ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

სასარგებლო რჩევები (16 ნაწილი)

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება ?

მეხსიერება – ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. კარგად განვითარებული მნემონიკური შესაძლებლობები, ავითარებს ტვინს და აძლევს საშუალებას მოახდინოს სწრაფი რეაგირება ნებისმიერ საკითხზე. წარმოგიდგენთ მეხსიერების გაუმჯობესები მეცნიერულად დამტკიცებულ მეთოდებს.

გაცნობიერება დამახსოვრებისათვის.

როგორც ჩანს ეს აშკარა ფაქტორია, რომლის იგნორირებასაც ცდილობს ჩვენი ტვინი. ეს შეგვიძლია გავიგოთ შემდეგ ნაირად: ბუნება გვკარნახობ შევინახოთ მაქსიმალური გონებვრივი ენერგია მოულოდნელი საშიშროებისათვის. ამიტომ გურწფელი გაგება არა სრული წაკითხული კონცეპციისა, არამედ მისი ლოგიკური სტრუქტურისა, მიუხედავად მისი სიძნელისა გვაძლევს მნიშვნელოვან შედეგს. ედინბურგის სამეფო კოლეჯის ასპირანტებმა ჩაატარეს ამ თემის გამოკვლევა, სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში, რომელიც ეძღვნებოდა მნემონიკის საუკეთესო მეთოდების განვითარებას. შედეგების მიხედვით, გაირკვა რომ, აზრი არა აქვს გაუაზრებელ დაზეპირებას: რესპოდენტების გონებაში მატერიალი ინახებოდა არაუმეტეს 1 კვირისა. სამაგიეროდ იმ ფოკუს ჯგუფის მონაწილეები, რომლებიც მკაცრი კონტროლის ქვეშ ცდილობდნე ჩაწვდნენ მიწოდებული ინფორმაცის ყოველ აზრს, წარმატებით მოახდინეს მისი გახსენება 1 წლის შემდეგ ჩატარებულ გამოცდაზე.

სტერეოტიპები ტვინისათვის.

ჯანსაღი კვება არის კარგი ჩვევა. მიღებული საკვების მუდმივი კონტროლი, პერსპექტივაში იქონიებს დადებით ზეგავლენას ადამიანის ორგანიზმზე – მათ შორის ტვინზეც. ადამიანი ვინც იკვება ჯანსაღი საჭმელით, გამოირჩევა ამაღლებული კოგნიტიური შესაძლებლობებით. მაგრამ როგორც სხვა წესში აქაც აღინიშნება გამონაკლისები. “მავნე” საკვები (უხვი შაქრის შემცველობით) შეიძლება დაგეხმაროთ რაიმეს სწრაფ და გარკვეულ შესწავლაში. როდესაც კონცეტრირდებით სწავლაზე მთავარია იკვებოთ ტკბილი “პონჩიკებით” და შაქრიანი ყავით. რიჩარდ დოკოულის. ჰარვარდის ფიზიოლოგის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანთა ფოკუს-ჯგუფი რომელიც არ ამბობდა უარს ტკბილზე, შეემჩნეოდათ ამაღლებული მნემონიკის შესაძლებლობა. რესპოდენტები ჩვეულებრივ რეჟიმში მისდევდნენ ჯანსაღ კვებას და მხოლოდ გარკვეულ მომენტებში ნებას რთავდნენ ტკბილის ჭამაზე.

ძალისხმევა რეზულტატისათვის.

რაც უფრო მეტ შრომას ახარჯავთ ახალი მატერიალს სწავლაზე და დამახსოვრება, მით უფრო ფასობს შედეგი. მაგალითად, მარტივად ნასწავლი ლექსი, დიდი ხნით არ დაგამახსოვრდებათ გონებაში. ამ ორაზროვანი დასკვნის დასამტკიცებლად ჩაატარეს ექსპერიმენტი, ნიუ-იორკის სოციალურ ინსტიტუტ პრატში. სტუდენტთა ფოკუს-ჯგუფი დაყვეს ორად და მისცეს ერთი და იგივე დავალება, მაგრამ მისი ამოხსნის განსხვავებლი გზები. ერთ ნაწილს ნება მისცეს არ დაეთმოთ დიდი დრო აღნიშნული ფაქტების დასამახსოვრებლად – ფასობდა მხოლოდ რეზულტატი. ხოლო მეორე ჯგუფის სტუდენტებს უნდა დაეთმოთ გარკვეული დროს მოცემული საკითხის დასამახსოვრებლად. შუალედური შედეგები თითქმის ერთი და იგივე იყო. რამდენი დღის შემდგომ ორივე ჯგუფმა ერთ დონეზე ჩააბარა გამოცდა. სამაგიეროდ, ერთი თვის მერე, ექსპერიმეტის საბოლო წერტილის დროს დაფიქსირდა მოულოდნელი შედეგები. გაირკვა, რომ სტუდენტები ვინც იზეპირებდნენ, ახსოვდათ თითქმის ყველაფერი, ხოლო მეორე ჯგუფის წევრებმა კი სწორად უპასუხეთ დასმუკი კითხვები 15%-ს. შედეგი შეგვიძლია დავიყვანოთ ბანალურ მაგრამ სწორ ფრაზამდე:

წერილი პრაქტიკისათვის.

დაიჯერეთ ესე ნამდვილად მუშაობს. და არა აქვს მნიშვნელბოა თუ როდის ბოლოს ჩაიწერეთ რაიმე ხელით. გამოკვლევები ამ თემაზე ჩატარდა თეორიული ფიზიკის კათედრის MIT ასპირანტებს შორის – ადამიანებს შორის – რომლებმაც კარგი ხანია კლავიატურა გაცვალეს საწერ კალამზე. ორ თვიანი ექსპერიმეტის შემდგომ, რომლის ფარგლებში მონაწილეებს უნდა არა მხოლოდ წაეკითხად მატერიალი რამოდენიმეჯერ, არამედ ჩაეწერათ ხელით. ნათელი გახდა აღნიშნული მეთოდიკის ეფექტიანობა. თითების გამიზნული მოძრაობა, რომელიც აკონტროლებდა საწერ კალამს, დადებით ზეგავლენას ახდენდა რესპოდენტების მნემონიკურ შესაძლებლობებზე. შედეგების კორექტირებამ საშუალება მისაცა მკვლევარებს შეედგინათ იდეალური მეხსიერების განვითარების ალგორითმი: აუცილებელია მატერიალის ორჯერ წაკითხვა, დაფიქრდეთ ყოველ სიტყვაზე და ჩაწვდედ ტექსტის ლოგიკურ კავშირებს. შემდგომ ერთხელ ხელით გადაწეროთ ორიგინალი ტექსტი. შემდგომ – შეადგინოთ რეზიუმე, რომელიც აქცენტირებას გაუკეთებს ჯაჭვურ მომენტებს. კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ და საბოლოოდ შეეცადოთ დავწეროთ ტექსტი, სიტყვა-სიტყვით, ორიგინალში ჩაუხედავად. მოგეჩვენებათ რთული და დიახ დროსაც არ წაგართმევთ ცოტას, სამგიეროდ შედეგი სახეზეა: დაიმახსოვრებთ ხანგრძლივად.

ჯილდო თვითკრიტიკისათვის.

რთულია საკუთარი თავი შევადაროთ საცდელ თაგვს ან პავლოვის ძაღლს. თუმცა ფიზიოლოგია – უწყალო რამეა. ჩვენი ორგანიზმი მსუბუქად ეგუება დაჯილდოების სტიმულაციას, როგორც აღნიშნული თეთრი თაგვების ორგანიზმი. ამ მეთოდიკაში მთავარია – თვითკონტროლი და მზადყოფნა ჩამოვართვათ საკუთარ თავს პატრა, მაგრამ მავნე ბონუსები ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ დაჯდებით რაიმეს სასწავლელად, დაპირდით საკუთარ თავსб სანატრელი დასვენება ან ძვირიან რესტორანში წასვლა. მოგიხდებათ ნებისმიერი სტიმული, მთავარი მან ითამაშოს ნამდვილად მნიშვნელოვანი როლი. ადაპტაციისათვის სავსებით საკმარისია 1 თვიანი ტვინის ვარჯიში. ქვეცნობიერი მოწყურებულია დანაპირევით, ავტომატურად გამოიყენებს ნაცრისფერი ნივთიერების ყველა რესურსს, დაიმახსოვრებს ყველაფერს მაქსიმალურად სწორად და მყარად. კიდევ ერთი: მთავარია არ აიწყვიტოთ. დაპირდით საკუთარ თავს, კლუბში წასვლა ნასწავლი ტექსტის 3 გვერდის შემდგომ – შეასრულეთ!

ბონუსი ზარმაცებისათვის!

ზემოთ აღწერილი გეჩვენებათ წარმოუდგენელად რთული და მოსაწყენი? ეს ნამდვილად ასეა. ყველას სურს სასურველის მალევე მიღება, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ამისათვის ჩვენ მოგიმზადეთ გადასარევი რჩევა: დაელოდეთ სასწაულს. რადგან თუ დაუჯერებთ სასწაულს, ის აუცილებლად ასრულდება და თქვენი გონება თავისით უცბად გაუმჯობესდება. გპირდებით ეს ასე მოხდება, დიახაც!

როგორ დავასრულოთ კორექტოულად უსიამოვნო საუბარი

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ნებისმიერ ჩვენთაგანს შეგვხვედრია საუბარი, რომელიც იყო უსაზღვროდ დაძაბული და საუბრისგან კორექტულად თავის დაღწევა იყო იშვიათი. თუ როგორ დავასრულოთ უსიამოვნო საუბარი ისე რომ არ ვაწყენინოთ თანამოსაუბრეს, წვაიკითხოთ შემდეგი ინსტრუქცია.

რა დაგვჭირდება?

-მოთმინება
-ტაქტი

თუ ხედავთ რისკს, რომ არასასიამოვნი საუბარი ცდება თავის ფარგლებს, მაშინ შეეცადეთ შეცვალოთ საუბრის თემა. მთავარია იგრძნოთ საუბრის გავარვარება და რაც შეიძლება ადრე დაუსვათ კითხვები, რომელიც თანამოსაუბრეს შეუცვლის აზრებს უფრო ნაკლებად ფაქიზ თემებზე.

ზოგიერთ შემთხვევაში უსიამოვნო საუბრის შეწყვეტა შესაძლებელია თუ დაიწყებთ ბევრ საუბარს თემისგან მოშორებულ საკითხებზე. ხშირად, გრძელ ფრაზებში რთულია აზრის დაჭერა, ეს დროდადრო აბნევს ოპონენტს და მასათან საუბარი შეწყდება.

თუ უსიამოვნო საუბრისას მოსაუბრე გისვამთ კითხვას, მას უპასუხეთ მოკაზმულად და შებრუნებულად. ასეთ შემთხვევაში ადამიანები ხშირად უკან იხევენ, რადგან გაუგებარია თუ რა უპასუხეს მას.

რომ დავასრულოთ არასასიამოვნო საუბარი, შეგვიძლია მოსაუბრეს დავუსვათ ეშმაკური კითხვა, რომელიც ეხება მის პიროვნებას ან სამსახურს. თუ საუბრისას თქვენი ოპონენტი არის მოლხენილი, მაშინ უსიამოვნო საუბრის დასასრულებლად თქვენ უნდა გადაიქცეთ პასიურ და მოსაბეზრებელ მოსაუბრედ. ასევე პირიქითაც, თუ ის არის დამწუხრებული, მოაჩვენეთ თავი მხიარულად.

ზოგჯერ უსიამოვნო საუბარს გიწყვიტავთ სატელეფონო ზარი, ეს არის საუბრის კორეკტულად დასრულების შანსი, უთხარით რომ თქვენ გამოგიჩნდათ გადაუდებებლი საქმე და თქვენ გიწევთ მისი დატოვება.

თუ უსიამოვნო საუბარი იღებს მტრულ ფორმას, შეეცადეთ მოიქცეთ ადეკვატურად და არ წამოეგოთ პროვოკაციას. გასაგები და თავდაჯერებული ხმა – ჭკვიანი მოსაუბრის უმთავრესი იარაღიაა.

 

 

როგორ ვიყოთ გამორჩეული?

ცხოვრებაში მრავალი ადამიანია, ვისაც სურს, რომ იყოს “ბრბოს ერთი ჩვეულებრივი წევრი”, თუმცა თუ შენ გსურს იყო გამორჩეული, მაშინ ეს სტატია სწორედ შენთვის არის! შემოგთავაზებთ 3 ნაბიჯს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, თქვენ ნამდვილად შეძლებთ მიაღწიოთ მიზანს.

პირველი ნაბიჯი: “შეისწავლე შენი თავი”

  • გაათვითცნობიერე, რომ ხარ უნიკალური

თქვენ, რა თქმა უნდა უკვე განსხვავებული ადამიანები ხართ. დედამიწაზე ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან. დიახ, ზოგ მათგანს შორის არის მსგავსებები, ზოგ მათგანს შორის კი რადიკალური სხვაობები, თუმცა ფაქტი ერთია, ყველა ჩვენგანს გაგვაჩნია რეალობის უნიკალური აღქმის უნარი, სხვადასხვანაირი გამოცდილება და გემოვნება. არავის აქვს შენნაირი გონება, არავინ ფიქრობს შენნაირად.

  • იპოვე შენი თავი და იყავი ის, ვინც ხარ

იმისათვის, რომ იყო რაც შეიძლება განსხვავებული ადამიანი, შენ მოგიწევს შენი თავის კარგად გაცნობა. არასოდეს არ იყო სხვისი “კოპიო” და ყოველთვის იყავი ის, ვინც ხარ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგწონდეს შენი თავი, ისეთი როგორიც ხარ. თუ შენ უკმაყოფილო ხარ შენი ცხოვრების სტილით, ყოველთვის ეცდები, რომ მიბაძო სხვას, ეს კი ამ შემთხვევაში ცუდია.

  • გაატარე ცოტა დრო სრულიად მარტომ

იმისათვის, რომ კარგად გაიცნო შენი თავი, საჭიროა განმარტოება. დარჩი სრულიად მარტო, ყველასგან მოშორებით. როგორი ადამიანი ხარ მარტო ყოფნისას? დაფიქრდი ამ ყველაფერზე, იფიქრე იმაზეც, თუ რა არის ამ ცხოვრებაში შენთვის მნიშვნელოვანი. ადამიანების უმრავლესობა კარნახით ცხოვრობს: რა ჩაიცვა, რას უყურო, რა ჭამო, რა თქვა, რა წაიკითხო და ა.შ. ამ ყველაფერს ძირითადად დღევანდელი თაობა სხვისი ზეგავლენით აკეთებს. არ გააჩნიათ საკუთარი “მე”.

  • გაარკვიე რა გსურს და რა არა

კარგად დაფიქრდი, გინდა თუ არა იყო არაორდინალური და ყველასგან განსხვავებული, უჩვეულო პიროვნება. კარგად გაათვითცნობიერე “განსხვავებულის” მნიშვნელობა. რა მიგაჩნია ნორმალურად და რა განსხვავებულად? კარგად დაფიქრდი ყოველი ნაბიჯის გადადგმამდე. რა მხრივ გინდა რომ იყო განსხვავებული? გინდა რადიკალურად ცხოვრების სტილის შეცვლა, თუ პატარა დეტალების. იყო “განსხვავებული” არ არის მარტივი, შენ ყოვლეთვის მოხვდები “ჩვეულებრივი” ხალხის კრიტიკის ქვეშ.

მეორე ნაბიჯი: იპოვე შენი უნიკალურობა

  • აღწერე შენი გარემოცვა

პატარობისას ყველას გექნებოდათ “დღიურები”. სწორედ “დღიურების” მსგავსი რამ არის საჭირო ამ შემთხვევაშიც. გარემოსა და მომხდარი ფაქტების ფურცელზე გადატანით, თქვენ ამ ყველაფერს უფრო კარგად გაიაზრებთ და გაანალიზებთ თუ რისი შეცვლა გინდათ თქვენს ცხოვრებაში.

  • დაკვირვება

გადადგით რამოდენიმე ნაბიჯი ახლომყოფი ადამიანებისგან მოშორებით და დააკვირდით მათ ცოტა ხანი. როგორ იქცევა ხალხი? როგორ იქცევიან მეგობრების, შეყვარებულების, უცხო ადამიანების მიმართ? რა აცვიათ? როგორ შთაბეჭდილებას ტოვებენ ისინი? თქვენ რომ მის ადგილას ყოფილიყავით, მოიქცეოდით სხვანაირად? რას შეცვლიდით მათ ქცევებში? და კიდევ მსგავსი კითხვები დაუსვით თქვენს თავს.

  • აკეთე ის, რაც მოგწონს

როდესაც შენ გააკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად მოგწონს და სხვის აზრს ამ მხრივ არ გაითვალისწინებ, შენ სრულიად უნიკალური გახდები. შეიძლება შენ მოგწონს ჯიუ-ჯიცუ, საცხობში მუშაობა, “შოფინგი” ან რაიმე სხვა… მოკლედ აკეთე ის, რაც ნამდვილად მოგწონს და არ აყვე სტერეოტიპებს (თუ გოგოხარ კარატეზე არ უნდა იარო და მსგავს სტერეოტიპებს, რომელიც საქართველოში განსაკუთრებულადაა გავრცელებული).

  • გამოცადე რაიმე ახალი

შენ ბუნებრივად ხარ გაზრდილი, როგორც რაიმე “ჯგუფის” წევრი, თითქმის ყოველთვის ვაკეთებთ იმას, რაც უკვე სხვამ გააკეთა და მოიწონა. რა თქმა უნდა ეს სულაც არ არის ცუდი, პირიქით კარგიც არის. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გაიზიარო ისეთი გამოცდილება, რომელიც სხვას არასოდეს მიუღია. თუ არ გამოცადე რაიმე, როგორ მიხვდები მოგწონს თუ არა ის?

  • გააფერადე საზღვრებს მიღმა

ადამიანების უმრავლესობის ცხოვრება ყუთს ჰგავს, საიდანაც გასვლა ძნელია. თითქოს ეს არის შემოსაზღვრული სივრცე, რომლის იქით “გაფერადებაც” საზოგადოების “წესებში” არ შედის. ყოველდღე ერთდაიგივე კანონზომიერების დაცვა, ხომ ცხოვრებას სრულიად უაზროს ხდის? დილას ადგე, ჭამო, წახვიდე სკოლაში/უნივერსიტეტში/სამსახურში, მოხვიდე, ჭამო, იმეცადინო, ითამაშო კომპიუტერი ან გახვიდე ეზოში/ამოხვიდე ისევ, დაიძინო. ეს ხომ უაზრობაა? თუ კი, მაშინ შეცვალე შენი ცხოვრება რამით და გადი “საზღვრებს” მიღმა.

ნაბიჯი მესამე: გადავიდეთ მოქმედებაზეც!

  • ჩამოართვი შენს მტრებს ხელი!

ეს იქნება რა თქმა უნდა ყველასათვის მოულოდნელი და უჩვეულო რამ. მიხუედავად იმისა, რომ თითქმის ყველა რელიგია გვეუბნება “გიყვარდეს მტერი შენი”, ამას არავინ აკეთებს. იყო მიმტევებელი და მეგობრული ყველა ტიპის ადამიანის მიმართ, ეს კეთილსაც და ამავდროულად არაჩვეულებრივს გაგხდის. ეს ურთულესია, თუმცა ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებთ, თანაც ამისგან ბევრ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიიღებთ.

  • ჩაიცვი შენს გემოზე

ძალიან ბევრი ადამიანი ექცევა საზოგადოების აზრის გავლენის ქვეშ, როდესაც ეს ტანსაცმელს ეხება. თუ დღევანდელ მოდის ტრენდებს თქვენი გემოვნება ემთხვევა ეგ უკეთესია, თუმცა აუცილებელია იყოთ თავიდან ბოლომდე თქვენს გემოვნებაზე დამოკიდებული. გინდათ ჩაიცვით სპორტულად და გინდათ კლასიკურად. საკუთარი აზრი გაითვალისწინეთ პირველ რიგში.

  • არ დაკარგო დრო სხვების გაოცებისთვის

თუ ამ სტატიაში აქამდე არ შეგიმჩნევიათ, გეტყვით, რომ “იყო განსხვავებული” მოითხოვს, რომ სხვის აზრზს ყურადღება არ მიაქციო. მრავალი ადამიანი იქცევა სპეციალურად ისე, რომ სხვების თვალში “მაგარი” გამოვიდეს და გააოცოს ისინი. გახსოვდეთ, როდესაც არ ცდილობთ სხვებისთვის შთაბეჭდილების მოხდენას, სწორედ მაშინ ახდენთ ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას მათზე! ეს ცოტათი წააგავას ცნობილ გამონათქვამს “როდესაც სიყვარულს არ ეძებ, სწორედ მაშინ გეწვევა იგი”.

  • ცხოვრებაში ყველაფერი პირიქით ხდება

ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩანს. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს იყოს “განსხვავებული”, თუმცა მათ ეს არ გამოსდით, პირიქით უფრო ემსგავსებიან უბრალო, ჩვეულებრივ ადამიანებს. როდესაც არ ცდილობ რომ ბიჭი/გოგო მოხიბლო, სწორედ მაშინ იხიბლებიან ისინი. ასერომ, “ცდა” იყო განსხვავებული შეიძლება კრახით დასრულდეს. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. დინოზავრის ფორმით ბარში შევარდნა და ყვირილი სულაც არ გაგხვდის “განსხვავებულს”. ეს გაგვხდის “შემომხედეთ რა” ტიპის ადამიანს, ანუ იგივეს, როგორებიც არიან ძალიან მოკლე კაბაში ჩაცმული და მაღალ ქუსლებზე მდგარი გოგოები. ამიტომ როდესაც შენ ეცდები იყო განსხვავებული, დაფიქრდი, პირიქით ხომ არ გამოგდის?

  • იცოდე, რომ წინ მრავალი სირთულე გელის

საზოგადოება ყოველთვის ცუდად იღებს იმათ, ვინც ტენდეციებში არ ჯდებიან. ხალხს აფასებენ ჩაცმულობისა და სილამაზის მიხედვით. ასეთი ხალხი თქვენ ხელგაშლილები ნამდვილად არ შეგეგებებიან. მაგრამ ეს კარგია! შენ არც გჭირდება ისინი. თუ შენ “განსხვავებულობას” გადაწყვეტ, უნდა იცოდე, რომ ეს ყველაფერი უეჭველად მოხდება. არისტოტელემ თქვა: “რომ გაუძლო კრიტიკას, არ უნდა თქვა არაფერი, არაფერი არ უნდა აკეთო და უნდა იყო არარაობა.” ამაში მას ასი პროცენტით ვეთანხმები და ალბათ ბევრი თქვენთაგანიც დაეთანხმება. კრიტიკა მაშინვე გაჩნდება, როგორც კი შემოსაზღვრული ყუთიდან გახვალ. სწორედ კრიტიკის დახმარებით გახდებით თქვენ “განსხვავებულები”!

გასათვალისწინებელი დეტალები:

  1. დაიმახსოვრე, საკუთარი თავის გაცნობა, ეს არ არის მოკლევადიანი პროცესი, არამედ ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს. 15 წლის ასაკში სხვა ადამიანი ხარ, 22 წლის ასაკში სხვა და ა.შ. ჩვენი ინტერესები იცვლება ასაკის მატებასთან ერთად. რაც დღეს არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, 10 წლის შემდეგ შეიძლება ის თქვენთვის არაფერს არ წარმოადგენდეს.
  2. იყავით გონება გახსნილი, ყოველ შემთხვევაში ეცადეთ მაინც. ისწავლეთ სამყაროს სხვა მხრიდან დანახვაც. ეცადე არ ეჩხუბო საკუთარ თავს. თუ შენ განცვიფრდები და განაწყენდები იმაზე, რომ ხალხი თქვენ “განსხვავებულობას” ცუდი თვალით შეხედავს, მაშინ შენგან ეს ძალიან ცუდი ნაბიჯი იქნება. თუ შენ აპირებ, რომ უსმინო ხალხის ნათქვამს, მაშინ მოგიწევს შენი “მე” ყოველთვის შენში ჩაამწყვდიო.
  3. ზემოდან და ცუდად არასოდეს შეხედოთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან “განსხვავებულები”. შეიძლება მათ ასეთი ცხოვრება მოწონთ.
  4. დაიმახსოვრე, რომ მოდა სულაც არ არის ცუდი რამ. რაიმე არასოდეს არ იქნება პოპულარული მიზეზის გარეშე. თუ შენ მართლა მოგწონს თანამედროვე ტენდენციები, სულაც არ არის სავალდებულო არ აყვე მათ, რადგან გინდა იყო “განსხვავებული”. თუ არ გააკეთებ იმას, რაც მართლა მოგწონს, ცუდ გავლენას მოახდენს შენს “განსხვავებულობაზე”.
  5. გაიხსენეთ, ზემოთ რა წერია, იყავი ის ვინც ხარ.

გაფრთხილებები:

  1. არ მიაქციოთ ყურადღება სტერეოტიპებს. თუ შენ თავი “განგსტერი” გგონია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება გიყვარდეს ბალეტი.
  2. ჰკითხო სხვას, თუ როგორ გახდე “განსხვავებული”, ეს უფრო გაართულებს თქვენს მიზანს. ეს სრული უაზრობაა. ეს ისევ სხვის ჭკუაზე სიარულია. მოკლედ ასე არ გააკეთოთ.
  3. იყო უცნაური, სულაც არ ნიშნავს, რომ რამით მეტი ხარ ნორმალურ ადამიანებზე. ყველას თავისი ინდივიდუალური ცხოვრება აქვს და ვისაც როგორ მოწონს ისე იცხოვრებს.

როგორ შევეგუოთ ახალ სკოლას?

ახალი სკოლა… ადამიანს უხარია ახალ ხალხთან შეხვედრა, მაგრამ აშინებთ ის ფაქტი, რომ მას ვერავინ გაუგებს, ახალ სკოლაში მეგობრებს ვერ შეიძენს, თავს მარტოსულად იგრძნობს და სხვა. მაგრამ, აქ საშიში არაფერია, პირიქით, ყველაფერი ძალიან იოლია…

პირველ რიგში, დამშვიდდით. რაც არ უნდა უცნაურ და განსხვავებულ ადამიანად მიგაჩნდეთ საკუთარი თავი, მაინც მოიძებნება სკოლაში თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც კარგად გაგიგებთ.

იყავით საკუთარი თავი. იყავით ის, ვინც ხართ და საკუთარი თავის წარმოდგენის არ შეგეშინდეთ.

პირველ დღეებში (სანამ სკოლას შეეგუებით) ესაუბრეთ მეგობრებს, რომლებმაც ასეთი რამ უკვე გამოიარეს. კითხეთ, როგორ შეეწყვნენ ახალ კლასელებს, სკოლელებს, მასწავლებლებს და ა.შ. თბილად ესაუბრეთ ახალ მეგობრებს, წარუდგინეთ საკუთარი თავი… უთხარით მათ კომპლიმენტები, გამონახეთ საერთო ენა… გადაიღეთ სურათები… მიწერეთ, მაგრამ თავი არ მოაბეზროთ არავის.

და ყველაზე მთავარი, ხშირად გაუღიმეთ ახალ მეგობრებს… ეს ყველაზე მთავარია, ღიმილი ხომ ყველსთვის სასიამოვნოა?!

იმედია, ჩემს რჩევებს გაითვალიწინებთ და რაც მთავარია, გამოგადებათ.

 

სტატიის ნაწილი : ihow.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close