გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები მიწისძვრაზე

image

კარგად მოგეხსენებათ, რომ სტიქიური უბედურება გარკვეული მიზეზებით, ბუნებრივად დაშვებული მოვლენაა დედამიწაზე, რომლის წინაშეც ადამიანი სრულიად უძლურია. მათ შორის კი ყველაზე ხშირი მაჩვენებლით გამოირჩევა მიწისძვრა, რომელიც ყველაზე მინიმალურად პროგნოზირებადი და ყველაზე დესტრუქციულია სტიქიებს შორის. ყველაზე დიდი გაკვეთილი წარსულში მომხდარი ფაქტებიდან გამომდინარე კი არის ის, რომ მოვახდინოთ მომხდარის მომენტში სწრაფი რეაგირება, რათა შევინარჩუნოთ სიცოცხლე და მინიმუმამდე დავიყვანოთ დანაკარგის რაოდენობა.

 

შესავლის შემდეგ კი მინდა წარმოგიდგინოთ ის საინტერესო ფაქტები, რომლებიც მიწისძვრას ეხება და დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს აქამდე არც კი გაუაზრებია. აი ისინიც:



1. ნიადაგის გათხევადება.

გათხევადებული ნიადაგი ჭაობის სახით ალბათ ბევრ თქვენგანს ფილმებში თუ უნახავს, სიანამდვილეში კი ის იმაზე საშიშია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თუმცა მასზე უფრო საშიში კი ნიადაგის გათხევადებაა, რომლის დროსაც ხდება მიწისძვრა. ეს ფენომენი- “ნიადაგის გათხევადება” ხდება, როდესაც რბილი, წყლით გაჯერებული ნიადაგი ძლიერი მიწისძვრის ბიძგების გამო კარგავს სიმყარეს და ძალას. მომხდარის ადგილზე კი ნებისმიერი ობიექტი თუ შენობა შთაინთქმება მიწის ქვეშ. 1964 წელს მიწისძვრის შედეგად გათხევადებული ნიადაგის გამო განადგურდა 16.534 შენობა იაპონიის ქალაქ Niigata-ში. მსგავსი მიწისძვრის შედეგად ასევე დიდი ზარალი მიეყენა ქალაქ Christchurch-ს 2011 წელს.

image




2. შტორმული (ქარიშხრული) თეორია.

დანგრეული შენობები და მრავალი მსხერპლი, მხოლოდ ეს არ არის მიწისძვრისგან გამოწვეული დიდი უბედურება. სამწუხაროდ არსებობს კიდევ შტორმული (ქარიშხრული) მიწისძვრა, კერძოდ კი ერთი კონკრეტული მიწისძვრით გამოწვეული სხვა უამრავი მიწისძვრა, რომელიც შეიძლება განმეორდეს თვეებისა და წლების მანძილზე. ამ ზემო ხსენებულზე თეორიული დასკვნა კი მოგვაწოდა სტენფორდის მსწავლელმა Amos Nur-მა. მსგავსი მიწისძვრები მოხდა 1939 და 1999 წელს თურქეთში, რამაც დიდი დეპრესია გამოიწვია. დაფიქსირდა 13 მთავარი და ძლიერი ბიძგი, რომელთაგან შვიდი სისტემური მიზეზით განმეორდა.

image





3. ტბა Reelfoot-ი.

სამწუხარო ფაქტებიდან გამომდინარე ყველა ჩვენგანი ფიქრობს, რომ მიწისძვრას მხოლოდ მსხვერპლი და უბედურება მოაქვს. აი Tennessee-ში კი მიწისძვრამ დადებითი გავლენა მოახდინა ტბა Reelfoot-ზე, ვინაიდან ახალ მადრიდზე მომხდარმა მიწისძვრამ, რომელიც გავრცელდა მისისიპზე, გამოიწვია მდინარის უკუმიმართულებით საათობით დინება, განსაზღვრულ ადგილზე კი მიწის 1.5-5.9 მეტრამდე დაწევა, სადაც შეიქმნა სწორედ ეს Reelfoot-ის ტბა. წლების განმავლობაში ტბაში გაჩნდა ახალი ბუნებრივი ჰაბიტატები, მრავალი სახეობა ცხოველთა და მცენარეთა. გარდა ამისა კი, დღეს ტბა ძალზედ პოპულარულია და როგორც სათევზაოდ, ასევე სანადიროდ გამოიყენება.

image





4. ყინულის ტრემორი.

ყინულის ტრემორები, ანუ მიწისძვრები ყინულის ქვეშ ძირითადად ხდება მაშინ, როდესაც ჰაერის ტენიანობა ხაფანგში ექცევა, ანუ თუ მოულოდნელად იყინება და ფართოვდება. სწორედ ეს მოულოდნელი გაფართოვება იწვევს ზეწოლას და წარმოიქმნება ადგილობრივი ბზარები. ასეთი შემთხვევები ძირითადად კანადასა და ჩრდილოეთ ამერიკის შტატებშია ხშირი. ეს მოვლენები სრულიად უსაფრთხოა, გარდა საშინელი ხმაურისა, რომელიც მას თან ახლავს.

image





5. მოძრავი ქალაქები.

ერთ-ერთი უსმხვილესი და დაუვიწყარი მიწისძვრა მოხდა ჩილეში, ვინაიდან ქვეყანა ახლოსაა ე.წ. “ცეცხლის რგოლთან”, სადაც ორი უზარმაზარი ტექტონიკური ფილა ეჯახება ერთმანეთს. 2010 წელს მსგავსი მოვლენით განპირობებულმა მიწისძვრამ იმსხვერპლა 523 ადამიანი და 1, 5 მილიონი უსახლ-კაროდ დარჩა. იმდენად ძლიერი იყო ბიძგები, რომ 8, 8 ბალი (მიწისძვრის საზომი ერტეული) დაფიქსირდა, რამაც განაპირობა ქალაქი 3 მეტრით დასავლეთისკენ გადაადგილებულიყო.(გადახრილიყო)

image





6. მზისძვრა.

მიწისძვრები თურმე მხოლოდ ჩვენს პლანეტაზე არ ხდება, მეცნიერთა თქმით, თურმე მზეც განიცდის სეისმურ ტალღებს, რომელიც გამოიწვევს ხოლმე მიწისძვრებს დედამიწაზე და სწორედ ამ მიზეზით გამოწვეული მიწისძვრა, მოიხსენიება ხოლმე როგორც მზისძვრა. ამ პროცესის კვლევა პირველად დაიწყეს 1996 წლის 9 ივლისს. 1906 წელს, როდესაც მზის ნაკვერჩხალმა (სხივმა) 40 000-ჯერ გადამეტებული ენერგია გამოუშვა, ვიდრე ნორმაა, რომლის სიმძლავრემაც 11, 3 ბალს შეადგინა, გამოიწვია დამანგრეველი მიწისძვრა სან-ფრანცისკოში.

image





7. ადამიანის მიერ გამოწვეული მიწისძვრა.

ჩვენი სახმელეთო, საჰაერო და საზღავო ქმედებები დედამიწაზე, როგორც მოგეხსენებათ შეზღუდული არ არის და ასევე ისიც ცხადია, რომ ბუნებრივი მიწისძვრა განპირობებულია დედამიწის ქერქში ქანების გადაადგილებით. თუმცა, ადამიანის საქმიანობასაც შეუძლია აწარმოოს განსაზღვრული სეისმური მოქმედების მიწისძვრა. ერთ-ერთი ჩვენგან მიწისძვრის გამომწვევი მიზეზია სითხის- წყლისა და ნავთობის ეკოლოგიური და სამრეწველო მიზნით მოპოვება. სითხე დაბლა წევს მიწისქვეშა წნევას, რის გამოც სუსტდება მიწისქვეშა ქანები და გამოიწვევა მიწისძვრა. ასევე წყლის ექსპლოატაციით, როდესაც ახდენდნენ უწყლო ქალაქებსა და ქვეყნებში მიწისქვეშა გათხრებით წყლის მიწოდებას, წყლის მაღალმა წნევამ გამოიწვია დამანგრეველი მიწისძვრა 2011 წელს Lorca-ში.

image






8. მიწისძვრების კუნძული.

2013 წლის 24 სექტემბერს 7, 7 ბალიანმა მიწისძვრამ, რომელიც პაკისტანში Balochistan-ის სამხრეთ-დასავლეთით გავრცელდა, გამოიწვია ქალაქ Gwadar-ას სანაპიროდან 2 კილომეტრის მოშორებით ახალი კუნძულის წარმოქმნა, რომელსაც მიწისძვრების კუნძული უწოდეს და წარმოადგენს ტალახის ვულკანს. ახლო ქალაქების მცხოვრები ამტკიცებენ, რომ იგივე ადგილას 1968 წელსაც წარმოიქმნა მიწისძვრის შედეგად კუნძული, რომლის სიმაღლე 18 მეტრი, ხოლო სიგანე კი 175 მეტრი ყოფილა, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა კუნძულის არსებობა, მას ნელ-ნელა ქრობა დაუწყია.

image





9. ნათება.

მრავალი საუკუნის მანძილზე, თვითმხილველთა მტკიცებით, მძლავრ მიწისძვრამდე ცოტა ხნით ადრე ჩნდებოდა სხივისებური ნათება, რომელიც მბჟუტავ ცისარტყელას 200 მეტრის მანძილზე მოაგონებდათ, თუმცა 1960 წლამდე გეოლოგები მიიჩნევდნენ, რომ ეს მათი ჰალუცინაციური გამოვლინებაა, რადგან ფოტო თუ ვიდეო ამ ფაქტის მტკიცებულებად არ არსებობდა. 1960 წელს კი იაპონიაში, კერძოდNagano-ში როდესაც მოხდა მიწისძვრა, ისინი შეესწრნენ ნათების ფაქტს და საბოლოოდ აღიარეს ეს მოვლენა. ნათება კი პიეზოელექტრული ეფექტის მაგნიტური ველია, რომელიც გამოიწვია კვარცის ქანებისა და ტექტონიკური ქანების შეჯახებამ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს ნათება ყოველ ამგვარი მიზეზით გამოწვეულ მიწისძვრს არ ახლდა.

image




10. მიწისძვრების გავლენა დროზე.

მოძრავ ქალაქებს, ცუნამს, ბუნებრივ მიწისძვრებს, ყინულის ტრემორებსა თუ სხვათას შეუძლიათ დააჩქარონ ჩვენი პლანეტის როტაცია. NASA-ს მეცნიერების დაკვირვებით 2011 წელს იაპონიის სანაპიროსთან მომხდარმა 8, 9 ბალიანმა მიწისძვრამ აჩვენა, რომ გამოიწვია დედამიწის როტაცია, კერძოდ კი დროის შეკვეცა დღეში 1, 8 მიკროწამით, რაც ძირითადად დედამიწის მასების ეკვატორთან სიხალოვის გამო მოხდა. თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა, 2010 წელს ჩილეში მომხდარმა მიწისძვრამაც გამოიწვია დედამიწის როტაცია 1, 26 მილიონი წამით დღეში.

image

წყარო : intermedia.ge

თეგები
Back to top button
Close
Close