გასართობისაკითხავისასარგებლო

როგორ ებრძვიან ნაბახუსევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

image

ნაბახუსევი-აბა რა შეიძლება იყოს ამაზე საშინელი და უსიამოვნო? ამ სიტყვის გაგონებაც კი ბევრ ადამიანში თავის ტკივილს და არასასურველ შეგრძნებებს იწვევს. ადამიანების უმეტესობა მხიარულად გატარებული ღამის შემდეგ ძილს და ასპირინს არჩევს, ზოგი მათგანი დილით ლუდს ან ხაშს ეძალება, ზოგი კიდევ არყით აგრძელებს დღეს.

მაგრამ რა ხდება ამ მხრივ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში? იქნებ რომელიმე ქვეყანაში იციან განსაკუთრებული საიდუმლოება, თუ როგორ ვებრძოლოთ ამ უსიამოვნო შეგრძნებას. საიდუმლოების რა მოგახსენოთ, მაგრამ ბევრგან თურმე ნაბახუსევთან ბრძოლის ისეთი უცნაური ხერხები აქვთ, რომ მათ გამოყენებას არამც და არამც არ ისურვებდით. მოდით ვირტუალური მოგზაურობა ჩავატაროთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ვნახოთ, რა მეთოდებს იყენებენ ისინი ნასმეურის გასაბათილებლად.

 

1.ნამიბია

 

image

 

ამ ქვეყნის მცხოვრებლები ნაბახუსევთან ბრძოლის ნაცად 100%-იან ხერხს იყენებენ-ესაა კამეჩის რძის კოქტეილი. ეს სასმელი შეიცავს შემდეგ კომპონენტებს: აჭრილი ნაღები, შავი რომი, სანელებლებიანი რომი, ნაღების ლიქიორი და ნაღები. ალბათ ამ საშინელი ნარევის დალევა, მას შემდეგ, რაც თქვენ მთელი ღამე სპირტიან სასმელს სვამდით, არცთუ ისე სასიამოვნო იქნება. გამოდის, რომ განთავისუფლდეთ ნაბახუსევისაგან, ისევ უნდა დათვრეთ.

 

2. პერუ

 

image

 

პერუელებს ძალიან უყვართ ღამღამობით ხმაურიანი წვეულებები და გართობა, შესაბამისად, მათ იციან ამ ხმაურიანი ღამეების შედეგის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები: დილით ისინი ჭამენ განსაკუთრებული ჯიშის თევზისაგან დამზადებულ სუპს, რომელსაც დამატებული აქვს ლიმონის წვენი, ლაიმას წვენი, ნიორი და იმბირი. მგონი საკმაოდ გემრიელი კერძი უნდა იყოს.



3. ველური დასავლეთი

 

image

 

ლაღი და უშიშარი კოვბოების ველურ დასავლეთში ამ მაგარი ბიჭებისათვის ნაბახუსევთან ბრძოლის თანამედროვე საშუალებები, რაღა თქმა უნდა, ხელმიუწვდომელი იყო. როგორ აღწევდნენ თავს ისინი ვისკით სავსე ღამის შედეგად გამოწვეულ უსიამოვნებებს? ისინი სვამდნენ გრანულირებულ ჩაის. გინდათ შეიტყოთ მაინც რა ჩაი იყო ეს? კოვბოები კურდღლის ცურცლებს ადუღებულ წყალს ასხამდნენ და…. მგონი არ ღირს ამის გაგრძელება.

 

4. ავსტრალია

 

image

 

ავსტრალიელებს ძალიან უყვართ ვეჯიმაითი, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ნაბახუსევის დროს ხსნას მასში ეძებენ. იცით რა არის ვეჯიმაითი? ესაა საფუარზე დამზადებული სქელი პასტა, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს ნუტელას, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული გემო აქვს და სულაც არაა ტკბილი.

 

5. კანადა

 

image

 

თუ კანადელმა გუშინ საკმარისზე მეტი დალია, დღეს ის აუცილებლად მიირთმევს კარტოფილ ფრის ყველის ნაჭრებით და ცხელი სოუსით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კერძს არც ნაბახუსევის გარეშე დაიწუნებდა ადამიანი, რადგან ის ძალიან გემრიელია.

 

6. ბანგლადეში

 

image

 

ბანგლადეშელები გვირჩევენ ნაბახუსევის დროს დავლიოთ ქოქოსის რძე. მასში ძალიან ბევრი კალიუმია, რომელიც სპირტიანი სასმელის მოქმედებას ანეიტრალებს.

 

7. უნგრეთი

 

image

 

როგორც ჩანს, უნგრელები ძალიან კატეგორიული ხალხია. თუ თქვენ ამ ქვეყანაში დალევამ მოგიწიათ და გსურთ ნაბახუსევისგან თავი დაიხსნათ, უნგრელი მასპინძელი აუცილებლად შემოგთავაზებთ დალიოთ ბრენდი, რომელშიც ბეღურის სკინტლია დამატებული. სასიამოვნოა, რას იტყვით?



8. პუერტო-რიკო

 

image

 

პუერტო-რიკოელებს მშვენიერი საშუალება ააქვთ ნამთვრალევთან საბრძოლველად. მანამ, სანამ თქვენ სპირტიანი სასმელის დალევას დაიწყებთ, ხელისგულზე უნდა გასრისოთ ლაიმის ან ლიმონის ნაჭერი და მორჩა, სასმელი აღარ მოგეკიდებათ. რა თქმა უნდა, ამ მეთოდს მეცნიერი მტკიცებულება არ გააჩნია, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს.

 

9. ჰაიტი

 

image

 

ჰაიტიზე მიაჩნიათ, რომ ნაბახუსევთან ხუმრობა არ შეიძლება. მისგან რომ თავი დაღწიონ, ნასვამი ადამიანები ვუდუს მაგიას მიმართავენ. საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ 13 ცალი შავთავიანი ქინძისთავი ჩაარჭოთ იმ ბოთლის სახურავში, საიდანაც სვამდით სასმელს და თქვენი ტანჯვა უკვალოდ გაივლის. შთამბეჭდავი მეთოდია, არა?

 

10. ისლანდია

 

image

 

ისლანდიური ტრადიციის თანახმად, ნაბახუსევთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა მდინარის პირას სილაში კისრამდე ჩაფლვა. რა თქმა უნდა, მეცნიერება ამ მეთოდის ეფექტურობასაც ეჭვის ქვეშ აყენებს, მაგრამ ერთის მხრივ, ეს ცივი შხაპის ალტერნატივაა, ასე რომ სავსებით შესაძლებელია მან შვება მოგანიჭოთ ნაბახუსევის დროს.

წყარო : intermedia.ge

Back to top button