გამოსადეგი საიტები და საინტერესო ვებგვერდები (ნაწილი 1)
სასარგებლო საიტები რომელთაც შეგიძლიათ ეწვიოთ და მიიღოთ საინტერესო ინფორმაცია სხვადასხვა თემაზე, გვერდები , რომლებიც დაგეხმარებათ და შესაძლებლობას მოგცემთ აღმოაჩინოთ უამრავი საინტერესო რამ, რისი ნახვაც და გაკეთებას ინტერნეტში შეგიძლიათ
http://whatthefuckshouldimakefordinner.com/
როცა გშიათ და არ იცით რა შეჭამოთ, ეს საიტი დაგეხმარებათ საჭმლის შერჩევაში. თუ შემოგთავაზეს ის, რისი დაგემოვნებაც მოგინდებათ, შეგიძლიათ რეცეპტი ტექსტზე მაუსის დაჭერით ნახოთ.(NSFW)
ამ საიტის მეშვეობით ძალიან მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ გადაუღოთ თქვენს მონიტორს სურათი ან ვიდეო და გააზიაროთ ის.
თუკი აპირებთ მოგზაურობას ეს საიტი დაგეხმარებათ იმაში, რომ გაიგოთ ფრენის თარიღი,ფასი და სხვა ინფორმაცია მთელი მსოფლიოს მაშტაბით მაშინაც, კი თუ არ იცით სად აპირებთ გამგზავრებას. მონაცემების ნახვის შემდეგ შეგიძლიათ უფრო ადვილად მიიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყანაში გაფრინდებით.
თუკი გაინტერესებთ რამდენი დრო გავიდა ერთი თარიღიდან მეორემდე, ეს საიტი სწრაფად და ზუსტად გამოგითვლით წლების, დღეების თუ საათების რაოდენობას.
თუკი გაინტერესებთ რამდენჯერ გამოიყენეთ ესა თუ ის სიტყვა თქვენს თემაში/წერილში შეგიძლიათ ესტუმროთ ამ საიტს და უბრალოდ დაკოპირებული ტექსტი ჩასვათ ჩარჩოში.
გააკეთეთ პოსტერი ნებისმიერი სურათისგან და შემდეგ ამობეჭდეთ ის
თუკი გსურთ ფილმის ყურება და არ იცით რომელს უყუროთ, ეს საიტი დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაწყვეტაში.
გაიგეთ რომელ თვეს არის თქვენი საყვარელი ხილის/ბოსტნეულის დამწიფების პიკი, ანუ როდისაა ის ყველაზე ნოყიერი და გემრიელი
ეს საიტი არაჩვეულებრივია თუკი თქვენ გინდათ ახალი ენის შესწავლა. ვებგვერდი გვთავაზობს ფრანგული, გერმანული, ესპანური და სხვა ენების შესწავლას მარტივად და სახალისოდ. შეიცავს მოსმენის დავალებებსაც. ახალი ენის ათვისება თუ გინდათ, ეს საიტი ამისათვის ყველაზე პრაქტიკული და მოსახერხებელია.
თუ თქვენ გიყვართ წიგნების კითხვა, ეს ვებგვერდი თქვენთვის ზედგამოჭრილია. თქვენ შეგიძლიათ აქ ჩაწეროთ თქვენი წაკითხული წიგნები, შეაფასოთ ისინი, დატოვოთ მასზე კომენტარები, იპოვოთ ციტატები, ითამაშოთ ქუიზები და ა.შ. რამდენიმე წიგნის ჩაწერის შემდეგ საიტი თავად გაგიწევთ რეკომენდაციას და შემოგთავაზებთ წიგნებს. შესაძლებელია მეგობრების დამატებაც და წიგნის წაკითხვის შემდეგ გამოცდილების გაზიარება. ამავდროულად თქვენ შეგეძლებათ გამოიწვიოთ საკუთარი თავი და ჩაწეროთ იმ წიგნების რაოდენობა, რის წაკითხვას შემდეგ წლამდე აპირებთ.
თუ ვერ გადაწყვიტეთ 2 სახის საჭმლიდან/ხილიდან რომელი ჭამოთ, შეგიძლიათ საიტზე გადახვიდეთ და ჩაწეროთ მათი სახელები. ვებგვერდი მათ შეადარებს (კალორიების, პროტეინებისა და ცხიმების შემცველობით და ა.შ) ,რაც გაგიმარტივებთ გადაწყვეტილების მიღებას.
http://www.facebook.com/profile.php?=743264506
ეს საიტი ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გადაიყვანს, შეგიძლიათ მეგობრების მოსატყუებლად გამოიყენოთ
ამ საიტზე შეგიძლიათ განათავსოთ ანიმაციური სურათი, შემდეგ კი ვებგვერდი შემოგთავაზებთ PDF ფორმატის ფაილს, რომლის ამობეჭდვის შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ გააკეთოთ “ანიმაცური წიგნი”
ამ საიტზე შეგიძლიათ გადმოწეროთ და წაიკითხოთ ნებისმიერი წიგნი თუ დოკუმენტი.