უცნაური

თერთმეტი ადამიანი გასაოცარი და დაუჯერებელი ანომალიებით, რომლებიც რეალურად არსებობდნენ

image

დროდადრო ბუნება ადამიანებს ბოროტად ეხუმრება ხოლმე და მაშინ ქვეყანას მოევლინებიან “განსაკუთრებული” ადამიანები. ერთნი მათ უწოდებენ მახინჯებს, სხვები გრძნეულებს, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს ამ ადამიანებს იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით. ამ პოსტში მინდა მოგითხროთ გასაოცარი ისტორია რამოდენიმე ადამიანისა, რომლებიც უცნაური ანომალიებით დაიბადნენ.

 

1. ელა ჰარპერი, ცნობილი როგორც “ადამიანი-აქლემი”

 

imageimage
ამ გოგონამ თავისი ზედმეტსახელი მიიღო საშინელი ორთოპედიული დაავადების გამო-მისი ფეხები შეტრიალებული იყო უკან და მას მთელი ცხოვრება უხდებოდა ოთხზე სიარული. ელა მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლის განმავლობაში მუშაობდა ცირკში და იმ დროისათვის საკმაოდ კარგ თანხას გამოიმუშავებდა – დაახლოებით 200 დოლარს კვირაში. ქალი 51 წლის ასაკში, 1921 წელს გარდაიცვალა.



2. ფენი მილსი მეტსახელით “დიდფეხებიანი გოგონა”

 

imageimage
ფენის დაავადებას მილროა ანუ ლიმფოსტაზი ეწოდებოდა – ეს იყო ლიმფური სისტემის თანდაყოლილი დაავადება. ამის გამო ქალის ტერფის სიგრძე 17 დუიმი იყო, ეს კი 45 სანტიმეტრზე მეტია.



3. ინდოელი გოგონა, სახელად ლაქშმი

 

image

ამ პატარა ინდოელ გოგონას ინდური ოთხხელა ღმერთის საპატივცემულოდ ლაქშმი დაარქვს. გოგონა რვა კიდურით დაიბადა. ჩონჩხის არასწორი განვითარება გამოიწვია დედის საშვილოსნოში პარაზიტულად განვითარებულმა ტყუპისცალმა. ორი წლის ასაკში გოგონას ჩაუტარდა ოპერაცია, რომელიც 24 საათს გაგრძელდა. მას მოაჭრეს ზედმეტი კიდურები, თუმცა იმისათვის, რომ ბავშვმა სიარული შეძლოს, კიდევ მთელი რიგი ოპერაციებია ჩასატარებელი.



4. მორის ტილეტი ზედმეტსახელად “ფრანგი ანგელოზი”

 

image

 

გარდატეხის ასაკში ბიჭს უცნაური დაავადება – აკრომეგალია აღმოჩნდა: დაავადება, რომელიც დაკავშირებული იყო ჰიპოფიზის წინა ნაწილის ფუნქციის მოშლასთან და თან ახლავს ფეხების, თავისა და ხელების ანომალიური გაზრდა. მიუხედავად ამ ვერაგი დაავადებისა, მორის ტილეტი სულაც არ ყოფილა ცხოვრებაში დაჩაგრული და წარუმატებელი პიროვნება – ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი იყი კრივში 1900-იანი წლების დასაწყისში, ხოლო მოგვიანებით კინოს ვარსკვლავიც კი გახდა.



5. შილო პეპინი, მეტსახელად “ქალთევზა”

 

image

 

შილო პეპინი დაიბადა თანშეზრდილი ფეხებით – ამ დაავადებას ხშირად “ქალთევზას სინდრომს” უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა მას დაბადებიდან რამოდენიმე დღეში სიკვდილი უწინასწარმეტყველეს, შილომ 10 წელი იცოცხლა.



6. მიქაელა დატონი უცნაური ალერგიით

 

image

 

ბირმინჰემელ 21 წლის მიქაელა დატონს ალერგია აქვს წყალზე. ეს ალერგია მას დაეწყო მშობიარობის შემდეგ. მას არ შეუძლია დალიოს წყალი, ჩაი, ყავა. მიქაელას აგრეთვე არ შეუძლია შვილს მიეკაროს, რადგან მისი ნერწყვი და ოფლი ქალზე საშინლად მოქმედებს. წყლის ალერგია 230 მილიონიდან მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს.



7. ფრენკ ლენტინი, ცნობილი მეტსახელით ” დაუმარცხებელი ლენტინი”

 

imageimage
ფრენკი დაიბადა სრულყოფილად ფუნქციონირებადი მესამე ფეხით, რომელიც მას დაჰყვა არასწორად განვითრებული სიამის ტყუპისაგან. მთელი ცხოვრება მამაკაცი ცირკში მუშაობდა და ათასგვარ შოუებზე გამოდიოდა. თანდაყოლილ ანომალიას სულაც არ შეუშლია მისთვის ხელი დაოჯახებულიყო და ორი ვაჟიც ყოლოდა.



8. ჯინ ლიბერა, მეტსახელით “ადამიანი ორი ტანით”

 

imageimage
ეს ადამიანი ნამდვილად უნიკალური იყო, რადგან ჯერ კიდევ დედის საშოში ყოფნის დროს მას მიუერთდა პარაზიტი სიამის ტყუპი. ექიმები შოკში ჩავარდნენ, როცა ჯინს მკერდის ღრუს რენტგენი გადაუღეს: მათ იქ განუვითარებელი, 15 სანტიმეტრის დიამეტრის თავის ქალა უნახეს. ლიბერამ სახელიც კი დაარქვა თავის ტყუპს-მას ჯეკსი უწოდა.



9. ლილი სადკლიფი გაქვავების სინდრომით

 

image

5 წლის ლილი სადკლიფს იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება – ცისტინოზი აქვს. ესაა მდგომარეობა, როცა ორგანიზმში ცისტინის კრისტალები წარმოიქმნება. გოგონას ყოველდღიურად უსხამენ სპეციალური წამლების კოქტეილს, რომ სხეული არ გაქვავდეს. ეს დაავადება მსოფლიოში დაახლოებით 200 ადამიანს აქვს.

10. რამოს გომესი მეტსახელით “ადამიანი-მაქცია”

 

image

“ადამიანი – მაქცია”, მექსიკელი ლარი რამოს გომესი იტანჯება უიშვიათესი დაავადებით -გენერალიზებული თანდაყოლილი ჰიპერტრიფოზით, ანუ ზედმეტთმიანობით. ამ გაზაფხულზე აშშ-ში მასზე რეალითი-შოუც გადაიღეს, სადაც ძალიან უცნაური სანახავი იყო, თუ როგორ იდგა ლარი ძლიერ ქარში.



11. ინდონეზიელი მეთევზე დედე, მეტსახელად “ადამიანი-ხე”

 

image

 

ინდონეზიელი მეთევზე დედეს ისტორია ალბათ მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი. “ადამიანმა-ხემ”, რომელსაც ხელებზე და ფეხებზე ხის ტოტები ეზრდება, რამოდენიმე ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ მოჭრილი ტოტები ისევ და ისევ ამოსდის სხეულზე.

წყარო : intermedia.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button