ეკლესია შვედეთში არის უმსხვილესი ქრისტიანული დენომინაცია შვედეთში, უდიდესი ლუთერანული ეკლესია მსოფლიო ლუთერანულ ფედერაციაში და საერთოდ მთელ მსოფლიოში. მას ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება, აღსანიშნავია, რომ შვედეთის ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიის წევრთა 4%-ზე ნაკლები დადის ყოველკვირეულად ეკლესიაში, ხოლო აქტიურად- მხოლოდ 2%.
ახლახანს, სტოკჰოლმის ერთ-ერთი ეკლესია გადაიქცა 90-იანი წლების დისკოთეკად (disco 90s). ამ გზით, მღვდლები, ეკლესიის ღვთისმსახურები ცდილობდნენ მოეზიდათ რელიგიურობისკენ დიდი რაოდენობით ხალხი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები.
როგორც ჩანს, მათმა იდეამ ფრთა შეისხა. საღამოს „წვეულებაზე“ მოვიდა მრავალი 15-17 წლის გოგო-ბიჭი.
„ეს მართლაც შესანიშნავი გასართობი ღონისძიებაა“, ამბობს 15 წლის ელლა შვარცი (Ella Schwartz), – „ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამხელა სიამოვნებას მივიღებდი. სიმართლე გითხრათ, „სახლი ღვთისა“ არ იყო ჩემი საქმე, მაგრამ ახლა კი ვფიქრობ, რომ მთლიანად შეიცვალა ჩემი შეხედულებები ეკლესიაზე. და მივმართავ თინეიჯერებს : იარეთ ეკლესიაში, გაერთობით, განიმუხტებით და სულიერად ამაღლდებით “…
საინტერესოა ის ფaქტიც, რომ ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ დაარსდა 1983 წლის 24 მაისს ქალაქ უპსალაში, შვედეთში და ამ დღეს ეკლესიის ღვთისმსახურებაზე 1500-მდე ადამიანი იკრიბება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები… აი, ასე მოიზიდა “მოკვდავნი”