გართობა

ევროპის 10 საუკეთესო სქაილაინი

d8083afa811d

2014 წლის  ევროპის ქალაქების ტოპ 10 საუკეთესო სქაილაინი

10.მეათე ადგილზეა ბირმინგჰემი, ქალაქი ბრიტანეთში. მისი მოსახლეობა შეადგენს მილიონზე მეტს და ბრიტანეთში მოსახლეობის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს ლონდონის შემდეგ.

afc52def69db

9. მეცხრე ადგილზეა მანჩესტერი, რომელიც არ გამოირჩევა მაღალი შენობებით თუმცა ამ ქალაქის ძველი სტილის შერწყმა თანამედროვე არქიტექტურასთან მას ეხმარება მეცხრე ადგილის მოპოვებაში.

582b4ff635f7

8.მერვე ადგილზეა მილანი რომელიც საკმაოდ სწრაფად ვითარდება და ახალ ცათამბჯენებს გვთავაზობს ქალაქის ფინანსურ ცენტრში.

44601fc515e6

7.მეშვიდე ადგილზეა როტერდამი. იგი სიდიდით მეორე ქალაქია ნიდერლანდებში და ასევე ქვეყნის ეკონომიკური ცენტრი

1bbc595921c8

6.მეექვსე ადგილზეა ვარშავა, პოლონეთის დედაქალაქი. ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად მისი დედაქალაქის სქაილაინიც დაიხვეწა და გაიზარდა.

3ff1c75fb994

5.მეხუთე ადგილზეა სტამბული, მისი საშუალო სიმაღლის თუმცა არაფრით გამორჩეული არქიტექტურა ხუთეულის ბოლო ადგილს სჯერდება.

01c0eaa0e393

4.მეოთხე ადგილს იკავებს რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი. ერთ დროს მოსკოვში თითქმის არცერთი ცათამბჯენი არ იყო, თუმცა დღეს ქალაქის ცენტრში შენდება ფინანსური ცენტრი სადაც ერთად უამრავი ცათამბჯენი და მოსკოვის სქაილაინი იქნება თავმოყრილი.

cb238eb4a469

3.მესამე ადგილს დამსახურებულად და საფუძვლიანად იკავებს ფრანკფურტი, პატარა ქალაქი გერმანიაში რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ცენტრია.

13d12985c75a

2.მეორე ადგილზეა პარიზი. ქალაქის იერსახე ბოლო ათწლეულის განმავლობაში მთლიანად შეიცვალა და ეიფელის კოშკის წინ მისი კონკურენტები, ქალაქის ბიზნეს ცენტრის ცათამბჯენები გამოჩნდნენ.

3e4db6627490

1.პირველ ადგილს იკავებს ლონდონი, ქალაქი რომელიც მსოფლიოს ეკონომიკური და გართობის ცენტრია. 8 მილიონიან ქალაქში ცათამბჯენები მრავლად არიან და ამიტომ მას უკვე შეერქვა ევროპული ნიუ იორკის სახელი. დღეს დღეისობით ლონდონში წარმოდგენილია უფრო მეტი ბანკი ვიდრე სხვა მსოფლიოს ნეისმიერ ქალაქში, აქ შეხვდებით 80 ქვეყნის 600-მდე ბანკს და ასობით კორპორაციის სათაო ოფისს, სწორედ ამიტომ დღეს ლონდონში ცათამბჯენების ბუმია და ქალაქის სქაილაინიც დღითი დღე იზრდება.

26901ea125ac

bekunio

born-1985 live-tbilisi,shartava str age-28

მსგავსი ამბები

Back to top button