ხრიკები რომლებიც გაგიმარტივებთ ცხოვრებას (ნაწილი 5)
ხრიკების მეხუთე ნაწილი :))
1. თუ შეძლებთ აბაზანაში (თუმცა სხვაგანაც შეიძლება) თხელი მაგნიტის ზოლის გაკეთებას, შეგიძლიათ აღარ იდარდოთ ე.წ. “შპილკებზე” და სხვა რკინის თმისამაგრებზე, რადგან მათ დაკარგვა აღარ დაემუქრებათ :)
2. გამოიყენეთ გაყინული ყურძნის მარცვლები იმისათვის, რომ გააგრილოთ თეთრი ღვინო :)
3. ზოგიერთი ბეჭედი დაბალი ხარისხის გამო, დიდხანს კეთების შემდეგ თითს ფერს უცვლის. ზოგიერთ მათგანს კი ადვილად სცვივა თვლები. ამ ორივე პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივია. უბრალოდ, ბეჭდებს უფერული ლაქი გადაუსვით :)
4. შარვლისთვის განკუთვნილი საკიდები ზოგიერთი ფეხსაცმლისთვისაც გამოსადეგია
5. იმისათვის, რომ საყურეები არ დაგეკარგოთ და თანაც მოწესრიგებული გქონდეთ, შეგიძიათ ღილები გამოიყენოთ :)
6. იმისათვის, რომ მიქსერი არ გაჭუჭყიანდეს, გამოიყენეთ ერთჯერადი თეფში
7. გაკვანძეთ მაგალითად მარჯვენა ყურისთვის განკუთვნილი დინამიკის კაბელი და თქვენ უკვე შეგეძლებათ შეხედვის გარეშეც გაარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან :)
8. ჩარჩოს კედელზე დასაკიდებლად გამოიყენეთ კონსერვის ქილის სახსნელი
9. გინდათ Youtube-ზე სულ ერთი სიმღერა ატრიალოთ ისე, რომ ყოველ ჯერზე თავიდან არ მოგიწიოთ ჩართვა? ამისათვის საჭიროა “www.youtube”-სა და “.com”-ს შორის ჩაწეროთ “repeat” და წვალება აღარ დაგჭირდებათ :)
10. უფერული მანიკურის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება :) დაიცავით სათვალე დაშლისაგან :))
11. თუ Youtube ვიდეოდან გსურთ GIF სურათის გაკეთება, ეს საიტი ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა :) უბრალოდ, “youtube.com”-ს წინ მიუწერეთ “gif”
12. თუ იოგურტისთვის კოვზი არ გაქვთ, ნუ ინერვიულებთ. მისი დამზადება არცისე ძნელია :)
13. და ბოლოს, გაირუჯეთ და მიირთვით ცივი ყავა ერთდროულად :))