა დაემთხვა პოლიტიკური და კულტურული უწესრიგობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ერთმა მხატვარმა, კერძოდ პაბლო პიკასომ, აჩვენა კავშირი ხელოვნების ორ ასპექტს შორის: სტილი და გზავნილი. როგორც პატივსაცემი და დაფასებული მხატვარი, პიკასოს ნამუშევრებს განიხილავდნენ, რათა აღმოეჩინათ მოსაზრებები, რომლებსაც პიკასო დებდა ნახატებში. ერთ-ერთ მის ყველაზე ცნობილ ნახატში, გერნიკაში იყენებს რიგ სიმბოლურ სურათებს ისევე, როგორც კუბურ სტილს, რათა შექმნას ხანგრძლივი ტილო, რომელიც გამოხატავს მის საკუთარ ომის საწინააღმდეგო შეგრძნებას მაყურებლის წინაშე. ბოლო სამოცი წელია, რაც ნახატი უამრავი გასხვავებული დავის საგანი და მიზეზია, მას შემდეგ რაც მკვლევარები დავობენ მის დახვეწილობაზე და ტილოს დაუხვეწაობას პიკასოს დასურათებულ სტილს აბრალებენ. ყოველშემთხვევაში, ერთი გზავნილი, რომელიც არასოდეს არ ხდება დავის საგანი არის მხატვრის პროტესტი ომისა და მისი ანარეკლის შედეგი, მხატვრის განცდები.
1930იანი წლების ესპანეთი ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიო მნიშვნელოვანი ცვლილებების ზღვარზე იდგა. დეკადის დასასრულს, სამოქალაქო ომი გაჩაღდა ნაციონალისტებსა და რესპუბლიკელებს შორის, რომელმაც მოიცვა მთელი ქვეყანა და გაანადგურა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე. მოსახლეობა გაიყო, ხალხი ბრუტალურად იდევნებოდა, მიუხედავად იმისა, რომელ მხარეს იდგა, მათ აწამებდნენ და კლავდნენ პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების გასხვავებულობის გამო. 1937 წელს მორღვეულმა ესპანურმა რესპუბლიკურმა მთავრობამ დაავალა პაბლო პიკასოს, ერთ ერთ ყველაზე პატივსაცემ მხატვარს იმ დროისა, რომ შეექმნა ნამუშევარი ომის დამანგრეველი ძალის დასასაბუთებლად იმ გამოფენისთვის, რომელიც პარიზში იმართებოდა. პიკასომ, რომელიც ღრმად იყო შეძრული იმ საშინელებათა ხილვით, რაც მის ქვეყანაში ხდებოდა, დაატა შავ-თეთრი ნახატი ესპანური ქალაქისა, გერნიკა, რომელიც იბომბება გერმანული ძალების მიერ 1937 წელს. „გერნიკა“ გახდა სიმბოლო ესპანური გამოფენისა საფრანგეთში და ერთ-ერთი უძლიერესი გამომხატველი ომის საწინააღმდეგო სენტიმენტებისა მეოცე საუკუნის პირველ წლებში.
„სურათის გამოქვეყნების შემდეგ 1937 წლიდან, დაუსრულებელი კამათი დაიწყო იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს პაბლო პიკასოს „გერნიკა“….“ თავის სტატიაში, „“გერნიკა“: გამოსახულების აპოკალიფსი“, კეტლინ ბრენერი განიხილავს პიკასოს გარშემო ატეხილი განხილვისა და კამათის მნიშვნელობას. მისი აზრით, კამათი წარმოშვა იმ ფაქტმა, რომ ნახატი სინამდვილეში არ ასახავს ბასკების ქალაქის დაბომბვის სცენას და რომ წარმოშობს გაუგებრობასა და კამათს. მართალია ნახატი გაურკვეველ გზავნილს შეიცავს, ის მაინც ესპანური ქალაქის დაბომბვის სცენას გამოხატავს, რაც ნახატის სახელით მტკიცდება და შეუსაბამობის მცირე ნაპრალს თუ ტოვებს ჩვენთვის. ის, რაც განხილვის ღირისა, არის ნამუშევრის სიმბოლოები, უფრო ზუსტად ცხოველების გამოსახულებები. კამათი, რომელიც ნახატის გამოჩენასთან ერთად დაიწყო 1937 წელს, დღესაც არ დასრულებულა.
ასევე სტილიც არის გზავნილის დიდი კომპონენტი ნახატში. პიკასო ჟორჟ ბრაკთან ერთად ითვლება კუბიზმის დამაარსებლად. კუბიზმი არის სტილი ხელოვნებისა, რომელსაც გადმოაქვს გეომეტრიული ფიგურების ერთობლიობა აბსტრაქტულ დიზაინში. პიკასოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კუბიზმის მიმდინარეობის ნამუშევარს წარმოადგენს გერნიკა.

„მთელი ჩემი ცხოვრება როგორც მხატვარი არაფერს არ ვაკეთებდი, გარდა განგრძობადი ბრძოლისა ხელოვნების სიკვდილის წინააღმდეგ. ნახატში, რომელსაც მე ვხატავ – რომელსაც მე გერნიკას ვუწოდებ – მე გამოვხატავ ზიზღს სამხედრო კასტის მიმართ, რომელმაც მოიცვა მთელი ეპანეთი ტანჯვისა და სიკვდილის ოკეანეში“ – პაბლო პიკასო

გერნიკა: ანტი საბრძოლო ნახატი
როგორც პიკასოს სიტყვები გვთავაზობს, „გერნიკა“ ძირითადად სამხედრო სურათია, რომელიც გვთავაზობს ვიზუალურ აღქმას ომის დამანგრეველი და ქაოტური გავლენისა ქალებსა და კაცებზე, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით უდანაშაულო მოქალაქეების ცხოვრებაზე, პიკასომ ხატვა „გენიკას“ ხატვა 1937 წელს დაასრულა, წელი პოლიტიკური მღელვარებისა არამარტო ესპანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. მეორე მსოფლიო ომი რამდენიმე წელიწადში დაიწყება და გაანადგურებს ევროპის კონტინენტს. „გერნიკაში“ ჩვენ ვხედავთ რამდენიმე მსხვერპლს, რომელთაგან ზოგი კიდევ ცოცხლია, ზოგი – მიცვალებული, დაბომბვისა. ფიგურა, რომელიც გულაღმაა გაწოლილი სურათის წინა პლანზე მიცვალებულს ჰგავს და მას გარს შემოხვეულ ადამიანებს თავები უკან გადაუგდიათ და აგონიაში მყოფნი ტირიან. ფიგურა მარცხნივ დედაა, რომელიც საკუთარ შვილს ეჭიდება, რომელიც სავარაუდოა, რომ დაბომბვის დროს დაიღუპა.
„გერნიკა“ გავლენა და კუბიზმი
ქაოსი, რომელიც გამოწვეულია ევროპის პოლიტიკური არამდგრადობით აშკარაა კომპოზიციაში „გერნიკა“, ადამიანები და ცხოველები ერთად არიან თავმოყრილნი დამსხვრეული გეომეტრიული ფიგურების უკანა ხედთან ერთად, რაც კუბიზმს მოგვაგონებს. მაშინ, როცა კრიტიკოსებს სიამოვნებთ პიკასოს „ვარდისფერი“ ან „ლურჯი“ პერიოდების განხილვა და მასზე მსჯელობა, ყველაზე ერთფეროვან ნახატში „გერნიკა“ პიკასო იყენებს დომინანტურ ფერად შავს, მოგვაგონებს თვით სიკვდილს. პიკასოს „გერნიკაზე“ უფრო მეტად სავარაუდოა, რომ გავლენა მოეხდინა სხვა ესპანელ მხატვარს, ფრანჩესკო დე გოიას, რომელიც ხშირად ხატავდა არამარტო ომის შინაარსის სურათებს, არამედ ხარების ბრძოლასაც. როგორ ახდენს გავლენას ხარების ბრძოლა ნახატის მნიშვნელობაზე?
გერნიკა და ტრადიციული ესპანური ხარების ბრძოლის სიმბოლო

ადამიანები და ცხოველები თანაბარ წერტილში, საყრდენზე არიან, რითაც მხატვარი არამარტო გამოხატავს თანადროულ სისასტიკესა და არაჰუმანურობას ადამიანებისას ომიანობის პერიოდში, არამედ ასევე, ცხოველურ რეაქციას, რომ ყველა ცოცხალი არსება, ცხოველები და ადამიანებიც, იზიარებენ შიშსა და სიკვდილს. მაგრამ ორ ცხოველს „გერნიკაში“, ხარი და ცხენი, უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ვიდრე ზემოთქმულია.
უკავშირდება თუ არა როგორღაც პიკასოს „გერნიკა“ ხარების ბრძოლას? „გერნიკას“ შეიძლება მივანიჭოთ „საბრძოლო სურათის“ კლასიფიკაცია, მაგრამ ნახატი ასევე შეიცავს ბევრ სიმბოლოს ხარის, ცხნისა და კაცის ჩათვლით, რომელსაც ხელში ხმალი უჭირავს და რაც წარმოუდგენლად ზუსტად და ეჭვის აღუძრელად ერგება ტრადიციულ ხარების ბრძოლას, უფრო მაშინ, თუ გავიხსენებთ პიკასოს გვიანდელ ნამუშევარს “Tauromaquia” (1957). ხარი ესპანეთის არაოფიციალური ეროვნული სიმბოლოა, ხოლო ხარების ბრძოლა ტრადიციული წარსული ან სანახაობრივი სპორტი. ასე რომ, ხარების ბრძოლა „გერნიკას“ სიმბოლურად განსაკუთრებით აკავშირებს ეროვნულ მნიშვნელობასთან.
მიუხედავად ზემოთქმულისა, პიკასოს გერნიკა არ გამოხატავს ტრადიციულ ესპანურ ხარების ბრძოლას, რომელიც შეიძლება ვნახოთ „ეროვნულ“ მხატვრებთან. იმის მაგივრად, რომ პიკასოს გამოეხატა გამარჯვებული მატადორი, რომელიც თავს უხრის მაყურებელს დამარცხებული ხარის ფერხთით, „გერნიკაში“ ხარი მყარად დგას ტილოს მარცხენა მხარეს მაშინ, როცა მატადორი მკვდარი წევს წინა პლანზე, ხმალი ან შუბი, რომელიც მას უნდა გამოეყენებინა ხარის მოსაკლავად ხელში ჩაატყდა. დაცემული მატადორის მსგავსად მისი ცხენიც ასევე მომაკვდავად წევს და გამოუთქმელ ტანჯვას განიცდის. მხოლოდ ხარია მშვიდი „გერნიკაში“, სხვა ფიგურები მიმართულნი არიან ხარისკენ, წარმოუდგენლად მშვიდი ცენტრისკენ საბრძოლო სურათისა, ტილოს მარცხენა მხარეს.
„თუ მისცემთ მნიშვნელობას კონკრეტულ ფიგურებს ჩემს ნახატებში, შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ არ არის ჩემი იდეა, რომ მათ რაიმე იდეა შეიძინონ. რა იდეები და დასკვნებიც თქვენ გამოგაქვთ, იმავე დასკვნამდე მეც მივდივარ, მაგრამ ინსტინქტურად, შეუგნებლად. მე ვხატავ მხატვრობისთვის. მე ვხატავ საგნებს იმისთვის, რაც ისინი არიან სინამდვილეში.“ – პაბლო პიკასო.
ინტერპრეტაცია და მნიშვნელობა ნახატისა „გერნიკა“
მიუხედავად იმისა, რომ პიკასოს არ მოსწონდა მისი ხელოვნების „მნიშვნელობის“ განხილვა, რთულია უარყო „გერნიკაში“ ეროვნული სიმბოლიზმი. მაშინ როცა არაოფიციალური სიმბოლო პიკასოს სამშობლოსი, ყველაზე სიცოცხლით სავსე ფიგურა „გერნიკაში“, ხარი, რომელიც თვითონ ესპანეთის სიმბოლოცაა, ჯერ კიდევ „ფეხზეა“ ასეთი სასტიკი შემოტევის შემდეგაც კი. მაშინ, როცა ხარი გამარჯვებული და მოზეიმეა ნახატში, საერთო ხასიათი ნახატისა უფრო ნაკლებად ოპტიმისტურია, ქაოსთან და ცივილიზაციის სასტიკ მმართველობასთან ერთად, განსაკუთრებით მაშინ, როცა გერნიკა დაბომბეს. სურათს ასევე ამძიმებს ნათურის ინტერპრეტაცია, რომელიც ხშირად ღმერთთან ასოცირდება. დროის გასვლის შემდეგ, ღმერთმა სახე იცვალა და თუ ის კარავაჯოსთან თევზის ჩრდილის სახით გვევლინება, „გერნიკას“ შემთხვევაში ის ნათურაა, რომელიც შეიძლება ჩააქრო.

 

წყარო:

1. eleanormershon.wordpress.com

2.legomenon.com

მსგავსი ამბები

Back to top button