არქივი

საინტერესო ფაქტები ეგვიპტის შესახებ

fdf4cfa8c285
საინტერესო ფაქტები ეგვიპტის შესახებ.

ერთმა ეგვიპტელმა მამამ თავის ქალიშვილს სახელად დაარქვა ფეისბუქი იმ როლის სახსოვრად, რომელიც ითამაშა Facebook-მა 2011 წლის რევოლუციაში. მისი სრული სახელი ჟღერს შემდეგნაირად – ფეისბუქ ჯამალ იბრაჰიმი.

ეგვიპტეში ცხოვრობს Facebook-ის 5 მილიონზე მეტი მომხმარებელი, ყველაზე მეტი, ვიდრე ახლო აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანაში. 2009 წელს ეგვიპტეს ყავდა 20,136 მილიონი ინტერნეტის მომხმარებელი, ეს არის 21-ე ადგილი მსოფლიოში.

ეგვიპტეში ცხოვრობს არაბული მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობა.

ეგვიპტელების 90% არიან მუსულმანები, 9% მიეკუთვნებიან კოპტიკურ ეკლესიას და 1% არის ქრისტიანი.

ფარაონ პიოპი II-ს მართველობა გაგრძელდა 94 წელი და ეს რიცხვი არის ყველაზე გრძელი ისტორიაში. ის გახდა ეგვიპტის ფარაონი, როდესაც ის იყო სულ რაღაც 6 წლის.

ლეგენდის თანახმად ფარაონი პიოპი II შიშველ მონებს უსმევდა თაფლს, რომ თავიდან მოეცილებინა ბუზები.

ეგვიპტური დროშა გავს სირიის, ერაყის და იემენის დროშებს, ის შედგება სამი სხვადასხვა ფერის ხაზებისგან – წითელისგან, თეთრისგან და შავისგან – შუაში “სალადინის არწივის” ოქროს სიმბოლოთი. შავი ფერი სიმბოლიზირებს გადალახულ გაჭირვებას, წითელი – სისხლიან ბრძოლას ჩაგვრასთან, ხოლო თეთრი კი ნათელ მომავალს.

განათლებული მამაკაცების რიცხვი ეგვიპტეში შეადგენს 83%-ს, ხოლო ქალების 59,4%-ს.

ჩვეულებრივსამებრ ეგვიპტური ისტორიის დასაწყისად მიჩნეულია ძვ.წ. 3200 წელი, როდესაც მეფე მენესმა გააერთიანა ზემო და ქვემო სამეფოები. უკანასკნელი ეგვიპტური დინასტია დაეცა სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში ძვ.წ. 341 წელს. არაბებმა ეგვიპტეში შემოიტანეს ისლამი და არაბული ენა მეშვიდე საუკუნეში.

2011 წლის ივლისში ეგვიპტის მოსახლეობის რიცხვი შეადგენდა 82 079 663 ადამიანს. მოსახლეობის 99% ცხოვრობს ტერიტორიების 5,5%.

რამზეს II ხშირად უწოდებენ ეგვიპტური იმპერიის უდიდეს ფარაონს. ის მართავდა ეგვიპტეს 60 წლის განმავლობაში და იყო ერთადერთი ფარაონი, რომელსაც გააჩნდა ტიტული – “დიდებული”. მას ყავდა 90 შვილი(დაახლოებით 56 ბიჭი და 44 გოგონა). მას ოფიციალურად ყავდა 8 ცოლი და დაახლოებით 100 საყვარელი. ამის გარდა ის იყო წითური, რის გამოც ადარებდნენ ღმერთ სეტს.

გიზის ცნობილი პირამიდა აშენდა როგორც ფარაონ ხეოფსის სამარხი, მის აშენებას დასჭირდა 20 წელი. ის აშენდა ორ მილიონზე მეტი ქვის ბლოკისგან, რომელთაგან თითოეული იწონის ორნახევარ სპილოს. პირამიდის სიმაღლე შეადგენს 460 ფუტს – მეტს ვიდრე თავისუფლების ქანდაკებაა. პირამიდის ფუნდამენტი უდრის ხუთ საფეხბურთო მოედანს.

ძველ ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ მუმიფიკაცია მიცვალებულს უზრუნველყოფდა უსაფრთხო გადასვლით მკვდრების სამეფოში. მუმიფიკაციის პროცესი შედგებოდა ორი ეტაპისგან; თავდაპირველად ხდებოდა სხეულის ბალზამირება, შემდეგ ახვევდნენ და მარხავდნენ. ორგანოებს ინახავდნენ კანოპებში, რომელთაგან თითოეული გამოსახავდა ღმერთს.

უძველესი ეგვიპტელები მუმიფიცირებდნენ არამხოლოდ ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც. ერთხელ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 4,5 მეტრის სიგრძის მუმიფიცირებული ნიანგი. მკვდრების უძველეს წიგნში ნიანგი ცნობილია როგორც “ადამინური გულების მშთანთქმელი”

უძველესი ეგვიპტის ქალებს გააჩნდათ დიდი უფლებები და პრივილეგიები, ვიდრე უძველესი მსოფლიოს სხვა ქალებს. მაგალითად, მათ ქონდათ საკუთარი ქონების ქონის უფლება, კომერციული გარიგებების წარმოების უფლება და განქორწინებისას ინიციატივის წამოყენების უფლება. ცნობილი ოჯახების ქალები შეიძლება გამხდარიყვნენ ექიმები.

ეგვიპტეში ქალები და კაცები თვალებზე იკეთებდნენ მაკიაჟს, რომელსაც აკეთებდნენ დაქუცმაცებული ყველისგან და მას ურევდნენ შემდეგ ზეთში. მათ სჯეროდათ, რომ ამ მაკიაჟს გააჩნდა დაავადებების განკურნების ძალები. მაგ: აღედგინა მხედველობა და ჩაექრო თვალის ინფექციები.

უძველესი ეგვიპტელების ძირითადი საჭმელი იყო პური, ხოლო ლუდი კი საყვარელი სასმელი. აკლდამებში ტოვებდნენ ლუდსახარშის მაკეტებსაც კი, რომ მიცვალებულს საიქიოში გარანტირებულად ჰქონიყო ბევრი ლუდი.

იეროგლიფები შეიქმნა დაახლოებით ძვ.წ. 3000 წელს და დიდი ალბათობით წარმოშობილნი იყვნენ კედლებზე გაკეთებული სურათების მიხედვით. ინგლისურის 26 ასოსგან განსხვავებით არსებობს 700 სხვადასხვანაირი ეგვიპტური იეროგლიფი.

პირველი ეგვიპტური პირამიდა იყო აშენებული ეგვიპტელი არქიტექტორის იმჰოტეპის მიერ ფარაონ ჯოსერისთვის ძვ.წ. 2600 წელს.

უძველესი ეგვიპტელები თაყვანს სცემდნენ 1000-ზე მეტ სხვადასხვა ღმერთს და ქალღმერთს. მთავარი ღმერთი კი იყო რა, მზის ღმერთი.

მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ეგვიპტე ცნობილი იყო ბევრი სხვადასხვა სახელებით. მაგალითად, ძველი სამეფოს დროს ეგვიპტეს ეძახდნენ კემეტს ან შავი მიწა, ნილოსის ნაპირების გამო. მას ასევე ეძახდნენ დესხრეტს ან წითელ მიწას მისი უდაბნოების გამო. მოგვიანებით ცნობილი იყო როგორც ჰუტ-კა-პტაჰი “სახლი კა პტაჰის”. პტაჰი იყო ერთ-ერთი ადრეული ეგვიპტური ღმერთი. ბერძნებმა შეცვალეს ჰუტ-კა-პტაჰი აეგიპტუსით.

ერთ დროს უდაბნო საჰარა იყო ნაყოფის მომცემი მიწა და სავანა. კლიმატურმა ცვლილებებმა, რომლებიც მოხდა ძვ.წ. 8000 წელს გადააქციოეს ეს ადგილი უდაბნოთ. ამჟამად ეს ადგილი არის მსოფლიოში ყველაზე ცხელი უდაბნოთ, მისი ფართობი შეადგენს 9 400 000 კვადრატულ მილს, რაც უდრის დაახლოებით აშშ-ს ფართობს. ყველანაირი ტიპის უდაბნოებს შორის ფართობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი არის ანტარქტიდა.

მსგავსი ამბები

Back to top button