მისტიკასაკითხავიუცნაური

11 წლის სისხლიანი მერი

2143907393d2
11 წლის სისხლიანი მერი.

1968 წლის გაზაფხულს ქალაქ ნიუკასლის ერთ-ერთ რაიონში დაიწყო სერიოზული უბედური შემთხვევების სერია. 11 მაისს 3 წლის ბიჭი გადმოვარდა სახლის სახურავიდან, სადაც ის თამაშობდა მერი ბელთან ერთად. ბიჭი ცოცხალი გადარჩა, მაგრამ მიიღო სერიოზული დაზიანებები. ძალიან მალე სამი 6 წლის ბავშვების მშობლებმა პოლიციას მიმართეს საჩივრით, რომ საბავშვო თამაშების დროს მერი ბელი მათ შვილებს ახრჩობს. კონსტებლმა მოინახულა მერი ბელი და წაუკითხა ლექცია, თუ როგორ უნდა მოიქცეს სხვებთან.

1968 წლი 25 მაისს ბიჭებმა, რომლებიც თამაშობდნენ მიტოვებულ სახლში იპოვეს 4 წლის მარტინ ბრაუნის სხეული. რამდენიმე დღეში, მერი ბელი მივიდა ბრაუნები სახლში და სთხოვა, რომ ენახა მარტინი, რაზეც მარტინის დედამ უპასუხა: “არა, ძვირფასო, მარტინი მკვდარია”, ხოლო მერიმ კი უპასუხა: “მე ვიცი. მე მინდა ვნახო ის კუბოში”.

მარტინ ბრაუნი
65110e025100

1968 წლის 31 ივლისს გაქრა 3 წლის ბრაიენ ჰოუ. მალე ის იპოვეს. ბიჭი იყო გაგუდული, მისი მუცელი იყო გამოფატრული, ხოლო ფეხებზე კი აღენიშნებოდა ძალიან ბევრი ჭრილობა. ექსპერტებმა დაამტკიცეს, რომ მკვლელი იყო ფიზიკურად სუსტი ადამიანი, შესაძლოა ბავშვი.

მალე მერი ბელი აღიარეს დამნაშავედ ბავშვების მკვლელობაში და ჩასვეს ღია ციხეში “მურ კორტ”-ში სამუდამოდ. სასამართლოში მან განაცხადა, რომ ის კლავდა “მხოლოდ სიამოვნებისთვის, რომელსაც იღებდა მკვლელობისგან”.

მერი ბელის სისასტიკის და სადიზმის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უპირობოდ მისმა აღზრდამ. დედამისმა ის გააჩინა 17 წლის ასაკში უცნობია ვისგან. დედა ხშირად ქრებოდა, ხოლო მერის კი თვითონ უწევდა საკუთარი თავის რჩენა.

მერი ბელი გაანთავისუფლეს 1980 წელს ამნისტიის შედეგად და მიიღო შესაძლებლობა შეეცვალა სახელი და დაეწყო ახალი ცხოვრება.

სისხლიანი მერის ცხოვრებას მიეძღვნა ორი წიგნი – გიტ სერენის “მერი ბელის შემთხვევა”(1972 წელი) და “გაუგონებელი კივილი: მერი ბელის ისტორია”(1980 წელი). პირველი წიგნი აღწერს იმ საშინელ დანაშაულებებს რასაც სჩადიოდა მერი ბელი, მეორე კი გვიყვება მერის დაწვრილებით ბიოგრაფიას, თან მოყვება დიალოგები წიგნის ავტორსა და გმირს შორის, მისი ნათესავების და მეგობრების მონაყოლები. მეორე წიგნში ავტორი ცდილობდა მერის დედის ცხოვრების წესის გავლენის ანალიზირებას მერის ხასიათის ფორმირებაზე. დედამისი იყო მეძავი, რომელიც სპეციალიზირებული იყო დომინირებაზე. ბლერის მთავრობა ეწინააღმდეგებოდა წიგნის გამოსვლას. საქმე იმაშია, რომ ბლერში კანონი კრძალავს იმას, რომ დამნაშავეები არ უნდა იღებდნენ შემოსავალს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო. ზოგიერთი წყაროების ცნობით მერი ბელის შემოსავალმა წიგნის გაყიდვებით მიაღწია 50 000 ფუნტსაც კი.

ჯუნა რიჩარდსონმა, რომელიც არის მარტინ ბრაუნის დედა განაცხადა, რომ კანონი უნდა შეიცვალოს, რადგან დაუშვებელია საკუთარი დანაშაულებებით ფულის გამომუშავება. “მე აბსოლუტურად განადგურებული ვარ”. ჩემს თავში ვერ ჯდება ის, თუ რატომ აქვს ნებადართულ ამ არსებას მიიღოს ფული ჩემი უბედური ბავშვის და ბრაიან ჰოუს სისხლით”.

მსგავსი ამბები

Back to top button