გამოგონებაგასართობისაკითხავი

გამომგონებლები,რომლებიც დაიღუპნენ თავიანთი გამოგონების შედეგად

image

გამომგონებლები,რომლებიც დაიღუპნენ თავიანთი გამოგონების შედეგად

1-ფრანც რაიხელტი-იგი აგრეთვე ცნობილი იყო მეტსახელით “მფრინავი თერძი”, დაიღუპა ლაბადა-პარაშუტის გამოცდის დროს, რომელიც თავის გამოგონებული იყო.რაიხელტი ეიფელის კოშკიდან გადმოხტა, მაგრამ პარაშუტმა არ გაამართლა.

image

2-მაქს ვალიე-დაიღუპა მისივე გამოგონილი ავტომობილის ტესტირების დროს, რომელიც ალკოჰოლზე მუშაობდა.ავტომობილი აფეთქდა.

image

3-ოტო ლილიენტალი-გამომგონებელი, რომელსაც “პლანერების მეფეს” უწოდებდნენ. დაიღუპა მორიგი თავის გამოგონილი პლანერის გამოცდის დროს.

image

4-მარია კიური-მეცნიერმა ქალმა აღმოაჩინა რადია, ქმართან ერთად რადიაქტიულ კვლევებზე მუშაობდა და ბედის ირონიით რადიაციულმა გამოსხივებამ მოკლა.

image


5-უილიამ ბალოკი-გამოიგონა როტაციული საბეჭდი მანქანა, მისი მონტაჟის დროს ფეხი მანქანის ქვეშ მოუყვა, რამაც განგრენა და გამომგონებლის სიკვდილი გამოიწვია.

image

6-სილვესტრ როპერი-გამომგონებელმა შექმნა პირველი ორთქლზე მომუშავე ველოსიპედი და გამოცდის დროს ავარიაში მოყვა, დაემართა გულის შეტევა და გარდაიცვალა.

image

7-თომას ენდრიუსი-იყო საზღვაო-სამხედრო ინჟინერი და არქიტექტორი, მან დააპროექტა “ტიტანიკი”, ის დაიღუპა მისსავე დაპროექტებულ გემზე პირველივე რეისში.

image

8-კარელ სოუჩეკი-მან გამოიგონა სპეციალური კასრი ტრიუკებისათვის და დაიღუპა ჰიუსტონის სტადიონზე სადემონსტრაციო ჩვენების დროს.

image

9-ჰორაციო ლოუსონ ჰანლი-დაიღუპა მისივე გამოგონილ წყალქვეშა ნავში ტესტირების დროს.

image

10-ჟან-ფრანცუა პილატრ დე როზი-ჟან ფრანცუა პირველი ადამიანი იყო, რომელიც ავიაკატასტროფაში დაიღუპა თავისავე დაპროექტებულ საჰაერო ბურთში.

image

წყარო : intermedia.ge

თეგები
Close
Close