საკითხავიუცნაური

სტოკჰოლმის სინდრომი


სტოკჰოლმის სინდრომი.

სტოკჰოლმის სინდრომი არის ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც გამოიხატება იმით, რომ მსხვერპლს უჩნდება სიმპატია აგრესორის მიმართ. მაგალითად: ტყვეს ნელ-ნელა მოსწონს გამტაცებლის მოქმედებები და ზოგჯერ წინააღმდეგობასაც უწევს მისი განთავისუფლების ოპერაციებს.

“სტოკჰოლმის სინდრომის” ავტორი არის ცნობილი შვედი კრიმინალისტი ნილს ბეიერტი, რომელიც დაეხმარა პოლიციას ტყვეების განთავისუფლებაში 1973 წელს სტოკჰოლმში. ყველაფერი ასე მოხდა:

1973 წლის 23 აგვისტოს ციხიდან გაქცეული შეიარაღებული კრიმინალი იან ერიკ ულსონი შეიჭრა ბანკში, სტოკჰოლმის ცენტრში და მძევლად აიყვანა ბანკის ოთხი თანამშრომელი – სამი ქალი და ერთი კაცი(ბრიჯით ლანდბლედი, კრისტინ ენმარკი, ელიზაბეთ ოლდგრენი და სვენ საფსტრომი). მძარველმა წამოაყენა მოთხოვნები: ფული, იარაღი, ავტომობილი და თავისი თანაკამერელის – კლარკ ულაფსონის თავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა ტყვეების დახოცვით.

მაშინვე იქნა დაკმაყოფილებული მძარცველის ერთი მოთხოვნა – ციხიდან ბანკში მიიყვანეს კლარკ ულაფსონი და ტყვეებს მოუწიათ ტერორისტებთან ერთად პატარა ოთახში გაეტარებინათ 5 დღე-ღამეზე მეტი და თავიანთი საქციელებით ტერორისტების მიმართ გაეოცებინათ ფსიქოლოგები.

ულსონის ყველა მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული(ფული, იარაღი და ავტომობილი) ის იმუქრებოდა, რომ შენობის შტურმის შემთხვევაში ტყვეებს ჩამოახრჩობდა. მან თავისი სერიოზულობა დაამტკიცა იმით, რომ შენობაში შესული ერთი პოლიციელი დაჭრა და მეორეს სიმღერა ამღერინა, ხოლო უკან კი იდგა და ავტომატი ჰქონდა მიშვერილი პოლიციელისკენ. სიტუაცია იყო დაძაბული. ორ დღეში ურთიერთობა მძარცველებს და ტყვეებს შორის შეიცვალა, უფროსწორად კი გაუმჯობესდა.

ტყვეებმა დაიწყეს პოლიციის გაკრიტიკება და მოსთხოვეს პოლიციელებს ის, რომ შეეწყვეტათ მათი განთავისუფლების ოპერაციები. კრისტინ ენმარკმა ულსონისა და მთავრობის წარმომადგენლების შორის საუბრის შემდეგ თვითონ დაურეკა შვედეთის პრემიერ-მინისტრს და განუცხადა, რომ საერთოდ არ ეშინია ულსონის და ულაფსონის, არამედ მათ მიმართ აქვს სიმპათია და მოსთხოვა მათი მოთხოვნების დაუყონებლივ შესრულება და მათი გაშვება.

ბოლოს და ბოლოს 28 აგვისტოს, დრამის მეექვსე დღეს პოლიციელებმა გაზის დახმარებით წარმატებით აიღეს შენობა შტურმით. ულსონი და ულაფსონი დანებდნენ, ხოლო ტყვეები კი გაანთავისუფლეს.

განთავისუფლებული ტყვეები ამბობდნენ, რომ საერთოდ არ ეშინოდათ კრიმინალების, რომლებმაც მათ არაფერი არ დაუშავეს, არამედ ეშინოდათ პოლიციელები. საბოლოოდ ტყვეებსა და ტერორისტებს შორის დარჩა თბილი ურთიერთობები. ამ ოთხეულმა ერთად აიყვანეს რამდენიმე ადვოკატი ულსონისთვის და ულაფსონისთვის.

სასამართლოში ულაფსონმა დაამტკიცა, რომ არ ეხმარებოდა ულსონს, არამედ ცდილობდა ტყვეების განთავისუფლებას. მას ყველა ბრალდება მოუხსნეს და გაანთავისუფლეს. ის შეხვდა კრისტინ ენმარკს და ამ ორის ოჯახი ძლიერ დამეგობრდა ერთმანეთთან.

ულსონს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ ისტორიის წყალობით ის გახდა ძლიერ პოპულარული შვედეთში, მიიღო ასობით წერილი თაყვანისმცემლებისგან ციხეში და შემდეგ ერთ-ერთ მათგანზე დაქორწინდა კიდეც.

FBI-ს სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ ტყვეების აყვანის 4700 შემთხვევიდან ტყვეების 27% ახასიათებს სტოკჰოლმის სინდრომი.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close