გასართობისაკითხავიუცნაური

შუა საუკუნეების სასტიკი, დაუნდობელი მედიცინა

image

რაც არ უნდა ვთქვათ, ტექნიკურ პროგრესთან ერთად მედიცინაც არ დგას ერთ ადგილზე და მუდმივად ვითარდება. რა თქმა უნდა, ბევრი რამე ჯერ კიდეც სრულყოფილებას და დახვეწას მოითხოვს, მაგრამ ძალიან ბევრი სამედიცინო პროცედურა დღეს შეიძლება აბსოლუტურად უმტკივნეულოდ და იოლად ჩატარდეს. მოდით გადავავლოთ თვალი, თუ როგორ იცვლებოდა სამედიცინო ტექნოლოგიები წლების მანძილზე.

ამ პოსტში მინდა მოგითხროთ მკურნალობის აბსურდულ და სასტიკ მეთოდებზე, რომლებიც ძირითადად შუა საუკუნეებში იყო გავრცელებული.

 

image



1.სისხლის გამოშვება

 

image

 

ის აზრი, რომ ავადმყოფის სხეულიდან სისხლის გამოშვება თითქმის ყველა დაავადებას შველოდა, ფართოდ იყო გავრცელებული ძველად. მკურნალობის ეს მეთოდი ეყრდნობოდა იმ თეორიას, რომ ავადმყოფობას იწვევდა სისხლის მიმოქცევის მოშლა ადამიანის ორგანიზმში. სამწუხაროდ, ხშირად ეს პროცესი პაციენტისათვის სავალალოდ მთავრდებოდა, რადგან დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვით ადამიანი უბრალოდ იღუპებოდა.




2. ვერცხლისწყალი სიფილისის წინააღმდეგ

 

image

 

წინათ ასე ფართოდ გავრცელებული ამ ვენერიული დაავადების სამკურნალოდ ხშირად გამოიყენებოდა ვერცხლისწყალი-მაშინ ხომ ჯერ კიდევ არ იყო ანტიბიოტიკები გამოგონებული. ვარაუდობდნენ, რომ ვერცხლისწყალი ხელს შეუშლიდა დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფას და მოარჩენდა პაციენტს. იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი ძნელად იტანდა შხამიანი ლითონით მკურნალობას, მკურნალი თვლიდა, რომ წამალი ეფექტურად მოქმედებდა. ვერცხლისწყლის შინაგანი და გარეგანი მიღება არანაირად არ მოქმედებდა სიფილისზე, მაგრამ იწვევდა პაციენტის მოწამვლას, რასაც ხშირად ლეტალური შედეგი მოსდევდა. ასე თუ ისე, რადიკალური მკურნალობის მიუხედავად, ავადმყოფები მთელი ცხოვრება იტანჯებოდნენ იარებითა და წყლულებით, ავადმყოფობის გართულების შემთხვევაში კი მათ ეწყებოდათ გონებაშეზღუდულობა და აგრესიულობა, რასაც საბოლოო ჯამში სიკვდილამდე მიჰყავდა ადამიანი.




3. თავის ქალის ტრეპანაცია

 

image

 

საინტერესოა, რის მიღწევას ცდილობდნენ, ექიმები, როცა ადამიანის თავის ქალაში ხვრელს ბურღავდნენ ხოლმე: ამატებდნენ თავში რამეს თუ პირიქით, იღებდნენ. ფაქტია, რომ ამ გაბურღვას რაღაც მიზანი ჰქონდა. არქეოლოგებმა ევროპის ტერიტორიაზე 450-ზე მეტი უძველესი ადამიანის თავის ქალა იპოვეს, რომლებსაც ნახვრეტები ჰქონდათ გაკეთებული. როგორც ჩანს, თავის ქალის გაბურღვა მაშინდელი იარაღებით დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. უმეტეს შემთხვევაში ოპერაცია წარმატებით სრულდებოდა და პაციენტი ცოცხალი რჩებოდა. თუმცა ის, თუ რისთვის ატარებდნენ ამ ოპერაციებს, უცნობია: შესაძლებელია ამ გზით მკურნალობდნენ თავის ტკივილს ან ტვინის დაზიანებას. შესაძლებელია, ტრეპანაცია ერთ-ერთ რელიგიურ რიტუალს წარმოადგენდა: მეცნიერებს ამაზე ზუსტი პასუხი არ გააჩნიათ.



4.მასტურბაციის საწინააღმდეგო კორსეტი

 

image

 

იმისათვის, რათა შეხება გქონოდა საეჭვო სამედიცინო თეორიებთან ან არასაიმედო თერაპიულ პრაქტიკასთან, XVIII საუკუნეში ავად გახდომა სულაც არ იყო საჭირო. იმდროინდელმა მედიცინამ ნამდვილი ისტერია მოაწყო ფართოდ გარცელებული თვითდაკმაყოფილების წინააღმდეგ. აღზრდის მკაცრი მეთოდები- დამატებითი ლოცვები და უარის თქმა ვიწრო ტანსაცმელზე, საჭირო მიზანს ხშირად ვერ აღწევდა, ამ მიზეზის გამო ბევრი მშობელი საგულდაგულოდ აცმევდა თავის შვილებს მასტურბაციის საწინააღმდეგო კორსეტებს, რათა მათ არ ჰქონოდათ საკუთარ გენიტალიებთან შეხების საშუალება. ეს გაცილებით უფრო ეკონომიური და ეფექტური იყო, ვიდრე ხელების დაბმა ღამით გოგონას ან ვაჟისათვის.



5. რექტალური მოწევა

 

image

 

საუკუნეების განმავლობაში თამბაქო საასრგებლო პროდუქტად ითვლებოდა და ბევრი დაავადების, მათ შორის კუჭ- ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. იმისათვის, რათა სამკურნალო კვამლი ზუსტად დაავადებულ ადგილამდე მისულიყო, ექიმებმა გამოიგონეს სპეციალური მოწყობილობა, სადაც ანთებდნენ თამბაქოს და კვამლს ადამიანის უკანა ხვრელში უშვებდნენ. ამ წესით მკურნალობდნენ პარაზიტების არსებობას კუჭ-ნაწლავში ან კუჭის წყლულს და კოლიტს. XVIII საუკუნის ექიმების აზრით, თამბაქოს კვამლს შეეძლო აღედგინა სასიცოცხლო ძალები ადამიანებში, ამიტომ თამაბქოს კვამლის ოყნას ხშირად გამოიყენებდნენ დაღუპული ხომალდის ეკიპაჟის წევრების გადასარჩენად: წყლიდან ამოყვანილ უგონო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს თამბაქოს კვამლით ბერავდნენ რექტალურად ან ორალურად, ან ორივე მხრიდან ერთად, რომ ეფექტი უფრო მალე დამდგარიყო.




6. ჯოზეფ კოქსის საქანელა

 

image

 

ინგლისელი ნევროპათოლოგის ჯოზეფ კოქსის გამოგონების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ სულით ავადმყოფებს ატრიალებდნენ საკუთარი ღერძის გარშემო. კოქსის აპარატში ავადმყოფი იჯდა სავარძელში და მას გარკვეული დროის განმავლობაში ატრიალებდნენ წრიულად. ეს პაციენტში თავბრუსხვევას, გულისრევას და ღებინებას იწვევდა. პროცედურის ერთ-ერთი ეფექტი იმაში მდგომარეობდა, რომ პაციენტებს საშინლად ეშინოდათ მისი განმეორების და ცდილობდნენ მისთვის თავი აერიდებინათ.

საქანელას სულით ავადმყოფები უნდა გაეხადა კონტროლირებადი, ან პირიქით, გახსნილები დიალოგის დროს. სწორედ აქეთ იყო მიმართული XIX საუკუნის ნევროლოგიის სამკურნალო მეთოდები, რომლებიც ადამიანს იმის შეგრძნებას აძლევდა, თითქოსდა ის იგუდებოდა ან იხრჩობოდა.




7. ლობოტომია

 

image

 

გასულ საუკუნეში ფართო მასშტაბებს მიაღწია სულიერად დაავადებული ავადმყოფების მკურნალობამ ლობოტომიის მეშვეობით. ამერიკელმა ექიმმა ვალტერ ფრიმანმა აღმოჩინა, რომ თავის ტვინის შუბლის ნაწილში გაკეთებული ჭრილობა შველის ჟიზოფრენიით დაავადებულებს. ის პაციენტებს უკეთებდა ხვრელს წარბის ქვეშ თავის ქალაში, ამას აკეთებდა ყინულის საჭრელი დანით, შემდეგ ბრმად შედიოდა ჭრილობაში და იქ ატარებდა მანიპულაციებს, რომელსაც ხშირად პაციენტი ლეტალურ შედეგამდე მიჰყავდა. თავისი “ლობომობილით”-სპეციალურად აღჭურვილი მანქანით ფრიმანმა ლამის მთელი ამერიკა შემოიარა, რომ სულით ავადმყოფებს “დახმარებოდა”. თუმცა აღსანიშნავია, რომ მას მალე გამოუჩნდენ მიმბაძველები და საბოლოო ჯამში 50 000 -მდე ადამიანი გახდა გასულ საუკუნეში ამ სახიფათო მანიპულაციის მსხვერპლი.

წყარო : intermedia.ge

Back to top button