გართობაკულტურა

ფაქტები დანიის შესახებ

9a349fb7a9a2

1.დანიაში ძალიან გემრიელი ცომეულია .

2. დანიური ცომეული იმდენად კარგია, რომ მის ირგვლივ ჩამოყალიბდა თავისებური სუბკულტურა, პრაქტიკულად ყველა დანიელი მოგიყვებათ თავის საყვარელ ფუნთუშებზე, ნამცხვრებზე და სად შეგიძლიათ შეიძინოთ ისინი.

3. მიუხედავად ტკბილეულის დიდი სიყვარულისა, აქ მსუქან ადამიანს იშვიათად შეხვდებით.ალბათ ეს ცხოვრების ჯანმრთელი წესის დამსახურებაცაა.

4. დანიელების უმრავლესობა მუშაობს დილის 8 საათიდან- დღის 4 საათამდე.

5. მაღაზიების უმრავლესობა 5-6 საათზე იკეტება, ასე რომ თუ რაიმეს ყიდვა გსურთ უნდა იჩქაროთ, მუშაობის ასეთი რეჟიმი გამოწვეულია იმით, რომ რაც უფრო დიდხანს მუშაობს მაღაზია, მით უფრო მეტია გადასახადი.

6. გადასახადები ძალიან მაღალია.დანიელების უმრავლესობა უკვე დაბნეულია და არ იციან ზუსტად რამდენს იღებს სახელმწიფო მათგან, იციან ერთი, რომ ძალიან ბევრს.

7. აქ საქმეზე რომ შეხვდე ადამიანს, უნდა წინასწარ გააფრთხილო მინიმუმ 2 თვით ადრე.

9. მიღებულია, რომ დამქირავებელმა გამოკვებოს თავისი თანამშრომლები. კვებაში დაახლოებით თვეში 50 ევროს იხდის დაქირავებული, დანარჩენს დამქირავებელი.

9. როგორც წესი ყოველ მეტ-ნაკლებად დიდ კომპანიას აქვს თავისი სასადილო და შტატიანი მზარეული.

10. ყველაზე გავრცელებული ტრანსპორტი ველოსიპედია, ასე ჩამოყალიბდა ისტორიულად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბენზინი დეფიციტური გახდა და ასეთი გამოსავალი ნახეს დანიელებმა.
( აბა ჩვენ რაში გვჭირდება ნავთობის საბადოები თავზე გადაგვდის)

11. ველორბოლაზე აქ უბრალოდ გიჟდებიან, ცნობილი ველოსიპედისტები აქ ისე არიან,როგორც როკ–ვარსკვლავები, ხალხს საათობით შეუძლია ილაპარაკოს მათზე.

12. დანიელების უმრავლესობისთვის ავტომობილი დიდი ფუფუნებაა, რადგან გადასახადი მანქანის მესაკუთრეებისათვის ძალიან მაღალია (არა ისევ საქართველოში ჯობია)

13. ავტობუსებს შეუძლია დაიხარონ მარჯვნივ, რათა ინვალიდებს და ბავშვიან მშობლებს, რომელთაც ბავშვები ეტლებით გადაჰყავთ, ასვლა გაუადვილდეთ.

14. ქალები აქ სადად და პრაქტიკულად იცმევენ, რათა გაუადვილდეთ ველოსიპედზე სიარული, იშვიათად ნახავთ ქალს მოხდილი კაბით და ქუსლიანი ფეხსაცმლით.

15. დანიელი კაცები კი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ- ისინი ნამდვილი ვიკინგები არიან არა მარტო გარეგნობით, არამედ ოჯახისადმი მზრუნველობითაც. დანიელისათვის ბავშვის დაბადება დიდი მოვლენაა და ახლადგამომცხვარი მამა პრაქტიკულად მთლიანად იღებს მასზე მზრუნველობას. რათქმა უნდა არ იგულისხმება ძუძუთი კვება.მაგრამ საფენის გამოცვლა, კოვზით კვება და ეტლით გასეირნება ,ეს ნამდვილი პრივილეგიაა ვიკინგისთვის. რასაც სიამოვნებით აკეთებენ.

16. სხვათაშორის ეს სახლის საქმეებსაც ეხება. ბინის დალაგება, ჭურჭლის რეცხვა, პროდუქტების ყიდვა. – ყველაფერი ეს დანიელი მამაკაცისათვის ჩვეულებრივი საქმეა, რომელთა შესახებაც ისინი ამაყად და ირონიით ლაპარაკობენ.

17.დანიელი ბავშვები საოცრად წყნარები არიან. არასდროს არ ყვირიან და არ ტირიან.

18. დანიაში ვერ შეხვდებით შენობას ექვს სართულზე უფრო მაღალს . პირველი სართული კი არ ითვლება სართულად, გამოდის სახლები ხუთ სართულიანია. პირველ სართულს კი ქვია – ground floor (მიწის სართული).

19. დანიური იუმორი ძალიან თავისებურია. წარწერა- Fuck You! დაბადების დღის მილოცვის მაგივრად და ასე შემდეგ.

20. უძრავი ქონება დანიაში ძალიან ძვირია და არც დიდი ხარისხით არ გამოირჩევა. ყველაზე ახალ სახლებსაც კი ასი წლის ისტორია აქვს. ვიწრო ოთახები, ჭრიალა ხის ძველი იატაკით, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

21. ინტერიერის განუყოფელი ნაწილი დიდი, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორია. ეს გასაგებიცაა, რადგან 6 საათის შემგეგ გასაკეთებელი არაფერი რჩება. სხვა რაც უნდა მოიფიქროთ ან ძალიან ძვირია, ან ჯანმრთელობისთვის მავნეა. ასე რომ ყველა უყურებს ტელევიზორს, საღამოს სირბილის შემდეგ რა თქმა უნდა.

22. დანიაში ძალინ უცნაური კლიმატია, თითქმის მთელი წელი ტემპერატურა 10-20 გრადუსია. იცის მცირე წვიმა. დანიელები ხუმრობენ რომ გაზაფხული ზამთრისაგან აქ იმით განსხვავდება, რომ წვიმა ციტათი უფრო თბილია.

არა არა ისევ საქართველოში ჯობია :)

მსგავსი ამბები

Back to top button