განსაკუთრებული ქორწილის შემთხვევები
ქორწილი თავისთავად განსაკუთრებული და ლამაზი ცერემონიაა, თუმცა თუ რას ნიშნავს ,,განსაკუთრებული” ქორწილი, თქვენ მიხვდებით, როცა ამ პოსტს წაიკითხავთ.
ქალი ეიფელის კოშკზე დაქორწინდა
ბევრის ოცნებაა ეიფელის მონახულება, მაგრამ გაითვალისწინეთ, ის უკვე ცოლიანია
ერიკა, 97 ქლის ყოფილი ჯარისკაცი,რომელიც სან-ფრანცისკოში ცხოვრობს, ადრეც შეუპყრია სიყვარულს საგნების მიმართ. პირველად მას მშვილდი შეუყვარდა, ერიკას აზრით, სწორედ ეს მშვილდი დაეხმარა მას და ამიტომაც გახდა მაღალი კლასის მშვილდოსანი. შემდეგ კი აღმერთებდა ბერლინის კედელს და როგორც ამბობს, ფსიქოლოგიურ კავშირს არასოდეს წყვეტდა სიშორის მიუხედავად, რადგან საწოლ ოთახში სულ ჰქონდა ღობის ნატეხი, ბერლინიდან წამოღებული. ჰოდა, ბოლოს, მესამე და სამართალიცით გამოუვიდა ჩვენს ერიკას, ისე შეუყვარდა ეიფელი, რომ უარი ვეღარ უთხრა და ცოლადაც გაჰყვა. ქალმა გვარიც კი შეიცვალა და გახდა Erika La Tour Eiffel. ის უკვე წევრია საგნების მოყვარე ადამიანთა ჯგუფისა, რომელშიც 40 ადამიანია გაწევრიანებული,აქედან ყველა ქალია.
შვედი ქალბატონი ბერლინის კედელზე დაქორწინდა
Eija-Riitta Berliner-Mauer, 54 წლის ქალი ბერლინის კედელზე 1979 წელს დაქორწინდა, როდესაც საგნებისადმი სექსუალური მიდრეკილება დაუდგინეს ექიმებმა. Eija ამბობს, რომ მას ეს მიდრეკილება ბავშვობიდან ჰქონდა, და პირველად ტელევიზორში როცა ბერლინის კედელი ნახა, მაშინვე შეუყვარდა, ეს მოხდა 7 წლის ასაკში, შემდეგ დაიწყო სურათების შეგროვება. შემდეგ მის მეექვსე ვიზიტზე და კედლის მონახულებაზე გულმა ვეღარ გაუძლო ეტყობა ქალს და ქორწილიც გამართა. თუმცა მოგვიანებით, როცა კედელი დაინგრა, ეს საშინელი დარტყმა იყო შეყვარებულისთვის. იგი აღარასდროს წასულა კედლის მოსანახულებლად. : (
იაპონელმა ყმაწვილმა ცოლად ვიდეო თამაშის გმირი მოიყვანა
ამ ბიჭმა ცოლად Nene Anegasaki, ცნობილი ვიდეო თამაშის, ნინტენდოს გმირი მოიყვანა. ცერემონია გუამში გაიმართა, სადაც ქორწინება ლეგალურია ნებისმიერ საგანთან, თუ ანიმაციის პერსონაჟთან : ))
გოგონა გარდაცვლილ შეყვარებულს გაჰყვა ცოლად
Megali Taskiewicz და Jonathan George 2008 წლის ნოემბერში აპირებდნენ დაქორწინებას, მაგრამ ქორწილამდე 2 დღით ადრე ჯონათანი გარდაიცვალა, მოტოციკლით ავარიაში მოყვა. გოგონამ ფრანგული სამოქალაქო კოდექსის ერთ-ერთი მუხლი გამოიყენა, რომელიც უშვებს სიკვდილისშემდგომ ქორწინებას თუკი ქორწინებასთან დაკავშირებული ყველა ფორმალობა დამთავრებულია პარტნიორის გარდაცვალებამდე და ქორწილის დროც დათქმულია. გოგონამ ოფიციალურად დაამტკიცა, რომ ის და მისი შეყვარებული 2004 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ, ჰქონდათ საერთო საბანკო ანგარიში, ასევე დამამტკიცებელ საბუთად წარადგინა ფოტო, რომელშიც თავისი საქორწინო კაბა ეცვა, სწორედ ის უნდა ჩაეცვა ქორწილზე. და ფრანგულმა კანონმა ნება მისცა ქორწინების.
კორეელმა კაცმა ბალიში მოიყვანა ცოლად
ამ კაცს ძალიან შეუყვარდა თავისი დაკიმაკურა – ასე ეძახიან იაპონურ ბალიშს, რომელიც დიდი ზომისაა და ხშირად ზედ ანიმეს პერსონაჟებია გამოსახული. ბალიშს საქორწინო კაბაც ჩააცვეს და ისე გაატანეს ცოლად 28 წლის ამ ვერზილას, რომელმაც ვეჭვობ გასაბერი ქალის საყიდელი ფული დაზოგა :(
ეს ძველი ინდუიზმის მიმდევართა სოფლის ტრადიციაა, რეპტილიებზე ქორწილი, რომლის ანალოგი ჩვენს დროშიც განხორციელდა. უცნაური ქორწილი 2006 წელს გაიმართა, რომელიც 2000-მა ადამიანმა იზეიმა,(მცხოვრებლებმა), რომელთა აზრით ქორწილი ბედნიერებას მოუტანდა იქაურობას. კობრა თავისთვის ცხოვრობდა, კაცი თავისუფალ ცხოვრებას ეწეოდა ეს ქალი რომ არ გადაყროდა, რომელმაც რძით შეაცდინა : ))
ქალის თქმით, მას გველთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, დაუდგამდა ხოლმე რძეს და გველი ყოველთვის მოდიოდა ხოლმე იმ ადგილას. ხოდა ამ ქალბატონმაც ჩათვალა, რომ ეს გველის თანხმობას ნიშნავდა :D
ედვარდ სმიტი თავის საყვარელთან, თეთრ ფოლტსვაგენ ბენტლთან ერთად ცხოვრობს, ის ფიქრობს, რომ ავად არაა, ჩვეულებრივი ადამიანია. იგი 57 წლისაა და პირველად მანქანასთან სექსი 15 წლის ასაკში ჰქონდა. მას ქალებთანაც ჰქონია სექსი ახალგაზრდობის წლებში, მაგრამ როგორც განაცხადა მანქანები ურჩევნია :armjera: როგორც მოთვალა 1000 მანქანასთან მაინც ჰქონია სექსუალური ურთიერთობა.