არქივი

უდიები

უდიები
უდიები კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი აბორიგენული ეთნიკური ჯგუფია. გაეცანით მათ წარმომავლობას და ტრადიციებს…
უდიები კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი აბორიგენული ეთნიკური ჯგუფია. ცხოვრობენ საქართველოში, ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანში (სოფ. ოქტომბერში, სადაც 1920-22 ნლებში გადმოსახლდნენ აზერბაიჯანიდან, ნუხის ოლქის ხოფ. ვართაშნიდან, აზერბაიჯანელებისა და სომხების თავდასხმების გამო და აზერბაიჯანის სამ სოფელში:ვართაშენში, ნიჯსა და მირზაბელუში.

უდიები

ზინობიანელი და ვართაშნელი უდიები მართლმადიდებელი ქრისტიანები (დიოფიზიტები) არიან,ნიჯელნი და მირაბელუელნი – სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს მიაკუთვნებენ თავს.უდიური ენა განეკუთვნება იბერიულ-კავკასიურ ენათა დაღესტნური ჯგუფის ლეზგიურ ქვეჯგუფს, აქვს ორი დიალექტი: ვართაშნული და ნიჯური, ხმოვანთა რთული და თანხმოვანთა რამდენადმე რთული სისტემით – 13 ხმოვანი, 38 თანხმოვანი. უდიები მშობლიურ ენაზელაპარაკობენ. უდიურ დამწერლობას(ანუ ალბანურს) სამეცნიერო ლიტერატურაში მიაკუთვნებენ ნაუკითხავ წარწერებს, რომელიც აღმოჩენილია საქართველოში, აზერბაიჯანში, დაღეხტანში. ამჟამად უდიური უმწერლობო ენაა. XX საუკუნის 20-იან ნლებში უდიურისთვის შემოღებულ იქნა ლათინური ანბანი. 1934 ნელს გამოქვეყნდა თევდორე ჯეირანაშვილის მიერ შედგენილი საანბანო-საკითხავი სახელმმღვანელო, რომლითაც უდიური ენა 1945 წლამდე ისწავლებოდა. საქართველოში მოსახლე უდიები კახეთის მეურნეობის ტრადიციულ დარგებს (მევენახეობას, მიწათმოქმედებახ, მესაქონლეობას) მისდევენ. აზერბაიჯანში მცხოვრები უდიების სამეურნეო ყოფა კი ადგილობრივი მოსახლეობის ყაიდაზეა მოწყობილი.

რაოდენობა და განსახლება

მსოფლიომი უდიების რაოდენობასთან დაკავშირებით ერთიანი მოსაზრება არ არსებობს და სრული სიზუსტით მათი რაოდენობის დასახელება სირთულეებთან არის დაკავშირებული. პირველი, შედარებით სანდო წყარო მათი რაოდენობის შესახებ XIX საუკუნის მიწურულიდან არსებობს: 1880 წელს რუსეთის იმპერიაში 10 ათასი უდი ცხოვრობდა, 1897 წელს – 4 ათასი, 1926 წელს – 2500, 1959 წელს – 3700, 1970 წელს – 5900, 1979 წელს – 7 ათასი. ეს განსხვავებანი იმით არის გამოწვეული, რომ ამ ხალხის უდიებად რეგისტრაცია დამოკიდებული იყო: 1) კონკრეტულ პერიოდში ხელისუფლების პოლიტიკურ მიზნებზე, 2) უდიების მიერ კონფესიური კუთვნილების ან მათი იმჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის, ადგილზე გავრცელებული ენის ან მშობლიურ ენად რომელიმეს დასახელებაზე, 3) უდიების განათლების ან კომუნიკაციის ძირითად ენაზე. 1989 წლის აღწერის მონაცემებით, საბჭოთა კავმირში 8652 უდი ცხოვრობდა: მათ შორის აზერბაიჯანში – 6125, რუსეთში – 1102, საქართველოში .. 793, ყაზახეთში – 366, უკრაინაში – 109,
უზბეკეთში – 46. თურქმენეთში – 32, ტაჯიკეთში – 31, მოლდავეთში – 16, ბელორუსიაში – 15, ლატვიამი – 15, ყირგიზეთში – 2. საბქჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში გაფანტული უდიები ნარმოშობით აზერბაიჯანიდან არიან. ეს რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული: 1) ისინი აზერბაიჯანის დღევანდელი ტერიტორიის მკვიდრი ეთნოსია, 2) აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა მათი ისტორიული სამშობლო და ფესვები, 3) აზერბაიჯანის გარდა, მსოფლიომი არსად არ არის უდიური თემი ან დასახლება, 4) უდიებმა აზერბაიჯანმი სხვა მცირე ერებზე ნაკლებად განიცადეს ასიმილაცია. 1970 ნლის აღწერით, საქართველოში 800 უდი ცხოვრობდა, 1989 წელს – 793. 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით კი, საქართველომი 203 უდი ცხოვრობს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ყვარლის რაიონის სოფ. ზინობიანშია დასახლებული. თუმცა, საქართველოში უდიების ასოციაციის ხელმძღვანელის – მამული ნეშუმაშვილის – შეფასებით, ყვარლის რაიონმი ორჯერ მეტი უდი ცხოვრობს. აზერბაიჯანში 4100-მდე უდი გაბალის რაიონის სოფელ ნიჯისა და ოღუზის რაიონული ცენტრის მცხოვრებია, რუსეთში კი, ძირითადად, აზერბაიჯანიდან ემიგრირებული 3700-მდე უდი არის დასახლებული. წარმომავლობა და ისტორია უდიების უძველესი წარსულისა და ადგილსაცხოვრისის შესახებ ცნობები ძველაღმოსავლურ და ანტიკურ წყაროებში მოიპოვება. ვარაუდობენ, რომ უდიების წინაპრები იყვენ ძვ.წ. III ათასწელულის შუმერულ-აქადურ ტექსტებში დამოწმებული გუტიები, რომლებიც მთიანი ზაგროსის უძველეს მოსახლეობას შეადგენდნენ. ბაბილონური წყაროების მიხედვით ცნობილია, რომ გუტიების შემოსევამ ძვ.წ. III ათასწლეულში დაამხო აქადური დინასტია. ჰეროდოტე აქამენიანთა იმპერიის მეთოთხმედე სატრაპიეს აღწერისას, ასახელებს საგარტიებს, სარაგნიებს, თანამელებს, მიკებს, უტიებს და სხვ. „სომხეთის ისტორია“ გვამცნობს, რომ ალბანეთის მკვიდრი მოსახლეობა ოთხი ტომისაგან შედგებოდა: უტეაცთა, გარდამანელთა, წავდეელთა და გარგალელთა გვარებისგან. იქვე აღნიშნულია, რომ ალბანელთა მითიური წინაპრისგან – არანისგან – წარმოდგება უტეათა გვარი.
უდიები

აღნიშნულ წყაროებზე დაყრდნობით, იმ ავტორებს, რომლებიც კავკასიის ალბანელების ისტორიის, გეოგრაფიის, ენისა და კულტურის საკითხებს სწავლობდნენ, გამოთქმული აქვთ სხვადასხვა მოსაზრებანი: უდიები ალბანელების შთამომავლები არიან, უდიები ცხოვრობდნენ მტკვრის მარცხენა და მარჯვენა ნაპირებზე ალაზნის შესართავთან, უდიები ცხოვრობდნენ მდინარე არაქსის სამხრეთით, ირანის აზერბაიჯანში ე.ი. იქ, სადაც შუმერულ-აქადური წყაროების მიხედვით, ლოკალიზდებიან გუდიები. I საუკუნეში უტიებმა ჩრდილოეთით გადაინაცვლეს და არაქსმა გაყო მათი მიწები – ოტენა(ძირიდან „ოტ“ – „უტ“) ატროპატენასაგან.
უდიური ენის შესწავლა მეცნიერებმა XIX საუკუნეში დაიწყეს და დღემდე აცხადებენ, რომ მათი ენა ძველი ალბანური ანბანის გასაღებს წარმოადგენს.

წყარო: tolerantoba.ge.

ავტორი: თამარ შარაბიძე

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button