გართობაუცნაური

ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე მუხიკა: სასახლის, კორტეჟების და დაცვის გარეშე

216308fc7cc7
ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე მუხიკა: სასახლის, კორტეჟების და დაცვის გარეშე.

თუკი ვინმეს შეუძლია იამაყოს იმით, რომ ის იძლევა ასკეტიზმის მაგალითს სასტიკი ეკონომიის ეპოქაში, ეს არის უდავოდ ხოსე მუხიკა, ურუგვაის პრეზიდენტი, რომელმაც უარი თქვა სახელმწიფო სასახლეზე და ამჯობინა ფერმერული სახლი.

ხოსე მუხიკა სწირავს ქველმოქმედებას თავისი ხელფასის 90%-ს, რომელიც შეადგენს 12 ათას დოლარს თვეში. ურუგვაის პრეზიდენტი ცხოვრობს მოკრძალებულ ფერმაში თავის ცოლთან ერთად და მოყავს ბოსტნეული. მუხიკას სატრანსპორტო საშუალება არის ძველი 1987 წლის “ხოჭო ფოლკსვაგენი”, რომელსაც თვითონვე ატარებს.

ხოსე მუხიკას არანაირი ანგარიშები არ აქვს ბანკებში, მაგრამ საკუთარ თავს არ თვლის ღარიბად. “მე მეძახიან ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს, მაგრამ მე ღარიბად არ ვგრძნობ თავს. ღარიბები ეს ისინი არიან, რომლებიც მუშაობენ მხოლოდ იმისათვის, რომ იცხოვრონ კომფორტში. მათ ყოველთვის უფრო და უფრო მეტი უნდებათ”.

მუხიკა ურუგვაის პრეზიდენტად აირჩიეს 2010 წელს. 1960-70-იან წლებში ის იყო პარტიზანული მოძრაობის “ტუპამაროსის” წევრი, 1973 წელს ის დააპატიმრეს და გაატარა ციხეში 14 წელი. განთავისუფლების შემდეგ ის აქტიურად ჩაება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2005 წელს ის გახდა მიწათმოქმედების მინისტრი, ხოლო შემდეგ კი სენატორი.

bea6451a49e2

2013 წლის დეკემბერში ხოსე მუხიკამ დაამტკიცა კანონი, რომელიც ახდენს მარიხუანის სრულ დამზადებას და მოხმარებას ქვეყანაში, რის გამოც მიიღო ნობელის პრემია 2014 წელს.

მუხიკა ცნობილია თავისი ექსპრესიული გამოხატულებებით. მას შეუძლია რაღაც გარკვეულ სიტუაციაზე სრულიად უბრალოდ იმოქმედოს. 2013 წელს პრეს-კონფერენციაზე მუხიკამ ვერ შეამჩნია, რომ მიკროფონები ჩართული იყო და თავის ქვეშემრდომს უთხრა: “ეს ბებერი კიდევ უფრო უარესია, ვიდრე ის წვრილთვალა”(სავარაუდოდ არგენტინის პრეზიდენტი კრისტინუ კირშნერი და მისი გარდაცვლილი ქმარი). ამ შემთხვევამ გამოიწვია დიპლომატიური სკანდალი არგენტინასა და ურუგვაის შორის.

ამის გარდა არ დარჩა ყურადღების გარეშე ის განცხადებაც, რომელიც გააკეთა მუხიკამ ფიფას შესახებ, მას შემდეგ რაც ფიფამ მისცა ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერს – ლუის სუარეზს დისკვალიფიკაცია. ინტერვიუ, რომელიც გადიოდა რადიოში და ტელევიზიაში მან მოიხსენია საფეხბურთო ჩინოვნიკები ცუდად.

– ეს მსოფლიო ჩემპიონატი თქვენთვის რამეს ნიშნავდა?
– ეს ფიფა – ბებერი ბოზ****ის გროვაა!
– შეიძლება ეს ფრაზა გამოვაქვეყნო?
– დიახ, გააკეთეთ ეს ჩემთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ურუგვაის მოსახლეობის ნახევარი მორწმუნეა, 79 წლის მუხიკა არის ათეისტი.

მსგავსი ამბები

Back to top button