არქივი

საინტერესო ფაქტები ყველაფრის შესახებ

image

იცით თუ არა რომ… ანუ საინტერესო ფაქტები ყველაფრის შესახებ

მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა ასეთი შემთხვევა: ერთ-ერთი გერმანული წყალქვეშა ნავის კაპიტანი ტუალეტში შევიდა და აღმოაჩინა, რომ უნიტაზი გაჭედილი იყო. მან რატომღაც არ დაუძახა სპეციალისტს და მოინდომა თავადვე გაეწმინდა ის, მაგრამ ეს საქმე საკმაოდ რთული გამოდგა. კაპიტნის მცდელობის შედეგი იყო ის, რომ წყალქვეშა ნავში წყალი შემოვარდა და მან ჩაძირვა დაიწყო. გერმანელებს სხვა გზა არ ჰქონდათ და ზედაპირზე ამოცურდნენ. ამის გამო ნავი მაშინათვე შენიშნეს და გაანადგურეს.

 

image

1980-იან წლებში სამედიცინო დაწესებულებებში გამოჩნდა კანადური წარმოების რენტგენის აპარატები. აღმოჩნდა, რომ მათ დაპროგრამებაში დაშვებული იქნა შეცდომა… ამ შეცდომის შედეგად რამოდენიმე პაციენტი დაიღუპა ძლიერი გამოსხივების შედეგად, ბევრმა კი სერიოზული რადიაციული დასხივება მიიღო.

 

image



ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ლუდი, რომელიც არ იწვევს ნაბახუსევს. მისი საიდუმლო არის სპეციალურ შედგენილობაში, რომელიც იცავს ორგანიზმს გაუწყლოვანებისაგან.

 

image



1950-დან 1974 წლამდე დალაი ლამა ოფიციალურად ირიცხებოდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სამსახურში და ხელფასის სახით წელიწადში 180 000 დოლარს ღებულობდა.

 

image



დედამიწაზე ყველაზე გავრცელებულ მინერალს მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების 52% უჭირავს, მაგრამ საინტერესოა ის, რომ 2014 წლამდე მინერალს დასახელებაც კი არ გააჩნდა. საქმე იმაშია, რომ მეცნიერებმა ვერ შეძლეს ბრიჯმანიტის (ასე უწოდეს ამ მინერალს) ნიმუშის მიღება, რადგან ეს ნივთიერება მთლიანად მდებარეობს დედამიწის სიღმეში, 600 კი-ის მანძილზე მისი ზედაპირიდან და მისი მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

image



ერთმა ჰიუსტონელმა მსუქანმა დამნაშავემ მოახერხა საგამომძიებლო იზოლატორში პისტოლეტის შეტანა. მან იარაღი თავისი ცხიმოვანი ნაკეცების ქვეშ დამალა. საინტერესოა, რომ სამჯერ ჩატარებული ჩხრეკის მიუხედავად, პოლიციელებმა პისტოლეტი ვერ იპოვეს, ბოლოს ის თავად დამნაშავემ გადასცა გაწბილებულ სამართალდამცავებს.

 

image



ოსკარზე წარდგენილი თითოეული ნომინანტი, რომელიც ამ ძვირფასი ჯილდოს გარეშე რჩება, დამამშვიდებელი პრიზის სახით ღებულობს სხვადასხვა საჩუქრებით სავსე ტომარას. წელს ამ ტომარაში ჩადებული ნივთების ფასმა 55 000 დოლარს გადააჭარბა.(არცთუ ისე ცუდი კომპენსაციაა, არა?)

 

image



ადამიანის ორგანიზმში გამუდმებით მიმდინარეობს ძველი უჯრედების შეცვლა ახლით. ერთი წამის განმავლობაში დაახლოებით მილიონამდე ახალი უჯრედი წარმოიშობა. მანამ, სანამ თქვენ ამ საინტერესო ფაქტს წაიკითხავთ, თქვენს სხეულში 50 მილიონამდე უჯრედი მოკვდება და მათ ნაცვლად ახალი წარმოიქმნება.

 

image



მეცხრამეტე საუკუნეში სიტყვათა შეთანხმება “ტომი და ჯერი” წარმოადგენდა ბრიტანელების საყვარელ სლენგურ გამონათქვამს, რაც ნიშნავდა “ჩხუბსა და ყველანაირ უსიამოვნებაში გახვევას”.

 

image



ძაღლებს მხოლოდ მაშინ სძინავთ ზურგზე, როცა გრძნობენ აბსოლუტურ უსაფრთხოებას და კომფორტს.

 

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button