გართობაუცნაური

15 ყველაზე საშინელი პრეისტორიული მონსტრი

0f896971c38c
15 ყველაზე საშინელი პრეისტორიული მონსტრი.

ესტემენოზუჰი
24f047d6a77c
ამდაგვარი ცხოველები არ არსებობენ. ესემენოზუჰი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პრეისტორიულ ხანაში მცხოვრები მონსტრია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გავდნენ ნამდვილ დინოზავრებს, ისინი ენათესავებოდნენ ძუძუმწოვრებს. ესტემენოზუჰის გაქვავებული ნარჩენები აღმოაჩინეს რუსეთში. ისინი ცხოვრობდნენ პერმულ პერიოდში, დინოზავრების წარმოშობამდე დიდიხნით ადრე.

აკროფიზეტერი
31fdee5c9b23
ეს არის კაშალოტის უძველესი ნათესავი, რომელიც როგორც ჩვენ ვიცით არის უზარმაზარი ზომის, ჭამს მოლუსკებს და არასოდეს არ ესხმის თავს ადამიანს პროვოკაციის გარეშე, რასაც ვერ ვიტყვით აკროფიზეტერზე. ის იყო საშუალო ზომის და არ იკვებებოდა მოლუსკებით, არამედ სხვა ზღვის ცხოველებით და ზვიგენებითაც კი. მისი საშინელი კბილები იყვნენ სასიკვდილო იარაღები, ამიტომაც აკროფიზეტერს უწოდეს კაშალოტების მვკლელი. მისი ძვლები აღმოაჩინეს პერუში. ის ცხოვრობდა მიოცენის პერიოდში, რომელიც სავსე იყო ზღვის უზარმაზარი ცხოველებით, მაგალითად, გიგანტური დელფინები, უზარმაზარი ზვიგენები და მონსტრი-პინგვინებიც კი.

გიგანტოპიტეკი
f5ef0168b26b
სახელიდან გამომდინარე მიხვდით ალბათ როგორიც იყო ეს ცხოველი – ეს იყო უზარმაზარი ზომის მაიმუნი, ორანგუტანგის ნათესავი, რომელიც ცხოვრობდა ბამბუკთან ახლოეს, ჯუნგლებში და ჩინეთის მთებში, ინდოეთში და ვიეტნამში პლეისტოცენის პერიოდში. გიგანტოპიტეკები იყვნენ ვეგეტარიანელები, ზომაში იყვნენ დაახლოებით 3 მეტრი და იწონიდნენ 550 კილოგრამს. ისინი იყვნენ ძლიერები და ამით იცავდნენ თავებს მტაცებლებისგან. გიგანტოპიტეკები გადაშენდნენ 300000 წლის წინ კლიმატის ცვლილებების ან ადრეული ადამიანების ნადირობების მიერ.

ეპიციონი
d40cf0db6c1b
ის შეიძლება აღვწეროთ როგორც გიგანტური ფითბული სტეროიდებზე. ის ეკუთვნოდა ძაღლების ჯიშს, მაგრამ თუკი თანამედროვე ძაღლებს აქვთ სისწრაფე და გამძლეობა, ეპიციონს გააჩნდა უზარმაზარი ძალა. მას ჰქონდა ისეთი ძლიერი ყბები, რომ შეეძლო ძვლები დაეტეხა როგორც თხილი. ეს უზარმაზარი მონსტრი ბატონობდა ჩრდილოეთ ამერიკაში 15 მილიონ წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ადგილი დაუთმო დიდ კატებს, მათ შორის ვეფხვებს.

ედესტუსი
69040d7d92e4
დღეს ბუნებაში ალბათ ყველაზე საშინელი კბილები აქვთ თეთრ ზვიგენებს, მაგრამ მათი შორეული პრეისტორიული ნათესავი ედესტუსი იყო ამათთან შედარებით ისეთი საშინელი, რომ ზვიგენები უბრალოდ პატარა თევზებს გვანან. ედესტუსი სიგრძეში იყო 7 მეტრი, მაგრამ მეცნიერებს ჯერაც ვერ აუხსნიათ თუ როგორ იყენებდა ედესტუსი თავის კბილებს. ზვიგენებისგან განსხვავებით ედესტუსს კბილები არ ცვიოდა, ამის ნაცვლად ახალი კბილები აცლიდნენ ძველებს პირდაპირ და ძველები ცვიოდა პირდაპირ პირიდან. ედესტუსს მარტივად შეეძლო გაეგლიჯა მსხვერპლი ნაწილებად.

გორგონოპსი
2856e6dcb3db
ესენი იყვნენ მთავარი მტაცებლები გვიან პერმულ პერიოდში, დინოზავრებამდე. გორგონოპსს გააჩნდა მომაკვდინებელი კბილები, რომლებსაც იყენებდა ბალახისმჭამელებზე ნადირობისას. გორგონოპსები იყვნენ ძლიერები და სწრაფები. მიუხედავად მათი რეპტილიის სახეობისა, ისინი უფრო ახლოს იყვნენ ძუძუმწოვრებთან და შეიძლება დაფარულები იყვნენ ბეწვითაც.

საშინელი ჩიტი
534d38e518e2
ეს ფრინველები იყვნენ მთავარი მონადირეები სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთ მხარეებში მიოცენის, პლიოცენის და პლეისტოცენის პერიოდებში. შემდეგ ისინი ჩაანაცვლეს დიდმა კატებმა და სხვა ძუძუმწოვრებმა. ფორორაციდისებრნს არ შეეძლოთ ფრენა, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან სწრაფად დარბოდნენ. ისინი იყვნენ ძალიან დიდები, სიმაღლეში დაახლოებით 3 მეტრი და წონაში დაახლოებით ნახევარი ტონა. მათი მთავარი იარაღი იყო 1 მეტრის სიგრძის იარაღი, რაც საშუალებას აძლევდა მათ პირდაპირ მთლიანად ჩაეყლაპათ ძაღლის ზომის მსხვერპლი, მაგრამ მოკაუჭებული ნისკარტით ფორორაციდისებრნს შეეძლოთ მოეკლათ და შეეჭამათ ცხენის ზომის ცხოველი.

მადსოია
6e8aa1624721
თუკი გველების ფობია გჭირთ, მაშინ მადსოია ნამდვილი კოშმარია, მაგრამ ნაპოვნი იქნა ამ არსების მხოლოდ რამდენიმე ნაწილი, მისი სიგრძე იყო სავარაუდოდ 15-20 მეტრი. მადსოია ცხოვრობდა ცარცულ პერიოდში და შეიძლება იკვებებოდა დინოზავრებითაც კი. ასევე როგორც პითონი ისიც არ იყო შხამიანი, მაგრამ სიკვდილამდე ახრჩობდა მსხვერპლს. მადსოია გაქარა 45 მილიონი წლის წინ.

პურუსზავრი
0b4997a57de1
ეს იყო გიგანტური კაიმანი, რომელიც ცხოვრობდა თანამედროვე ამაზონიის რაიონში. 8 მილიონი წლის წინ ეს რეგიონი იყო დიდი შიდა ზღვა, ნიანგებით, გავიალებით, ვეშაპებით, კუებით ა.შ. და მათ შორის პურუსზავრი იყო მთავარი მონადირე და ამას აქვს თავისი მიზეზები: 12-15 მეტრი სიგრძეში! სხვა ცხოველების ნარჩენები და ნახევარი სხეულები კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთია, რომ ამ კაიმანს კარგი აპეტიტი ჰქონდა.

ენთელოდონტი
cf74e796bc7a
მიუხედავად იმისა რომ, გარეული ღორები ხანდახან ჭამენ ხორცს, ისინი ითვლებიან ვეგეტარიანელებათ. სხვა მხრივ ენთელოდონტი, პრეისტორიული ნათესავი ღორებისა, იყო შხამიანი და შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ძუძუმწოვარი. ის იყო ადამიანის ზომის, გააჩნდა ძლიერი ყბები და მომაკვდინებელი კბილები. მეცნიერები თვლიან, რომ ენთელოდონტები ნადირობდნენ თავისით, მაგრამ ხანდახან აშინებდნენ სხვა მტაცებლებს მათი უკვე მოკლული მსხვერპლის ხელში ჩასაგდებად. ბევრი ნაკბენები ასევე ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ისინი ებრძოდნენ ერთმანეთსაც, შეიძლება კანიბალებიც იყვნენ.

აზდარჰიდი
f67011326aeb
ეს იყო პტეროზავრის(ცნობილი როგორც პტეროდაქტილი) სახეობა, ყველაზე დიდი არსება, რასაც ოდესმე კი უფრენია. ზოგიერთი ეგზემპლარის ფრთის ზომა შეადგენდა 12-15 მეტრს, მაგრამ რაც უცნაურია, ფრთები იყვნენ სხეულის პროპორციულები. მათ აქვთ გასაოცრათ დიდი ფეხები, ყელი და აქვთ ძალიან პატარა სხეული და ფრთები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისინი ცაში არ დაფრინავდნენ, არამედ ნადირობდნენ მიწაზე. 4-ვე ფეხზე დგომისას აზდარჰიდები იყვნენ ჟირაფის და ტირანოზავრის ზომის.

პნევმოსკორპიონი
4aadf6030ac1
ეს სკორპიონი ძლიერ გავდა დღევანდელ სკორპიონებს, მაგრამ სიგრძეში იყო 1 მეტრი. ის იყო შხამიანი. არავინ იცის რამდენად შხამიანი იყო, მაგრამ ალბათ სასიკვდილო. ეს მტაცებელი დარბოდა ტყეებში კარბონული სისტემის პერიოდში, იქ, სადაც დღეს მდებარეობს შოტლანდია. სხვათაშორის ამ პერიოდში ცხოვრობდნენ ასევე კატის ზომის გიგანტური ტარაკნები, ქორის ზომის ნემსიყლაპიები და ა.შ. თითქმის ყველაფერი იგივეა რაც დღეს მაგრამ ზომაში უბრალოდ გიგანტური.

ქსენოსმილუსი
d7a28a3f7942
ამ დიდი კატის ნარჩენები აღმოჩენილი იქნა ფლორიდაში. იმის ნაცვლად, რომ დაეხრჩო მსხვერპლი ან მოეტეხა კისერი, როგორც ამას თანამედროვე ლომები აკეთებენ, ქსენოსმილუსი მოქმედებდა როგორც ზგიგენი და დინოზავრი, ის მსხვერპლს აგლეჯდა დიდი სხეულის ზომის ნაწილს და ეს წამში იწვევდა სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვას და შოკს. უცნობია, როდის გადაშენდა ეს სახეობა.

მეგალოდონი
fce3609f1bef
ეს კარგად ნაცნობი პრეისტორიული მონსტრია. მეგალოდონი იყო გიგანტური ზვიგენი. ის სიგრძეში იყო 20 მეტრი და იწონიდა 60 ტონას, რაც მას ხდის 6-ჯერ დიდს, ვიდრე ტირანოზავრია. ცხადია, რომ მისი ერთადერთი საკვები იქნებოდნენ ვეშაპები. ის ვერ ნახეს ჩვენმა წინაპრებმა, მაგრამ მეგალოდონები არსებობდნენ პირველი ავსტრალოპითეკების გამოჩენისას.

სპინოზავრი
73d1fe41fa8d
ისინი იყვნენ ტირანოზავრებზე დიდები. ამ მტაცებლის ნარჩენები აღმოაჩინეს ეგვიპტეში 1915 წელს. სპინოზავრები გახდნენ ყველა დროის ყველაზე დიდი დინოზავრები. ეს ურჩხულის სიმაღლეში იყო 17-18 მეტრი, იწონიდა 10 ტონას. ნიანგის სახე გვაძლებს უფლებას ვივარაუდოთ, რომ სპინოზავრი დიდ დროს აატარებდა წყალში და შეიძლება, ჭამდა დიდი რაოდენობით თევზს, მაგრამ ნიანგებს, გიგანტურ კუებს და დინოზავრებს ჯობდა მათთვის გზა არ გადაეჭრათ. შეიძლება ტირანოზავრი იყო და არის ყველა დროის ყველაზე ცნობილი პრეისტორიული მონსტრი, მაგრამ სპინოზავრი არის და რჩება ყველაზე დიდ მტაცებლათ დედამიწაზე, რაც კი ჩვენ ოდესმე გვსმენია.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button