გართობაკულტურა

კონკურსი 3 (გამარჯვებული გამოვლინდა)

da7b2f3c3b32
უკვე მზად ხართ მესამე კონკურსისთვის? მაშ შემოდით = ) თამაში დასწრებაზეა, ასე რომ..

წინასწარ შეგახსენებთ, რომ გაიმარჯვებს ის, ვინც პირველად სწორად უპასუხებს მოცემულ დავალებას. პასუხების მიღება ხდება კომენტარების სახით.

mj1hi

რაც შეეხება პრიზს, როგორც იცით ჩვენი სპონსორი გახლავთ სვუპი.. იგივე swoop.ge, იგი ქართველ მომხმარებელს ახალ და საინტერესო სერვისს სთავაზობს.. მომხმარებლებს წარმოუდგენელი ფასდაკლებით შეუძლიათ შემოთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა. დღევანდელი გათამაშებისთვის სწორედ სვუპმა დააწესა პრიზი: ეს გახლავთ 51 ლარის ღირებულების საფირმო კერძი”ძველი მცხეთა” რესტორან ძველ მცხეთაში. რესტორანი მდებარეობს სვეტიცხოველთან ძალიან ახლოს, გთავაზობთ კერძებისა და სასმელების ფართო ასორტიმენტს, რომელთა გასინჯვისა და დაგემოვნების საშუალება, როგორც დახურულ სივრცეში ისე ეზოში მდგარ თანამედროვე ფაცხებში შეგიძლათ ულამაზესი ხედის თანხლებით.

432351bd267c

077bbb8c45af

არ დაგავიწყდეთ, რომ როცა გამარჯვებულს გამოვაცხადებთ, და ეს თქვენ იქნებით.. უნდა მოგვწეროთ სახელი და გვარი, ამასთანავე იმეილიც!

სამივე გამოცანაზე პასუხი აუცილებლად უნდა დაწეროთ ერთ კომენტარში. მხოლოდ ერთ ან ორ გამოცანაზე პასუხები არ განიხილება!!

საკონკურსო დავალებები

პირველი გამოცანა

5 ძმაკაცი სამწუხაროდ ერთნაირი გულმავიწყი აღმოჩნდა. მას შემდეგ რაც დაავიწყდათ შეყვარებულების დაბადების დღეების მილოცვა, ასევე რამდენჯერმე პაემანზეც დააგვიანეს, რა თქმა უნდა არც ისე კარგ დღეში ჩავარდნენ, რადგანაც გოგონები საშინლად გაბრაზდნენ. სიტუაციის გასანეიტრალებლად ძმაკაცებმა გადაწყვიტეს ახალი დღე დაეწესებინათ, და მართლაც მოიფიქრეს, ერთ ჩვეულებრივ დღეს დაარქვეს შეყვარებულთა დაფასების დღე და დაპატიჟეს გოგონები პაემანზე. თითოეული მათგანი შეხვედრაზე მივიდა სხვადასხვა საჩუქრით, სხვადასხვა ფერის ვარდებით. ამასთანავე შეყვარებულს თითოეული განსხვავებულ ადგილას შეხვდა.

ამოიცანით ვინ ვისი შეყვარებული იყო, ვინ ვის რა საჩუქარი აჩუქა, რა ფერის ვარდები და სად იყო თითოეულის პაემანი.

ბიჭების სახელები: ვუდენა, სურმანა, ხერგო, ბაკო, კემო.
გოგონების სახელები: ციალა, მაყვალა, დუდუხანა, ფუჩქი, მიმოზა.
საჩუქრები: სამაჯური, ტკბილეული, აიპოდი, ყელსაბამი, ბეჭედი.
ვარდების ფერი: შავი, ვარდისფერი, თეთრი, წითელი, ყვითელი.
შეხვედრის ადგილი: კალათბურთის მატჩი, რესტორანი, საციგურაო მოედანი, კინოთეატრი, თეატრი.

1) 5 ძმაკაცი არიან: კემო, ასევე ბიჭი,რომელმაც თავის შეყვარებულს ბეჭედი და წითელი ვარდები მიართვა, მესამემ გოგონას ვარდისფერი ვარდები მიუტანა, მეოთხე ფუჩქის კინოთეატრში ესაუბრებოდა, მეხუთემ კი გოგონა საციგურაო მოედანზე წაიყვანა.

2) შეყვარებული გოგონები არიან: ციალა (რომელიც კალათბურთის თამაშზე არ ყოფილა), კიდევ მეორე გოგონა,რომელმაც ბეჭედი მიიღო, მაყვალა–რომლისთვისაც სამაჯური არ უჩუქებიათ, მეოთხე გოგონა,რომელიც ვუდენას შეყვარებული გახლდათ, მეხუთე გოგონამ კი მიიღო ტკბილეული და ყვითელი ვარდები.

3) კინოთეატრში შეყვარებული წაიყვანა ან სურმანამ, ან კემომ(კემოს შეყვარებულისთვის ყელსაბამი არ უჩუქებია).

4) მიმოზა და ვუდენას შეყვარებული (მას არ მიუღია საჩუქრად ყელსაბამი) წავიდნენ ერთი თეატრში და მეორემ თეთრი ვარდები მიიღო.

5) არც ბაკოს და არც ხერგოს(რომლის შეყვარებული არ არის ციალა) კალათბურთის მატჩზე არ წაუყვანიათ გოგონები.

მეორე გამოცანა

ერთ დღეს ირი შეხვდა კაკიას და თურმანას. ეს ორი მეტად უცნაური ადამიანი გახლდათ, კაკია იტყუებოდა ყოველ ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს, დანარჩენ დღეებში კი სიმართლეს ამბობდა. თურმანა იტყუებოდა ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს, დანარჩენ დღეებში კი ტყუილს ვერ დააცდენინებდით.

ირის კაკიამ უთხრა: იცი,მე გუშინ მოვიტყუე.
თურმანამ დააყოლა: მეც.

გამოიცანით, რა დღე იყო,როცა ირიმ ნახა თურმანა და კაკია?

მესამე გამოცანა

თქვენი დავალებაა ამოიცნოთ თუ რა არის სურათზე გამოსახული.. ახლო კადრია.. ასე რომ დაუკვირდით, რა შეიძლება იყოს?
სურათის გასადიდებლად დააკლიკეთ ზედ.

0916bdbf36f7t

კონკურსი დასრულდა, გამარჯვებული გახლავთ Saba Gogolidze.

სწორი პასუხები იყო:

პირველი გამოცანა:

ვუდენა, დუდუხანა, სამაჯური, თეთრი ვარდი, საციგურაო მოედანი.

სურმანა, ფუჩქი, ტკბილეული, ყვითელი ვარდი, კინოთეატრი
ხერგო, მიმოზა, ბეჭედი, წითელი ვარდები,თეატრი.
ბაკო, ციალა, ყელსაბამი, ვარდისფერი ვარდი, რესტორანი.
კემო, მაყვალა, აიპოდი,შავი ვარდი, კალათბურთის მატჩი.

მეორე გამოცანა: ხუთშაბათი
მესამე გამოცანა: ელვა შესაკრავი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button