გასართობისაკითხავისასარგებლო

ათი შეშლილი ადამიანი, რომელთაც მსოფლიოს გენიალური იდეები აჩუქეს (პირველი ხუთეული)

image

ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული მწერლის ან პოეტის სიცოცხლე ყოველთვის დაკავშირებულია დიდ რისკთან, კერძოდ – ადამიანის შემეცნების უნართან, ხოლო დიდების მწვერვალებისაკენ მიმავალ გზას, რა იოლად სავალიც არ უნდა მოგვეჩვენოს იგი, ყოველთვის თან ახლავს საფრთხე, რომელიც მოიცავს რაღაც შეუცნობელს, აკრძალულს და თქვენ წარმოიდგინეთ, გიჟურსაც კი.

ამ პოსტში სწორედ ასეთ ადამიანებზე გვექნება საუბარი. მინდა წარმოგიდგინოთ ათი უნიჭიერესი, თუმცა სულით ავადმყოფი ადამიანი, რომელთაც კაცობრიობას აჩუქეს გენიალური ნაწარმოებები და გრანდიოზული იდეები.



1. ედგარ ალან პო – ამერიკელი მწერალი (1809-1849)

 

image

 

დიაგნოზი: სულიერი აშლილობა (ზუსტი დიაგნოზი ცნობილი არაა).

 

სიმპტომები: სიბნელის შიში, გარღვევა მეხსიერებაში, დევნის მანია, არაადეკვატური ქცევები, ჰალუცინაციები.

 

ავადმყოფობის ისტორია: 1830-იანი წლების ბოლოს ედგარ პო უკვე იტანჯებოდა საშინელი დეპრესიით. გარდა ამისა, ის ბოროტად იყენებდა ალკოჰოლს, რამაც მის ფსიქიკაზე დამანგრეველად იმოქმედა: სასმელის მიღების დროს მწერალს ეწყებოდა ფსიქიური აშლილობა. ალკოჰოლს მალე ოპიუმიც დაემატა. საგრძნობლად გააუარესა პოს მდგომარეობა მისი ცოლის ავადმყოფობამაც: თავისი ბიძაშვილი ვირჯინია ედგარმა ცოლად მოიყვანა 13 წლის ასაკში. 7 წლის თანაცხოვრების შემდეგ, 1942 წელს ქალი ავად გახდა ტუბერკულიოზით, ხოლო კიდევ 5 წლის შემდეგ გარდაიცვალა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ პომ ორჯერ სცადა დაქორწინება: მისი პირველი მცდელობა თავად საპატარძლომ ჩაშალა, რომელიც ძლიერ დაფრთხა, როცა ერთხელ საქმრო ფსიქიურად შეურაცხად მდგომარეობაში იხილა. მეორე შემთხვევაში დამნაშავე თავად პო იყო: ის ქორწილის დღეს საშინლად დათვრა ბალტიმორის ერთ-ერთ რესტორანში. 4 დღის შემდეგ მეგობრებმა ის აქ იპოვეს უგონო მდგომარეობაში. მწერალი ჰოსპიტალში მოათავსეს, სადაც რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა კიდეც საშინელი ჰალუცინაციების თანხლებით. ახდა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა მწერალს-მარტოობაში სიკვდილი. ექიმები იხსენებდნენ, რომ სიკვდილის წინ პო სასოწარკვეთილად უხმობდა ჯერემი რეინოლდსს – ჩრდილო პოლუსის დამპყრობთაგან პირველს.

 

იდეები, რომლებიც ედგარ პომ მსოფლიოს აჩუქა: მწერალმა სათავე დაუდო ორ უპოპულარეს სამწერლო ჟანრს: პირველი-საშინელებათა რომანი(მოთხრობა), მეორე-დეტექტივი. მისი რომანის (“მკვლელობა მორგის ქუჩაზე”) გმირი ოგიუსტ დიუპენი გახდა დამფუძნებელი დედუქციური მეთოდისა და წინაპარი მისი ანალოგის შერლოკ ჰოლმსისა.



2. ფრიდრიხ ნიცშე – გერმანელი ფილოსოფოსი (1844-1900)

 

image

 

დიაგნოზი: ბირთვული მოზაიკური შიზოფრენია.

 

სიმპტომები: განდიდების მანია, გონების დაბინდვა, საშინელი თავის ტკივილები, არაადეკვატური მოქმედება. ნიცშეს სამედიცინო ბარათში ეწერა, რომ ის სვამდა თავი შარდს თავისივე ჩექმიდან, მას ახასიათებდა გიჟური წამოყვირებები, საავადმყოფოს დარაჯს ბისმარკს ეძახდა, ეძინა კლინიკის იატაკზე, დახტოდა თხასავით და ემართებოდა აგრესიის შეტევები.

 

ავადმყოფობის ისტორია: ნიცშემ გადაიტანა რამოდენიმე აპოპლექსიური შეტევა, იტანჯებოდა ფსიქიკური მოშლილობით მთელი 20 წლის განმავლობაში, აქედან მან 11 წელი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა და სიკვდილამდე რამოდენიმე თვით ადრე ნიცშეს მხოლოდ რამოდენიმე დანაწევრებული ფრაზის წარმოთქმა შეეძლო, მთლიანი წინადადების თქმას ის ვერ ახერხებდა.

 

იდეები, რომლებიც ფრიდრიხ ნიცშემ მსოფლიოს აჩუქა:“ზეადამიანობის იდეა” – როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოთ, სწორედ ეს თხასავით მხტუნავი მამაკაცი ასოცირდება ჩვენს წარმოდგენაში თავისუფალ, ზემორალურ, სრულყოფილ პიროვნებად. “ახალი მორალის იდეა”: სწორედ ჯანსაღმა მორალმა უნდა განამტკიცოს ადამიანის მისწრაფება ხელისუფლებისაკენ, სხვა ყველანაირი მორალი ავადმყოფური და უსარგებლოა. “ფაშიზმის იდეოლოგია”: ავადმყოფები და სუსტები უნდა დაიღუპონ, ხოლო ძლიერებმა უნდა გაიმარჯვონ; და ბოლოს იდეა: “ღმერთი მკვდარია”.



3. ერნესტ ჰემინგუეი – ამერიკელი მწერალი (1899-1961)

 

image

 

დიაგნოზი: მწვავე დეპრესია, გონებრივი მოშლილობა.

 

სიმპტომები: სუიციდისადმი მიდრეკილება, დევნის მანია, ნერვიული აშლილობა

 

ავადმყოფობის ისტორია: 1960 წელს ჰემინგუეი კუბიდან აშშ-ში დაბრუნდა, მას სტანჯავდა საშინელი დეპრესია, აკვიატებული შიშის მანია და თავდაუჯერებლობა. ჰემინგუეის აღარ შეეძლო წერა და ამიტომ ნებაყოფლობით დასთანხმდა გამოკვლევა გაევლო ფსიქიატრიულ კლინიკაში. მან გადაიტანა ელექტროშოკის 20 სეანსი, რის შესახებაც ასე წერდა:” ექიმებს, რომლებიც მე ელექტროშოკს მიკეთებდნენ, საერთოდ არ ესმოდათ მწერლების. რა აზრი ჰქონდა ჩემი ტვინის დაშლას და მეხსიერების წაშლას, რომელიც ჩემს კაპიტალს წარმოადგენდა. მათ მე ცხოვრების სანაგვეზე გადამაგდეს. ეს იყო შესანიშნავი მკურნალობა იმ სავალალო შედეგით, რომ მათ დაკარგეს პაციენტი”. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ჰემინგუეი დარწმუნდა, რომ მას აღარ შეეძლო წერა და მან ჩაიდინა თვითმკვლელობის პირველი ცდა. ახლობლებმა შეძლეს მწერლის გადარჩენა. ცოლის თხოვნით მან ისევ გაიარა მკურნალობის ერთი სეანსი, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა: საავადმყოფოდან გამოსვლის 5 დღის შემდეგ ჰემინგუეიმ თავი მოიკლა: მან რევოლვერი თავში ისროლა.

 

იდეები, რომლებიც ერნესტ ჰემინგუეიმ მსოფლიოს აჩუქა:“დაკარგული თაობის” იდეა; ახალი ლიტერატურული ხერხი-

”აისბერგის მეთოდი”, როცა ძუნწ, მცირე მოცულობის ტექტში დევს უზარმაზარი, სულისშემძვრელი კონტექსტი. ჰემინგუეის ყველაზე უკომპრომისო მაჩო მოხუცი მეთევზე სანტიაგოა (“მოხუცი და ზღვა”), რომელსაც დიდმა მწერალმა შემდეგი სიტყვები ათქმევინა: “ადამიანი იმისათვის როდია შექმნილი, რომ დამარცხება იწვნიოს. ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ მას ვერ დაამარცხებ”. თავად ჰემინგუეი იყო : მონადირე, მწერალი, მებრძოლი, სპორტსმენი, ჯარისკაცი, მეთევზე, მოგზაური და ბოლოს, ნობელის პრემიის ლაურეატი….სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება.. სამწუხაროა, რომ ასეთმა ადამიანმა ბრძოლაზე უარი თქვა და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, თუმცა თავის იდეალები მწერალმა ბოლომდე დაიცვა: “მამაკაცი საწოლში არ უნდა მოკვდეს, ის ან ბრძოლაში უნდა ჩაებას, ან ტყვია დაიხალოს შუბლში”.

 

4. ფრანც კაფკა – ჩეხი მწერალი (1883-1924)

 

image

 

დიაგნოზი: მკვეთრად გამოხატული ნევროზი, ფუნქციონალური ხასიათის ფსიქოსტენია, მუდმივი დეპრესიული მდგომარეობა.

 

სიმპტომები: აგზნებადობა, რომელსაც პერიოდული აპათიის შეტევები ახლდა, უძილობა, აკვიატებული შიში, ფსიქომატიური პრობლემები ინტიმურ სფეროში.

 

ავადმყოფობის ისტორია: კაფკას ღრმა ფსიქოლოგიური ჩავარდნები განპირობებული იყო მისი კონფლიქტით მამასთან, დაძაბული ურთიერთობით ოჯახის წევრებთან, ჩახლართული სასიყვარულო ურთიერთობებით. კაფკას მამას არ მოსწონდა შვილის გატაცება მწერლობით და მას ოჯახისაგან მალულად უწევდა წერა.

“ჩემთვის საშინელება იყო ეს ორმაგი ცხოვრება, რომლის შედეგიც მხოლოდ ერთი შეიძლება ყოფილიყო-სიგიჟე, “-წერდა მწერალი თავის დღიურში.

როდესაც მამამ მოითხოვა, რომ ფრანცს სამსახურის შემდეგ მასთან ემუშავა სავაჭრო ფარდულში და არა რაღაც სისულელეები ეჯღაბნა, ბიჭმა გადაწყვიტა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. მისი სიცოცხლე მეგობარმა მაქს ბროდმა იხსნა, რომელმაც მოახერხა და მკაცრ მამას ხელიდან გამოგლიჯა განწირული მეგობარი. მაგრამ ამ შემთხვევამ საშინელი კვალი დააჩნია მწერლის ცხოვრებას: მის ფსიქიურ მდგომარეობაში იყო როგორც სიმშვიდის და ღრმა დეპრესიის, ასევე ნევრიული აშლილობის და აგრესიულობის პერიოდები.

მწერალი 41 წლის ასაკში ტუბერკულიოზისაგან გარდაიცვალა: ბოლო წლებში ავადმყოფობამ გაანადგურა არამარტო მისი სხეული, არამედ გონებაც.

 

იდეები, რომლებიც ფრანც კაფკამ მსოფლიოს აჩუქა: კაფკა ნაკლებად ცნობილი იყო მის სიცოცხლეში, მისი ნაწარმოებები იშვიათად იბეჭდებოდა, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მისმა ნაწერებმა ახალი ლიტერატურის თაყვანისმცემლების გულები დაიპყრო. კაფკას სამყარო – აღსავსე სასოწარკვეთილებით, განწირულებითა და შიშით მწერლის დრამით სავსე პირადი ცხოვრების გამოძახილია და სწორედ ის გახდა ლიტერატურის ახალი მიმდინარეობის საფუძველი, რომელსაც “ლიტერატურა დიაგნოზით” ეწოდა. ეს ჟანრი არსებითად დამახასიათებელი გახდა XX საუკუნის მწერლობისათვის.



5. ჯონათან სვიფტი – ირლანდიელი მწერალი (1667-1745)

 

image

 

დიაგნოზი: პიკის ავადმყოფობა ან ალცჰაიმერის ავადმყოფობა.

 

სიმპტომები: თავბრუსხვევა, სივრცეში დეზორიენტაცია, მეხსიერების დაკარგვა, ადამიანების და გარემომცველი საგნების ვერცნობა, მეტყველების უნარის ნაწილობრივი დაკარგვა.

 

ავადმყოფობის ისტორია: სიმპტომების თანდათანობითი ზრდა, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში სრულ გონებასუსტობაში გადაიზარდა.

 

იდეები, რომლებიც ჯონათან სვიფტმა მსოფლიოს აჩუქა:პოლიტიკური სატირის ახალი ფორმა. რა თქმა უნდა, “გულივერის მოგზაურობა” არ იყო პირველი სარკასტული ნაწარმოები, მიძღვნილი გამეფებული უსამართლობისადმი, მაგრამ ნოვატორული იდეა აქ მის ხედვაში კი არაა, არამედ ოპტიკაში. იმ დროს, როცა სხვა სატირიკოსები სამყაროს გამადიდებელი შუშით ან ტელესკოპით უყურებდნენ, ჯონათან სვიფტმა ამისათვის შექმნა ლინზა საოცრად მრუდე სარკეებით. სწორედ ამ “ლინზით” ხელმძღვანელობდნენ თავიანთ უკვდავ ნაწარმოებებში გოგოლი და სალტიკოვ-შჩედრინი.

წყარო : intermedia.ge

Back to top button