TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური
შავი ბურგერი იაპონიაში
“ბურგერ კინგმა” იაპონიაში თავისი კლიენტები გააოგნა ბოლო პროდუქტით – ჰამბურგერი, რომელიც მთლიანად შავია.
ეს გასაოცარი ჩანაფიქრი გამოშვებამდე ინტერნეტით ძალიან პოპულარული და წარმატებული გახდა.
შავი ფერის მისანიჭებლად გამოყენებულია ნახშირი და შავი კალმარისაგან დამზადებული მელანი. ხორცი გამუქებულია შავი პილპილით,რა თქმა უნდა, ყველიც შავია.
გაინტერესებთ როგორი გემო აქვს შავ ჰამბურგერს?
როგორც ერთმა კმაყოფილმა კლიენტმა თქვა, ბურგერს ძალიან მოუხდებოდა ბრინჯი:”ის ჩვეულებრივ ჰამბურგერს გავდა, მაგრამ როცა გავსინჯე, მეგონა ვჭამდი იაპონურ მწვადებს. ისიც კი ვიფიქრე, რომ ძალიან მოუხდებოდა ბრინჯი”
აღსანიშნავია ისიც, რომ ესა არაა პირველი, როცა “კინგს ბურგერმა” იაპონიაში შავი ჰამბურგერი გამოუშვა. ის 2012 წელსაც იყო გაყიდვაში.