საკითხავისამხედროსასარგებლო

10 ლეგენდარული და გავლენიანი მაფიოზი


10 ლეგენდარული და გავლენიანი მაფიოზი.

ალ კაპონე (1899-1947)

კრიმინალური სამყაროს ლეგენდა და ისტორიაში ყველაზე ცნობილი ბოსი-მაფიოზი. ის იყო კრიმინალური ამერიკის ღია წარმომადგენელი. მისი საქმიანობის სფერო იყო *ბუტლეგერობა, პროსტიტუცია და სათამაშო ბიზნესი. ცნობილია როგორც კრიმინალური სამყაროსთვის ყველაზე სასტიკი და მნიშვნელოვანი დღის ორგანიზატორი – ხოცვა-ჟლეტვა წმინდა ვალენტინის დღეს, როდესაც დახოცეს ირლანდიური ბანდის – ბაგსა მორანის წევრი შვიდი ყველაზე გავლენიანი განგსტერი, მათ შორის ბანდის ბოსის მარჯვენა ხელი. ალ კაპონემ პირველმა შემოიღო გაგება “რეკეტი” და წარმატებით იყო დაკავებული ამ საქმით, ამით მან მაფიის ახალი საქმიანობის ვექტორს დაუდო საფუძველი. ზედმეტსახელი “შრამიანი სახე” ალფონსომ მიიღო ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში, როდესაც მუშაობდა საბილიარდო კლუბში. მან საკუთარ თავს მისცა უფლება, რომ სასტიკი კრიმინალი ფრენკი გალუჩიოს ცოლისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა, რის შემდეგაც მოხდა ჩხუბი ბანდიტებს შორის, სწორედ ამ დროს მან მიიღო ეს ცნობილი შრამი მარცხენა ყბაზე დანით. ალ კაპონე იყო ყველაზე გავლენიანი ადამიანი და ყველას შიშის ზარს სცემდა, მათ შორის მთავრობასაც, რომელმაც შეძლო მისი ციხეში ჩასმა გადასახადების გადაუხდელობის გამო.

ლაკი ლუჩიანო (1897-1962)

წარმოშობით სიცილიიდან, ლაკი ამერიკაში გახდა კრიმინალური სამყაროს ფუძემდებელი. მისი ნამდვილი სახელი არის ჩარლზი, ლაკი ნიშნავს “იღბლიანს”, მას ეს ზედმეტსახელი შეარქვეს მას შემდეგ, როდესაც ის გადმოიყვანეს ცარიელ გზატკეცილზე, აწამეს, სცემეს, დაჭრეს, სახე სიგარეტით დაუწვეს და ამის შემდეგ ის ისევ ცოცხალი დარჩა. ისინი ვინც ლაკი აწამეს იყვნენ მარანზანოს განგსტერები, მათ აინტერესებდათ სად მდებარეობდა ნარკოტიკით სავსე საცავი, მაგრამ ლაკი ხმას არ იღებდა. წარუმატებელი წამების შემდეგ მათ დასისხლიანებული, სიცოცხლის ნიშნების არ მქონე სხეული გზაში, ეგონათ, რომ ლუჩანო მკვდარია, 8 საათში ის იპოვა საპატრულო მანქანამ და წაიყვანა. მას დაადეს 60 ნაკერი, ის გადარჩა. ამის შემდეგ ზედმეტსახელი “იღბლიანი” შერჩა მას საუკუნეები. ლაკი ჩამოაყალიბა “დიდი შვიდეული” – ბუტლეგერებისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებსაც ის იცავდა მთავრობისგან. ლაკი გახდა “კოზა ნოსტრის” ბოსი, რომელიც აკონტროლებდა ყველა საქმიანობას კრიმინალური სამყაროში.

პაბლო ესკობარი (1949-1993)

ყველაზე სასტიკი კოლუმბიელი ნარკობარონი. ის შევიდა ისტორიაში როგორც XX საუკუნის ყველაზე სასტიკი კრიმინალი და ყველაზე მსხვილი ნარკოკარტელის ბოსი. მას და მის კარტელს გადაჰქონდა კოკაინი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში, განსაკუთრებით ამერიკაში – გრანდიოზული მასშტაბებით, ზოგჯერ ათობით კილოგრამი თვითმფრინავებით. მთელი თავისი საქმიანობის მანძილზე, როგორც ნარკოკარტელის ბოსი ის ეჭმიტანილია 200-ზე მეტი მოსამართლის და პროკურორის მკვლელობაში, 1000-ზე მეტი პოლიციელის და ჟურნალისტის მკვლელობაში, საპრეზიდენტო კანდიდატების, მინისტრების, გენპროკურორების. 1989 წლისთვის ესკობარის ქონება შეადგენდა 15 მილიარდ დოლარზე მეტს.

ჯონ გოტი (1940-2002)

ჯონ გოტი იყო ცნობილი ფიგურა, ის უყვარდა პრესას. მრავალი ბრალდება ნიუ-იორკის წესრიგისდამცველი ორგანოების მიერ მუდმივად წარუმატებლად სრულდებოდა, გოტი გაურბოდა სასჯელს დიდიხანი. ზედმეტსახელი “ელეგანტური დონი” მან მიიღო მას შემდეგ რაც დაიწყო მხოლოდ მოდური კოსტიუმების ჩაცმა და ძვირფასი ჰალსტუხების გაკეთება. ჯონ გოტი იყო გამბინოს ოჯახის ბოსი 1985 წლიდან. მისი მმართველობის დროს ეს ოჯახი იყო ერთ-ერთი გავლენიანი.

კარლო გამბინო (1902-1976)

სწორედ, რომ გამბინომ ჩამოაყალიბა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახი კრიმინალური ამერიკაში. მას შემდეგ რაც მათ მოიქციეს თავიანთ კონტროლ ქვეშ მაღალი საშემოსავლო სფეროები, მათ შორის არაკანონიერი ბუტლეგერობა, სახელმწიფო პორტი და აეროპორტი. გამბინოს ოჯახი გახდა ერთ-ერთი უძლიერესი სხვა 5 ოჯახს შორის. კარლომ აუკრძალა თავის ხალხს ნარკოტიკებით ვაჭრობა, რადგან ჩათვალა ეს ბიზნესი საზოგადოების ყურადღებისთვის ძალიან მიმზიდველად. ძალის პიკში გამბინოს ოჯახი ითვლიდა 40 ჯგუფზე და გუნდზე მეტს, ოჯახი აკონტროლებდა ნიუ-იორკს, ლას-ვეგასს, სან-ფრანცისკოს, ჩიკაგოს, ბოსტონს, მაიამის და ლოს-ანჯელესს.

მეირ ლანსკი (1902-1983)

მეირი დაიბადა ბელორუსიაში, ქალაქ გროდნოში. რუსეთის იმპერიას გაქცეული ის გახდა აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი და ქვეყნის კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი. ის ითვლება “ეროვნული კრიმინალური სინდიკატის” შემოქმედად და შტატებში სათამაშო ბიზნესის მშობელად. მეირი იყო უმსხვილესი ბუტლეგერი “მშრალი კანონის ეპოქაში”.

ჯოზეფ ბონანო (1905-2002)

ბონანოს ოჯახის პატრიარქი და ყველაზე მდიდარი მაფიოზი ისტორიაში. ჯოზეფის მართვის ისტორია, რომელსაც ეძახდნენ “ბანანიან ჯოს” ითვლის 30 წელს, ამ პერიოდის შემდეგ ბონანო ნებაყოფლობით გავიდა პენსიაზე და ცხოვრობდა თავის პირად უზარმაზარ სასახლეში. კასტემალარეზეს ომი, რომელიც გაგრძელდა 3 წელი არის ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი მოვლენა კრიმინალურ სამყაროში. საბოლოო ჯამში ბონანომ ჩამოაყალობა კრიმინალური ოჯახი, რომელიც დღემდე არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

ალბერტო ანასტაზია (1902-1957)

კრიმინალური ამერიკის ხუთი მაფიოზური კლანის ერთ-ერთი ბოსი. გამბინოს ოჯახის უფროსი, ალბერტ ანასტაზია, მას ჰქონდა ორი ზედმეტსახელი – “მთავარი ჯალათი” და “გიჟი მექუდე”, სხვათაშორის პირველი მას შეარქვეს იმის გამო, რომ მისი დაჯგუფების – “მკვლელების კორპორაციის” ანგარიშზეა დაახლოებით 700 მკვლელობა. ის იყო ლაკი ლუჩიანოს ახლო მეგობარი, რომელსაც თვლიდა თავის მასწავლებლად. სწორედ, რომ ანასტაზია დაეხმარა ლაკის, რომ თავის ხელში ჩაეგდო კრიმინალური სამყარო, ის ხოცავდა ლაკისთვის სხვა ოჯახების ბოსებს.

ვინსენტ ჯიგანტე (1928-2005)

1981 წლიდან ხელმძღვანელობდა ჯენოვეზეს ოჯახს, როდესაც ყველას ეგონა ოჯახის მმართველი ანტონიო სალემორო. ვინსენტს უწოდეს “დაქნეული ბოსი”, რბილად, რომ ვთქვათ მისი არაადეკვატური ქცევების გამო. ჯიგანტეს ადვოკატებს 7 წლის განმავლობაში მოჰქონდათ ცნობარები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ის არის გიჟი, ამგვარად მას ციხეში აღარ სვამდნენ. ვინსენტის ხალხი აკონტროლებდა კრიმინალს ნიუ-იორკში და ამერიკის სხვა უმსხვილესი ქალაქებში.

ერიბერტო ლასკანო (1974-2012)

ერთ დროს უმსხვილესი ნარკოკარტელის უფროსი მექსიკაში, რომლის სახელიც არის ლოს-ზეტასი. 17 წლის ასაკში ის მოხვდა მექსიკურ არმიაში, ხოლო შემდეგ კი მუშაობდა სპეციალურ ქვედანაყოფში, რომელიც ებრძოდა ნარკოკარტელებს. ერიბერტო გადავიდა ნარკოტიკებით მოვაჭრეების მხარეს მას შემდეგ რაც ის აიყვანეს კარტელ გოლფოში. ლოს-ზეტასი – კერძო დაქირავებული ჯარი, რომელიც აიყვანა ორგანიზაციამ მოგვიანებით გახდა უმსხვილესი ნარკოკარტელი მექსიკაში. ერიბერტო სასტიკად უსწორდებოდა თავის კონკურენტებს, რის გამოც კრიმინალურ დაჯგუფებას მისცეს ზედმეტსახელი – “ჯალათები”.

*ბუტლეგერი – სპირტიანი სასმელების არაკანონიერი მოვაჭრე.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close