გართობაუცნაური

ცნობილი კომპანიების 10 წარუმატებელი პროდუქტი

01d1308c5d87
ცნობილი კომპანიების 10 წარუმატებელი პროდუქტი.

“New Coke”
01d1308c5d87
ერთ-ერთი ღია მაგალითი არის კამპანია, რომელიც დაიწყო სასმელ “New Coke”-ის გამოშვება კომპანია “Coca-Cola”-მ 1985 წელს. მათ შეცვალეს თავიანთი წესები და გადაწყვიტეს შეეცვალათ ტრადიციული სასმელის მომზადების რეცეპტურა. რობერტო გოიზუტამ, რომელიც იმ დროს ხელმძღვანელობდა წარმოებით პროცესს გადაწყვიტა შეექმნა უფრო ჰარმონიული გემო. კომერსანტებმა მხარი დაუჭირეს იდეას და დაიწყეს ახალი სასმელის ყიდვა, მაგრამ პროდუქცია არ მოეწონათ მომხმარებლებს და მოითხოვეს ძველი გემოს დაბრუნება. ბევრი ამტკიცებს, რომ მათ დააბრუნეს ძველი რეცეპტი, მაგრამ სასმელი არ გავს პირველ წარმატებულ ვარიანტს.

კოლგოტები Bic-ისგან
6ebc4a0ec21d
ყველას მოუნდებოდა შეკრებაზე ყოფნა როდესაც კომპანიის სპეციალისტები პირველად განიხილავდნენ მოცემული პროექტის ჩაშვებას. ალბათ ისინი ამბობდნენ, რომ მათი პროდუქტი, კერძოდ კი საპარსები ძლიერ მოთხოვნადები არიან და გადაწყვიტეს გამოეშვათ ერთჯერადი კოლგოტები, მაგრამ დაიწყო პრობლემები, რომ ფირმის დასახელება Bic არანაირად არ სტიმულირებს მყიდველებს, რომ იყიდონ ტანსაცმელი. კომპანიაში არ იფიქრეს იმაზე, რომ კალმების და კოლგოტების წარდგენა საქონლის ერთ სერიაში მყიდველისთვის რთული იქნება.

ჟელე სალათებისთვის
81c18d500aea
ამგვარი იდეები კარგია მათთვის ვისაც არ აქვს დრო, რომ მოამზადოს საკვები, მაგრამ პროდუქტი არ შეიძლება წარადგინო ასეთი სახით. 20-ე საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა ექსპერიმენტალური სალათები – გამომცხვარი ბოსტნეული ლაიმის ჟელეთი, ყველაზე პოპულარული ინგრედიენტი, რომელიც კარგად მიდის როგორც სამაგიდო კერძებზე, ასევე დესერტზე. კომპანია Jell-o-მ წარადგინა სამი სხვადასხვანაირი ჟელე: პომიდორებით, ნიახურით და ბოსტნეულის ასორტით. პროდუქტმა დიდხანს ვერ გაძლო ბაზარზე და წარმოება შეაჩერეს, მაგრამ ჟელეს ლაიმის გემოთი დიდი მოთხოვნა ჰქონდა.

სხვადასხვა ფერის კეტჩუპი
e62f762b5d7f
2000 წელს კომპანია Heinz-მა არ გაითვალისწინა კოკა-კოლას გაკვეთილი, როდესაც საცმელის რეცეპტურა შეცვალეს 1985 წელს და Heinz-მაც შეცვალა თავისი ტომატის კეტჩუპის ტრადიციული რეცეპტი, ამით მათ სცადეს უფრო მეტი მყიდველის მოზიდვა, ფსონი გაკეთდა საბავშვო აუდიტორიაზე, კომპანია დაკავდა ცისფერის და იისფერი კეტჩუპების გამოშვებით. ამგვარი ვარიანტები მაშინვე უარყვეს მშობლებმა, მაგრამ კომპანია აცხადებდა, რომ კეტჩუპი შეიძლება ჭამოს 4 წლის ზემოთ მყოფმა ბავშვმა.

ჯინსები Levi’s-ისგან ტიპი 1
9c2c9d6a72e9
ერთი შეხედვით არ არის მიზეზი, რომ მოცემული საქონელი არ გამხდარიყო პოპულარული ბაზარზე, რადგან მსოფლიოში ცნობილ კომპანია Levi’s ხომ ფაქტიურად არასოდეს ჰქონია პრობლემები და წარუმატებლობა მყიდველებთან. ჯინსები “ტიპი 1” გამოირჩეოდა წითელი ეტიკეტით, დიდი ღილებით და კარგად შესამჩნევი ხაზებით, მაგრამ ძვირადღირებულმა რეკლამამაც, რომელსაც ეწეოდნენ სუპერთასის ჩემპიონატების ჩატარების დროს, ვერ უშველა მათ, ალბათ იმის გამო, რომ ჯინსი ღირდა 100 დოლარი, როდესაც სხვა ჯინსი შეიძლება გეყიდა 30 დოლარათ. კომპანიას აღარაფერი დარჩენოდა და გააგრძელა ძველებური მოდელების გამოშვება.

ყინულოვანი სასმელი Crystal Pepsi
c193a72f8634
კიდევ ერთი წარუმატებელი სასმელი მაგრამ ამჯერად “Pepsi”-სგან. ფირმა, რომელიც უშვებს სასმელ პროდუქტებს, დიდ ყურადღებას უნდა აქცევდეს რეცეპტურის ან ფორმის შეცვლას, მაგრამ 1992 წელს პეფსიც გაყვა მოდურ მინიმალისტურ ტენდენციებს და გამოუშვა Crystal Pepsi. პროდუქტის გამოშვებას მოყვა მსხვილმასშტაბიანი სარეკლამო კამპანია სუპერთასის პერიოდში და ცნობილ მიუზიკლში Van Halen, მაგრამ პროდუქტმა განიცადა კრახი, რადგან მომხმარებლებს არ მოეწონათ მისი ფორმა და გემო.

ჩიფსები “Wow!”
4e1439c25c84
1998 წელს კომპანია Olesta აცნობს მომხმარებლებს თავის ახალ პროდუქტს – ჩიფსებ Wow-ს, როგორც რეკლამა ამტკიცებდა არ არის ცხიმი და მათ უნდა მიირთვან ვინც არის დიეტაზე, მაგრამ არავინ იცოდა, რომ ეს გამოიწვევდა შეკრულობას და ბევრ სხვა პათოლოგიას. ჩიფსები ადამიანის ორგანიზმიდან აძევებდნენ სასარგებლო ვიტამინებს და ნივთიერებებს. ადამიანი წონასთან ერთად კარგავდა ჯანმრთელობას. გაყიდვების ვარდნის გამო პროდუქტი გაქრა მაღაზიების დახლებიდან.

ცხელი გარნირები კომპანია Colgate-სგან
d942ec8110ed
არის კია მსოფლიოში იმაზე სასიამოვნო, როდესაც ერთმანეთში ურევ კბილის პასტას და მზა კერძს? ფირმა Colgate-ის მუშებმა მოიფიქრეს, რომ ამაში არის რაღაც, როდესაც დაიწყეს ცხელი გარნირების გამოშვება 1982 წელს. უცნაურია, მაგრამ მათ აზრს არავინ დაეთანხმა და არავის მოეწონა მათი იდეა, რომ მიირთვა ბრინჯის და ბოსტნეულის კერძი და ამავდროულად იფიქრო კბილის პასტაზე. პროდუქტი გაყიდვებიდან მოხსნეს.

ვიდეომაგნიტოფონი “Betamax”
c75d9a81fdc8
ახალი ტექნოლოგიების სფეროში მუდმივად იქნება გამარჯვებული და დამარცხებული. საკმარისია შეხედო MySpace-ს, თუ როგორ გაანადგურა ის Facebook-მა, ხოლო MiniDisc-ი სრულიად მოსპო iPod-მა. იგივე მოუვიდა ვიდეომაგნიტოფონ Betamax-ს, რომელიც დაამარცხა VHS-მა. 1975 წელს დაიწყო Betamax-ის წარმოება და იმ დროს ბაზარზე არ იყო რომელიმე ძლიერი კონკურენტი, მაგრამ VHS-ის გამოჩენის შემდეგ ბაზრის მათი ნაწილი შემცირდა 100%-დან 25%-მდე 1981 წლისთვის. ვიდეომაგნიტოფონები გამოდიოდა მხოლოდ იაპონელებისთვის 2002 წლამდე. დღესაც არსებობს Betamax-ის პროდუქცია, მაგრამ ეს იშვიათობაა კოლექციონერებისთვისაც კი.

Dasani
e0fe902ecdc3
სამწუხაროა კომპანია კოკა-კოლასი, მაგრამ ამჯერად მან კიდევ ერთხელ განიცადა კრახი, ამჯერად უკვე დიდ ბრიტანეთში, როდესაც დაიწყო ახალი ბოთლის წყლის – Dasani-ს წარმოება 2004 წლის თებერვალში. ყველაფერი დაიწყო კომპანიის სარეკლამო ლოზუნგებით, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვერდს ვერ აუვლით, მაგრამ ინგლისურად სიტყვა spunk, რომელიც ბევრი სხვა მნიშვნელობების გარდა აღნიშნავს სპერმას, მაგრამ მომდევნო სურპრიზი იყო ის, რომ ეს წყალი არ იყო მოპოვებული რაიმე მინერაული წყაროებიდან, არამედ ეს იყო უბრალო ონკანის წყალი ქალაქ სიდკაპიდან. 2004 წელს აღმოაჩინეს ბრომიდი, კანცეროგენული შეერთება. წყალი გაქრა დახლებიდან, მაგრამ 2012 წელს კვლავ გაგრძელდა წარმოება. ალბათ რაიმე ახალ ფიასკოს ელოდებიან!

Back to top button